Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,ბრალდებული ფეხმძიმე ქალს მოკვლით დაემუქრა'' - რატომ წააგო გორის პროკურატურამ პროცესი
გორის პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ 2023 წლის სექტემბერში პროცესი წააგო, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხებოდა.

დაზარალებული იყო ფეხმძიმე ქალი. ბრალდებული იყო მამაკაცი, რომელსაც ფეხმძიმე ქალის მიმართ მუქარის განხორციელებაში ედებოდა ბრალი.

სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ განმარტა, რომ სხდომაზე დაზარალებულმა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა.

,,განაჩენები უკანონოა, ვინაიდან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ მის ბრალეულობას'- ამაოდ უმტკიცებდა პროკურორი მოსამართლეს. პროკურორი ოთარ დოხნაძემ მოსამართლეებს განუმარტა, რომ:

"ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც ყველა ფაქტობრივი გარემოება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს".

პროკურორ ოთარ დოხნაძის განმარტებით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი მივიდა ყოფილ მეუღლესთან და აიძულებლდა შერიგებას. სახლში ყოფნისას ფეხი ამოარტყა ლეკვს, რაზედაც მცირეწლოვანმა ბავშვმა შენიშვნა მისცა. ბრალდებულმა ბავშვს უხეშად მიმართა, ბავშვს კი დედა გამოესარჩლა. მშობლები სხვა ოთახში გავიდნენ და იქ გაგრძელდა ჩხუბი. ბავშვები ჩვენებაში უთითებენ, რომ მათ ესმოდათ ჩხუბის და გინების ხმა.

სასამართლომ ბავშვების ჩვენებები არ ჩათვალა პირდაპირ მტკიცებულებად, რადგან სასამართლოს აზრით, ბავშვებმა ვერ დაადასტურეს ბრალდებულის მხრიდან ქალის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი.

პროკურორმა ოთარ დოხნაძემ სასამართლო სხდომაზე წარადგინა ასევე მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი. ოქმის მიხედვით, ბრალდებული ქალს ემუქრებოდა მესენჯერშიც.

,,რაც შეეხება პროკურორის მიერ წარმოდგენილ შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს. ტელეფონის შეტყობინებების ველში არის შემდეგი შინაარსის შეტყობინება - "წაიკითხე, თორე ამოვალ და გადმოგყრით ბალკონიდან ყველას". თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პირს ბრალი ედება დაზარალებულის მიმართ საცხოვრებელ სახლში განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე და არა შეტყობინების გაგზავნით მუქარის ჩადენაზე. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.'' - განაცხადა მოსამართლემ.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.