Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
საწოლები შესაცვლელია, არა აქვთ გეგმა, არ ჰყავთ საკმარისი აღმზრდელები: - აუდიტი ხაშურის საბავშვო ბაღების შესახებ
ხაშურის მერიის ცნობით, საბავშვო ბაღების გაერთიანება დროში გაწერილი
გეგმის გარეშე მუშაობს. ბაღების მონიტორინგი დოკუმენტაციის გარეშე
ხორციელდება. ბაღების დირექტორები არ წარადგენენ ანგარიშებს. ბაღებში
ძველი საწოლებია და ა.შ.
ამის შესახებ დასკვნა მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გაერთიანებას არ ჰყავს საკმარისი აღმზრდელ-მასწავლებლები და ასევე აღმზრდელის თანაშემწეები.
შიდა აუდიტის ცნობით, შემოწმებულია 2020-2022 წლების მდგომარეობა. სქემის მიხედვით, რომელიც შიდა აუდიტმა შეადგინა, საბავშვო ბაღებში აღმზრდელ-მასწავლებლებზე მეტად დასაქმებულია ,,სხვა დანარჩენი'', თუმცა ვინ იგულისხმება ,,სხვა დანარჩენში'', აუდიტს მითითებული არა აქვს.
საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ლელა გელაშვილმა ამ კითხვაზე არ გვიპასუხა. მისი თქმით, qartli.ge-ს ჟურნალისტებთან არ ისაუბრებს იმის გამო, რომ სხვა მედია საშუალებებმა დეზინფორმაცია გაავრცელეს.
,,აუდიტის მიზანი იყო შეეფასებინა ა(ა)იპ "ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანებაში" რამდენად სისტემური და მიზანმიმართული რეფორმები ხორციელდება, რათა საბავშვო ბაღებმა დააკმაყოფილონ: ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტებით" განსაზღვრული პირობები და მოთხოვნები.'' - წერია დასკვნაში.
"სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების" მართვის პროცესში გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:
1. ორგანიზაციას არ აქვს შემუშავებული დროში გაწერილი ერთიანი სტრატეგია/გეგმა;
2. ა(ა)იპ-ს არ ჰყავს საკმარისი საშტატო ერთეულები (აღმზრდელ მასწავლებლები - აღმზრდელის თანაშემწე);
3. მონიტორინგს გაერთიანება ახორციელებს დოკუმენტირების გარეშე;
4. ბაღების დირექტორები წლის ბოლოს არ წარადგენენ გაერთიანების მმართველთან განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს;
5. ზოგიერთ ბაღში შესაცვლელია საწოლები ახლით;
6. ნაწილობრივ გამოვლინდა საბავშვო წიგნებისა და სასკოლო მზაობისთვისშეძენილი წიგნების არასაკმარისი რაოდენობა ბაღებში;
7. ბაღების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა ზოგიერთი ბაღისშენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საჭიროება;
8. ზოგიერთ ბაღში გამოვლინდა მედიკამენტების შესანახად საჭიროინვენტარის შეძენის საჭიროება;
9. გამოვლინდა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრის მომსახურებისგაფართოების საჭიროება.
შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ინფორმაციის შეგროვების, დოკუმენტაციის ანალიზის აუდიტის ობიექტის თანამშრომლებთან გასაუბრებისა და მათ მუშაობაზე დაკვირვების შედეგად, შესაძლოა გამოითქვას ობიექტური მოსაზრება, რომ კონტროლის ღონისძიებებში იდენტიფიცირებულია მცირედი ხარვეზები, მიუხედავად ამისა კონტროლი შეფასებულია, როგორც შესაბამისი.
რეკომენდაციები:
- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან კონსულტაციების საფუძველზე შექმნან დროში გაწერილი ერთიანი სტრატეგია, რათა იცოდნენ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საბავშვო ბაღების სტანდარტების დაკმაყოფილების პროცესში. აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს სამოქმედო გეგმის შემუშავება. აუცილებელია სამოქმედო გეგმა იყოს თანმიმდევრული და ითვალისწინებდეს ეტაპობრივად განსახორციელებელ კონკრეტულ ქმედებებს, რათა შესაძლებელი იყოს მისი შესრულების შეფასება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის სათანადოდ წარმართვას და საბავშვო ბაღების მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
- პოზიტიური სააღმზრდელო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნის და სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა საბავშვო ბაღები უზრუნველყონ საკმარისი ადამიანური რესურსით.
- გაერთიანებამ შეიმუშავოს ჩატარებული მონიტორინგის შედეგების ასახვის ფორმა, სადაც ასახავს თითოეულ ბაღში გამოვლენილ ნაკლოვანებებსა და საჭიროებებს. აღნიშნული მონიტორინგის დასაბუთებული შედეგები ცხადყოფს თითოეული ბაღის მუშაობის ეფექტიანობას და ასევე მომავალში
ხელს შეუწყობს მათი მიზნების და ამოცანების სწორად დასახვას.
- ბაღების დირექტორებმა წლის ბოლოს მმართველთან წარადგინონ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშები, სადაც ასახული იქნება შესრულებული საქმიანობის ანალიზი, ასახული იქნება ასევე ის საჭიროებები, რომლის წინაშეც დგას კონკრეტული ბაღი.
- ვინაიდან აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრის საჭიროება წარმოიშვა, გაერთიანებას ეძლევა რეკომენდაცია, რომ სამომავლო გეგმებში, აუცილებლად მიექცეს ყურადღება ამ ცენტრის მომსახურების გაფართოებასა და კადრების მოზიდვის თემას, რათა შეძლოს გაერთიანებამ მოსახლეობას მიაწოდოს შესაბამისი მომსახურება და გადადგას მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ნაბიჯები.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |