Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,2 ყუთი სიგარეტი გადააგდო მანქანიდან'' - შსს-ს აგარის განყოფილების უფროსს პატიმრობა შეუფარდეს
შიდა ქართლის შს სამმართველოს აგარის განყოფილების უფროსს სოსო გელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება რუსთავის სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

პროკურორ კონტანტინე ცაცუას განცხადებით, ბრალდებულმა მარნეულის გზაზე, დაკავებამდე ორი ყუთი უაქციზო სიგარეტი სამსახურებრივი მანქანიდან გადააგდო და მტკიცებულების მოშორება სცადა.

ცაცუას განმარტებით, საქონლის ღირებულება წიანასწარი შეფასებით 12 ათას ლარს აღწევს,  ღირებულება ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, დაზუსტდება.

კონტრაბანდული და თანაც რუსული სიგარეტი იოსებ (სოსო) გელაშვილის ავტომანქანიდან ამოიღეს. ჩხრეკის დროს ამოღებულია კალაშნიკოვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე 50-ზე მეტი ვაზნა.

აგარის განყოფილებაში შედის ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ის სოფლები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა პროკურორის განცხადებით, ეს არ ნიშნავს გამოძიებასთან თანამშრომლობას.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - იოსებ გელაშვილი გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დააკავეს.

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა დასამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.'' - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.


 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.