Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
დოესი-ხიდისთავის გზაზე სიჩქარის მაკონტროლებელ კამერას ყოველღამე ცისკენ ატრიალებენ
გორი-კასპის სარაიონოთაშორისო გზაზე არსებულ სათვალთვალო კამერას,
რომელიც დოესი-ხიდისთავის მონაკვეთზე მდებარეობს, ყოველღამე ხედვის
მიმართულებას უცვლიან.
უკვე რამდენიმე დღეა კომპანია ,,დელტა კონსალტინგის'' თანამშრომლები კამერების მიმართულებას ასწორებენ, თუმცა დილით ისევ აღმოჩნდება, რომ სათვალთვალო კამერა ცას უყურებს.
როგორც კომპანია ,,დელტა კონსალტინგის'' ხელმძღვანელი გიორგი ჯალიაშვილი ,,ქართლის ამბებს'' უცხადებს, ყველა შემთხვევაში ადგილი აქვს გარკვეული მოქალაქეების მხრიდან დაუდევრობას. ჩვენს კითხვაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მოქალაქეებს ხელი არ მიუწვდებოდეთ კამერებზე, კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, გარდა შეგნებისა.
,,გამოსავალი არის ის, რომ მოსახლეობის შეგნება უნდა იყოს მაღალი. არ შეიძლება ამ კამერების სიმაღლის შეცვლა, რომ მაგალითად ვერ მოახერხონ მისი შეტრიალება, იმიტომ, რომ კამერა ვეღარ გააკონტროლებს გზას და დაკარგავს თავის ფუნქციას'' - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
აღნიშნულ კომპანიას ევალება გორის მუნიციპალიტეტში სათვალთვალო კამერების მოვლა-პატრონობა. კომპანიის წარმომადგენელი ხუმრობით იმასაც აღნიშნავს, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით, შიდა ქართლში კამერებს ცოტა ,,ფრთხილად'' ეპყრობიან:
,,სხვა რეგიონში გვქონია შემთხვევები, რომ კამერებს იარაღიდან ესვრიან, ასევე იყო შემთვევები, ქვებით იყო დამტვრეული. ასე, რომ ამ მხრივ თქვენს რეგიონში საქმე ცოტა უკეთაა'' - აღნიშნავს კომპანია ,,დელტა კონსალტინგის წარმომადგენელი.
გორი-კასპის შემოვლით გზაზე სათვალთვალო კამერები აკონტროლებს მანქანების სიჩქარებს.
რას ცვლის სათვალთვალო კამერები?
2023 წლის მეორე კვარტალში შიდა ქართლში სიჩქარის მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების მეშვეობით სულ 92 771 ვიდეოჯარიმა დაიწერა - ჯამში 5 213 200 ლარის ოდენობის. ამის შესახებ, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნულია, რომ ჯარიმების უმრავლესობა დაწერილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევის გამო, რაც გულისხმობს სიჩქარის გადაჭარბებას და ითვალისწინებს ჯარიმას 50 ლარიდან 400 ლარამდე.
მეორე კვრატალში ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა დაწერილია გორში (50 106), შემდეგ ხაშურში (27 736) და ქარელში (8 085). ყველაზე ცოტა კასპში (6 841).

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |