Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,შეაჩერეთ, სადაც შეგვხვდება, გვეძახის მონას!'' - გორის მესამე სკოლის პედაგოგები პოლიციაში ყოფილ პედაგოგს უჩივიან
გორის მესამე საჯარო სკოლის ყოფილ პედაგოგს თეა კეჩხუაშვილს მოქმედი პედაგოგები პოლიციაში უჩივიან.

როგორც თეა კეჩხუაშვილი აცხადებს, ის დაიბარეს საგამოძიებო განყოფილებაში და განუცხადეს, რომ საჩივარს ხელს 6 პედაგოგი აწერს.

საჩივრის მიხედვით, თეა კეჩხუაშვილი მათ, სკოლის გარეთ, სხვადასხვა სივრცეში შეხვედრის დროს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.

თეა კეჩხუაშვილი იხსენებს, რომ ამ პედაგოგების ნაწილს ხშირად ხვდება ქალაქში და მართლაც უზიარებს საკუთარ პოზიციას, რაც სკოლიდან მის გათავისუფლებას ეხება:

,,ამ პედაგოგებმა დირექტორის დავალებით ხელი მოაწერეს უსამართლო გადაწყვეტილებას. რეკომენდაციით მიმართეს დირექტორს, რომ მე, რომელიც ბავშვების ინტერესებს ვიცავდი, თურმე ეთიკურ ნორმებს ვარღვევ. მათ შეასრულეს დირექტორის გადაწყვეტილება და გამათავისუფლებს სამსახურიდან. ამ ხალხმა მიიღო მონური გადაწყვეტილება და ბუნებრივია, ამაზე რეაგირება მექნება. დავა მიმდინარეობს სასამართლოში და გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს'' - გვეუბნება თეა კეჩხუაშვილი.

რაც შეეხება იმ ფრაზებს, რასაც საჩივრის მიხედვით, თეა კეჩხუაშვილი მოქმედ პედაგოგებთან შეხვედრის დროს, გამოთქვამს, თეა კეჩხუაშვილი განმარტავს:

,,მე დამიბარებს საგამოძიებო განყოფილებაში. კითხვებიდან გამომდინარე მივხვდი, რასაც მედავებიან. მაგალითად, ვუთხარი თუ არა ერთ-ერთი პედაგოგს, რომ ის არის მონა. ერთ-ერთი წერს: თეა გვსაყვედურობს ჩვენ ჩადენილ უსაქციელობაზე და უთხარით რამეო. ერთმა პედაგოგმა დაწერა, რომ ქუჩაში მივესალმე და მიპასუხა, არა გრცხვენია რომ მესალმებიო. ერთ-ერთ პედაგოგს სალონში შევხვდი და ვუთხარი, თუ რატომ დამტოვა სამსახურის გარეშე და ჩემი შვილი დატოვა შემოსავლის გარეშე. იმაზეც მივანიშნე, რომ თვითონ უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა და სხვის გაჭირვებას ვერ ითავისებს. აი, ასეთ საქმეზე მიჩივლეს პოლიციაში'' - აცხადებს თეა კეჩხუაშვილი.

საჩივარს ხელს აწერს ასევე ერთ-ერთი პედაგოგი, რომელსაც თეა კეჩხუაშვილი გათავისუფლების შემდეგ, არ შეხვედრია, თუმცა მაინც უჩივლა:

,,ვურეკავ და ვეკითხები: გოგო, შენ რამ წავიყვანა პოლიციაში, შენთვის ხომ არაფერი არასოდეს არ მითქვამს-მეთქი? პასუხი ასეთი იყო: იმიტომ წავედი, რომ შეხვედრის დროს მონა რომ არ დამიძახოოო" - აცხადებს თეა კეჩხუაშვილი.

ჩვენ დავუკავშირდით იმ პედაგოგს, რომელმაც, პრევენციის მიზნით, პოლიციაში იჩივლა. მან გვითხრა, რომ ამ საქმეზე დუმილის უფლებას იყენებს.

შეგახსენებთ, თეა კეჩხუაშვილი, რომელიც სპორტის მასწავლებელი იყო მესამე სკოლაში, 2022 წლის ნოემბერში სამსახურიდან გაათავისუფლეს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.