Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
"მოიხსნას კონტრრევოლუციონურ ლაყბობისათვის" - როგორ ათავისუფლებდნენ მასწავლებლებს გორის რაიონში 1937 წელს
,,1937 წლის რეპრესიები განათლების სისტემაში - ერთ პატარა წიგნში
ჩატეული ისტორიები'' - ასე ეხმაურება გორის არქივის
მეცნიერ-თანამშრომელი ქეთევან მაჭარაშვილი იმ ჩანაწერების წიგნს,
რომელიც 1937 წელს შეიქმნა და დღეს არქივში ინახება.
ჩანაწერები მოიცავს ძირითადად მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში დაცულ ინფორმაციას, შეტყობინებებს სხვადასხვა სოფლებიდან, რომელიც შემდეგ ჩანაწერის სახით ერთად იყრიდა თავს.
ამ ცნობის მიხედვით, მაგალითად, მეჯვრისხევის სკოლის მასწავლებელი მიხეილ თომას ძე თოდრია-"მოიხსნას კონტრევოლუციონერ-ტროცკისტებთან კავშირში ყოფნის და თვალთმაქცობის გამო, როგორც მათი წარსულის დამფარავი".
მასწავლებელი გივი ვარლამის ძე გარდავაძე - "მოიხსნას იმის გამო, რომ დედა მისი დაპატიმრებული იქნა, როგორც ხალხის მტერი, მან კი დამალა ეს ფაქტი და შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ ვითომდა მას დედამისთან არავითარი კავშირი არა ქონდა".
მესამე საშუალო სკოლის მასწავლებელი ოლია ამაშუკელი - "მისი ქმარი დაპატიმრებულია შინსახკომის ორგანოს მიერ, როგორც ხალხის მტერი, თვითონაც გარიცხულია პარტიის რიგებიდან, როგორც არა საიმედო, საბჭოთა სკოლის ახალგაზრდობის კომუნისტური აღზრდის მინდობა მისთვის ყოვლად შეუძლებელია" (ბრძანება გაუქმებულია).
მეორე საშუალო სკოლის მასწავლებელი მარგალიტა როსებაშვილი -"როგორც ხალხის მტრის, შინსახკომის ორგანოების მიერ დაპატიმრებული, გიორგი როსებაშვილის ცოლი და ახლო კავშირში მყოფი" ( სავარაუდოდ ეს ბრძანებაც გაუქმებულია, რადგან მარგალიტა როსებაშვილის, როგორც დამსახურებული მასწავლებლის პირადი ფონდი დაცულია გორის არქივში).
ქვემო ბოშურის საშუალო სკოლის დირექტორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი - "მოიხსნას კონტრრევოლუციონურ ლაყბობისათვის".
მეორე არასრ. საშუალო სკოლის მასწავლებელი თამარა ილიას ასული რაზიკაშვილი - - "როგორც ხალხის მტრის, შინსახკომის ორგანოების მიერ დაპატიმრებული, მიხეილ სიმონის ძე რაზიკაშვილის ცოლი".
ზეღდულეთის არასრ. საშუალო სკოლის მასწავლებელი დოლიძე ქეთო -"როგორც ხალხის მტრის, შინსახკომის ორგანოების მიერ დაპატიმრებული, დიმიტრი დოლიძის ცოლი".
ფოტოზე: პატარა მეჯვრისხევის სკოლა, რომელიც ამ სახით ფუნქციონირებდა 1930 წლიდან 2016 წლამდე. 20-იან წლებში კომუნისტებმა ჩამოართვეს ჩიკოიძეებს.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |