Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
უკრაინული მხარის ცნობით, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა რუსეთში 69 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანეს
უკრაინის მხარის ცნობით, ვახტანგ კარიჭაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა რუსეთში, 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის სექტემბრამდე 69 მლნ დოლრის ღირებულების საქონელი გაიტანეს.

ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა ,,ომი და სანქციები'' აქვეყნებს. ამავე მასალის მიხედვით, სანქცირებულია ვატანგ კარიჭაშვილის კომპანია ,,ბოლერო და კომპანია'', რომელსაც რუსეთში ძირითადად ალკოჰოლური სასმელების ექსპორტ ეწევა.

ვახტანგ კარიჭაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავიდანაა. მისი ინიციატივით გორში ბოლო პერიოდში აშენდა ,,გორი ინნ'' და რესტორანი ,,ცირკი''

,,კომპანიების ჯგუფის მფლობელია ვახტანგი კარიჭაშვილი, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მინიმუმ 14 ქართული კომპანიის დამფუძნებელი და ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია“, - ვკითხულობთ უკრაინულ პორტალზე „ომი და სანქციები“.

უკრაინულ საიტზე აღნიშნულია, რომ ვახტანგ კარიჭაშვილის კონტროლირებული კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს პროდუქციის რუსულ ბაზარზე გაყიდვა.

,,სწორედ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიების ჯგუფი - შპს Bolero & Company, არის აგრესორ ქვეყანაში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი, რომელიც აგრძელებს მიწოდების მოცულობის გაზრდას რუსეთსა და რუსულ კომპანიებში, რომლებსაც სანქცირებული სუბიექტები აკონტროლებენ.'' - წერია საიტზე.

კონკრეულად, ამავე წყაროს ცნობით, კომპანია BOLERO & COMPANY LTD-მ, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე, რუსეთში 35,9 მილიონი აშშ დოლარის საქონელი გაიტანა. ღვინის მიმღები რუსული კომპანიები იყვნენ:

შპს Лудинг-Трейд , რომელიც დაკავშირებულია საკონტროლო ურთიერთობებით შპს Лудинг-Симферополь-თან.

შპს Логистика Альтернатива აკონტროლებს შპს PJSC Магнит, ხოლო Магнит-ის მთავარი აქციონერი (29.2% აქციები) სანქცირებული ალექსანდრე ვინოკუროვია. რომელიც Marathon Group-ის მთავარი აქციონერი და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძეა.

შპს GVMT GROUP-მა 01.01.2022-დან 30.09.2023 წლამდე - რუსეთში 27,2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საქონელი გაიტანა. ერთ-ერთი რუსული კონტრაგენტია:

Бристоль Ритейл Логистикс, რომლის დამფუძნებელია შპს Меркурий Ритейл Холдинг, რომელიც თავის მხრივ ასოცირდება სანქცირებულ პირებთან იგორ კესაევთან და სერგეი კაციევთან.

შპს GRUZVINPROM-მა 01/01/2022-დან 30/09/2023-მდე პერიოდში - 5,7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საქონელი გაიტანა რუსეთში.

ზოგადად, ვახტანგ კარიჭაშვილის მიერ კონტროლირებად კომპანიათა ჯგუფმა რუსეთში 69 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა 01.01.2022 წლიდან 30.09.2023 წლამდე.

,,ამრიგად, კომპანიების ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს შპს Bolero & Company, აგრძელებს რუსეთის ეკონომიკის აქტიურ მხარდაჭერას და, შესაბამისად, აფინანსებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ; კომპანიის მენეჯმენტისგან არ ყოფილა რუსეთის ომის უკრაინის წინააღმდეგ დაგმობის მცდელობა“, - ნათქვამია უკრაინულ პორტალზე.უკრაინული მხარის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე ვახტანგ კარიჭაშვილს და მის კომპანიებს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.