Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
შიდა ქართლში ყანის გადაწვის პრაქტიკა გრძელდება - გამოსავალი?
შიდა ქართლში ყანის გადაწვის პრაქტიკა გრძელდება. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც პოლიცია და გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების ყურადღება მოდუნებულია.

ფოტო ქარელის მუნიციპალიტეტშია გადაღებული, კერძოდ, შაქშაქეთი-ბერძენაულის მონაკვეთში.

ხორბლის მოსავლის აღების შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველოში, მინდვრები ცეცხლის ალში ეხვევა. მიწის პატრონები მინდორში დარჩენილ ბზეს წვავენ. ცეცხლი უკონტროლო ხდება და ქარსაფრებსაც აზიანებს. 

რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ყანის გადაწვის სანაცვლოდ, თანაც ისე, რომ მოსავალიც მიიღოს? მოსახლეობას რეგენერაციული აგროკულტურის ცენტრის სპეციალისტები გამოსავალს სთავაზობენ.

გამოსავალი

რეგენერაციული აგროკუტურის ცენტრის სპეციალისტების აზრით, მოსავლის აღების შემდეგ ყანებში სასწრაფოდ უნდა შევუშვათ შინაური ცხოველები: ძროხები, ღორები, ცხვრები... (თუ შესაძლებელია – ფრინველებიც).

,,არ არის საჭირო როტაციული ძოვების პროცესის ორგანიზება, რადგან სულ მალე ნიადაგი მაინც უნდა დამუშავდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინდვრებში ღორების და ფრინველების შეშვება. ისინი დაბნეულ მარცვალს შეჭამენ და თაგვებს საკვების გარეშე დატოვებენ. ამიტომ თაგვების რაოდენობა არ მოიმატებს. მძოველი ცხოველები დარჩენილ ბზესა და ამოსულ ბალახსაც ან შეჭამენ ან გათელავენ. მათი ნაკელი კი ჰუმუსის წარმოქმნის პროცესს გააქტიურებს და გააჯანსაღებს. იქ სადაც ჰუმუსი პროცესი ჯანმრთელად და ძლიერად მიმდინარეობს, მცენარეთა დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმები ვეღარ გამრავლდებიან. ერთი სიტყვით, იმ პრობლემებსაც ავიცილებთ, რის გამოც მინდორს ვწვავდით, ნიადაგის ნაყოფიერებას გავზრდით (თუნდაც ცოტათი) და თანაც რამდენიმე თვის განმავლობაში პირუტყვს დამატებითი საკვები გაუჩნდება.

არსებობს მეორე გზაც: ყანაში დარჩენილი ორგანული ნარჩენები უნდა შევაგროვოთ და ბიოჩარად ვაქციოთ. ბზისაგან ბიოჩარის ორმოში დამზადება არ გამოვა, ის აუცილებლად ჩანაცრდება. ბზისგან ბიოჩარის დამზადებას დასჭირდება სპეციალური მოწყობილობა – პიროლიზის ღუმელი, რომელიც ან უცხოეთიდან იქნება შემოსატანი, ან ადგილზევე დამზადდება. მაგრამ თუ მოსალოდნელ შედეგებს გავითვალისწინებთ, ამ ხარჯების გაღება ნამდვილად ღირს. ნიადაგში შეტანილი ბიოჩარი საკმაოდ გაზრდის ნიადაგის წყალტევადობასაც და ნაყოფიერებასაც.

ამ ორი გზით საკმაოდ ეფექტურად შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან ორგანული ნარჩენების მიერ გაჩენილი პრობლემები და შესაბამისად გავაქროთ მინდვრების გადაწვის აუცილებლობა, რაც უკვე ძალიან კარგი შედეგია. მაგრამ თუ ამის შემდეგ ნიადაგს ისევ ინდუსტრიული მეთოდებით დავამუშავებთ, ამ რამდენიმე თვეში წარმოქმნილი ჰუმუსი მაინც განადგურდება და ნიადაგის ნაყოფიერებაც აღარ მოიმატებს. ატმოსფეროშიც მაინც მოხვდება დაახლოებით იმავე რაოდენობის ნახშირორჟანგი, რაც მინდვრის გადაწვის შემთხვევაში მოხვდებოდა.

კარგ შემთხვევაში მარცვლეულის დათესვა რეგენერაციული აგროკულტურის მეთოდებით აჯობებს. შედარებით მცირე ფართობებზე შეგვიძლია ფუკუოკას მეთოდი გამოვიყენოთ. დიდ ფართობებზე კი – ოვსინსკისა. ორივე მათგანს დასჭირდება მიწის პატრონებისთვის საჭირო ცოდნის მიწოდება. ოვსინსკის მეთოდის გამოყენებისთვის სპეციალური ტექნიკაც იქნება საჭირო. შესაძლებელია ჩვეულებრვი ტექნიკის გადაკეთება ისე, რომ ოვსინსკის მეთოდით ნიადაგის დამუშავება შევძლოთ. ამას მცირე ერთჯერადი დანახარჯი დასჭირდება, მაგრამ შედეგი ამ დანახარჯს ნამდვილად გამოისყიდის.
ეს გზა ნამდვილად ჩააქრობს ცეცხლს საქრთველოს მინდვრებში და სხვა კარგ შედეგებსაც მოიტანს.'' - ციტატის დასასრული

ტრადიციული მიდგომა

ტრადიციული მიდგომა ასეთია, რომ ხორბლის მოსავლის აღების შემდეგ მინდორში საკმაოდ ბევრი ნარჩენი რჩება. გლეხი ფიქრობს, რომ მიწაზე დაბნეული მარცვალი მშვენიერი საკვებია თაგვებისთვის. ამიტომ ამ ყანაში ისინი საგრძნობლად მომრავლდებიან და შემდეგ წელს სერიოზულ პრობლემებს შექმნიან. მაგალითად, ისინი გადაძოვენ ახლად აღმოცენებულ ჯეჯილს.

ამასთანავე, ტრადიციული მიდგომით, დაყრილი ბზეც ეხმარება თაგვებს გამოზამთრებაში. ბზით ისინი თავიანთ სოროებს ათბუნებენ. დაყრილ ბზეში გამრავლდებიან მავნე მწერები, სოკოები და ბაქტერიები. მომავალი მოსავლისთვის ისინიც სერიოზულ პრობლემებს შექმნიან. გადამწვარი ნიადაგის დამუშავება ბევრად ადვილია. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყანის გადაწვით, სხვა პრობლემები ჩნდება.

ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის მიდგომა

ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის მიხედვით შესაძლებელია მღრღნელების გამადგურება ქიმიური საშუალებებით.

თაგვებისა და სხვა მღრნელების წინააღმდეგ როდენტიციდებით (პესტიციდები, რომლებიც მღრღნელებს ანადგურებენ) მოუწევს შებრძოლება, სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ – ფუნგიციდებით (პესტიციდები, რომლებიც სოკოვანი დაავადებების გამომწვევ სოკოებს ანადგურებენ. რა თქმა უნდა სხვა სოკოებსაც), მავნე მწერების წინააღმდეგ – ინსექტიციდებით, (პესტიციდები, რომლებიც მწერებს ანადგურებენ. მათ შორის ფუტკრებსაც და ბევრ სხვა სასარგებლო მწერსაც) დაავადებების გამომწვევი ბაქტერიების წინააღმდეგ – ბაქტერიოციდებით (პესტიციდები, რომლებიც ბაქტერიებს ანადგურებენ. მათ შორის ჰუმუსის წარმომქმნელ ბაქტერიებსაც)...

ეს ყველაფერი მიწის პატრონმა სხვადასხვა დროს უნდა გამოიყენოს. ამისათვის მან ბევრი ფულიც უნდა დახარჯოს (პესტიციდები ძვირი ღირს) და ბევრი წვალებაც უნდა მოიმატოს. მიწის პატრონთა უმეტესობა გააკეთებდა კიდეც ამას, ძვირი რომ არ ჯდებოდეს.

სახელმწიფოს მიდგომა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა 500-დან 1300 ლარამდე ჯარიმით ისჯება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ყანების გადაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას; ფერმერებისგან გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას.

შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა. სამართალდარღვევა, გარემოებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს 500-დან 1300-ლარამდე ჯარიმას, რასაც გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.