Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ფლავის სკოლამ გაიმარჯვა ,,ორბელიანი მეტის'' იდეების კონკურსში
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის, ფლავის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა ,,ორბელიანი მეტის'' იდეების კონკურსში.

პედაგოგ თეა ხუროშვილის ცნობით, ,,ცოდნის კუთხის" მოსაწყობად 70% იანი დაფინანსება USAID - სგან მიიღეს.

დარჩენილი 30% ანუ 1800 ლარი crowdfunding -ით, სახალხო დაფინანსებით უნდა შეგროვდეს.

,,მე ვარ მასწავლებელი, რომელიც ვასწავლი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლაში. სოფლის სკოლაში, რომლის ფანჯრებიდანაც ჩანს ახლად აღმართული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, მავთულხლართები .... სოფელში, რომელშიც ხშირად ისმის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ადამიანების შესახებ ისტორიები. სკოლაში, რომლის მოსწავლეების თვალებში, სოციალურ პრობლემებთან ერთად, ხვალინდელი დღის შიში და დაძაბულობა გამოსჭვივის. სანამ ადგილზე არ მოხვდები, ძნელია გააცნობიერო როგორია ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან, რას ნიშნავს, ცხოვრობდე კონფლიქტის ზონაში.'' - ასე იწყებს მიმართვას თეა ხუროშვილი იმ მოქალაქეებისადმი, რომელთაც შეუძლიათ დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღონ.

,,მასწავლებლებს დიდი მისია გვაკისრია, რათა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების, სწავლა-განვითარებას ასეთ გარემოში. გარემოში, რომლის მწირი მატერიალურ ტექნიკური ბაზა, წარმოადგენს სირთულეს ყველა მოსწავლის სრულყოფილად სასწავლო და კლასგარეშე აქტივობებში ჩასართავად. აქედან გამომდინარე, მიზნად დავისახე სკოლაში არსებული აუთვისებელი მყუდრო სივრცის ,,ცოდნის კუთხის" მოწყობა/აღჭურვა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და არაფორმალური განათლების პოპულარიზაციისთვის. ,, ცოდნის კუთხე" ნამდვილად გახდება ჩვენი მოსწავლეებისთვის მიმზიდველი, მათივე პროდუქტიულობისა და პოტენციალის რეალიზებისათვის საუკეთესო ადგილი.'' - აღნიშნავს პედაგოგი.

,,ცოდნის კუთხე'' მორგებული იქნება მოსწავლეების სურვილებსა და საჭიროებებს. აქ შეძლებენ განახორციელონ ისეთი აქტივობები, როგორებიცაა: ტრენინგები არაფორმალური განათლების მეთოდებით, სამაგიდო თამაშები, უცხო ენის სასაუბრო კლუბი, კინო კლუბი და სხვა... მოიწვიონ და უმასპინძლონ სხვადასხვა დარგის სტუმრებს, მოისმინონ და განიხილონ მათთვის საინტერესო თემები.

იმ მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ იდეის განხორციელებაში, უნდა გადავიდნენ  მოცემულ ლინკზე და მხარი დაუჭირე ჩვენ იდეას, უკეთესი საგანმანათლებლო სივრცის შექმნაში.

https://orbelianimeti.ge/.../%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%95.../
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.