Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,გაფრთხილება'' გორის ეპარქიას, ჯარიმა - მოქალაქეს
ფოტოებზე გამოსახულია სამშენებლო ნარჩენები, რომლებიც ერთ უბანშია გადაღებული. ღია წესით დაყრილი სამშენებლო ნარჩენები ეკუთვნის გორის ეპარქიას, ხოლო ტომრებში მოთვსებული ნარჩენები - კერძო კვების ობიექტს.

მათ მიმართ გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ სხვადასგვარი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ინსპექციიდან გვაცნობეს, ეპარქია ,,გააფრთხილეს'', ხოლო კერძო ობიექტის მეპატრონე დააჯარიმეს 500 ლარით.

კერძო ობიექტის მეპატრონე აცხადებს, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა შური იძიეს იმის გამო, რომ რესტორნის გარშემო უკრაინის, ევროკავშირის, საქართველოსა და ნატოს დროშები გამოფინა. ამასთანავე აღნიშნა, რომ რესტორანში არ შეუშვებს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებს, რის შემდეგაც სანქცირებულმა მოსამართლეებმა დემონსტრაციულად სწორედ გორში გამართეს ქეიფი, თუმცა სხვა რესტორანში.

რაც შეეხება ეპარქიის სამშენებლო ნარჩენებს, პირველი ფოტო გადაღებულია 27 სექტემბერს საღამოს, ხოლო ნარჩენები დღეს, 29 სექტემბერს გაიტანეს. ორი დღის განმავლობაში ის ტროტუარებზე იყო დაყრილი.



ფოტოზე: გორის ეპარქიის ობიექტიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს 29 სექტემბერს.

კერძო კვების ობიექტის მეპატრონემ საჯარიმო ოქმი სასამართლოში გაასაჩივრა.

,,სასამართლოზე მერიის იურისტმა თქვა, რომ რამდენი ხნით დაყრის ნაგავს, მაგას მნიშვნელობა არა აქვსო. კაცს ტომარა რომ მიქონდეს და შეისვენოს-მეთქი? - შევეკითხე. თუ იქ არის, არ დავაჯარიმებთო, ხოლო თუ მიატოვა, დავაჯარიმებთო. მე იქ ვიყავი და მაინც დამაჯარიმეს'' - გვეუბნება კერძო კვების ობიექტის მეპატრონე.

გორის მუნიციპალურ ინსპექციას მივწერეთ, თუ რატომ არ დააჯარიმეს სამშენებლო ნარჩენების დაყრის გამო, გორის ეპარქია და რატომ შემოიფარგლნენ მხოლოდ გაფრთხილებით. პასუხი აღარ გაგვცეს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.