Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ჩემი და შენი სახლი – საყავრე / VIDEO/


თამარ ხაბალაშვილი სოფელ საყავრეში დაიბადა და გაიზარდა. მასთან ერთად სოფელში ვიზიტს დიდი ხანია ვგეგმავდით. თან წინასწარ ვამოწმებდით ხოლმე ამინდის პროგნოზს. წინა ღამით კოკისპირულად წვიმდა. საყავრეში მეორე დილით უნდა წავსულიყავით. თუმცა, სოფელში ვიზიტის გაუქმების შიში არ გაგვჩენია, რადგან ჩვენს მძღოლს ამ ხეობაში სწორედ ცუდ ამინდებში, თოვლსა და წვიმაში უყვარს სიარული, როგორც ,,ოფროუდ ჯგუფის"" ყველა წევრს.

,,აი, ასე, ამინდმაც კი გვაცალა"" - გვითხრა თამარმა, როდესაც ის თბილისიდან გორში ბიძაშვილთან ერთად დილით ჩამოვიდა. დილით ქარს უკვე ღრუბლები აქეთ-იქით მიმოეფანტა: გავუდექით გზას თეძმის ხეობისაკენ. სოფელი საყავრე სწორედ ამ ხეობაში მდებარეობს.

,,ძალიან მინდა გაჩვენოთ ის არაჩვეულებრივი გარემო. მინდა, რომ სიცოცხლის დარჩენილ წლებში იქ ხშირად ავიდე ხოლმე"", - გვიყვება თამარი.



საყავრე თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. გზა ხოვლიდან მიდის. აქ 1990-იან წლებამდე ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ.

არქივში დაცული ცნობის მიხედვით და საკომლო ჩანაწერებით, 1985-1990 წლებში 98 ადამიანი ცხოვრობდა – ხაბალაშვილები, გურწიშვილები, აბაევები, ბესთავაშვილები, ქოზაშვილები, საკაშვილები, ჯუკაშვილები, ბიქოშვილები, ბოლოთაშვილები, გაბარაშვილები, გაზაშვილები, ქუძეშვილები, გაგლოშვილები, მუზიაშვილები, ყაჩლავაშვილები, ყულუმბეგაშვილები, ფარნიაშვილები და ერთი ადამიანი – ჩიტაია.



,,რატომ ჰქვია საყავრე? - იკითხა მძღოლმა, რომელმაც გზა ზეპირად იცოდა: ,,აქ აკეთებდნენ ყავარს"" - ამბობს თამარი.

,,ხის დამუშავების ხალხური წესების"" მიხედვით, რომელიც 1962 წელს დ. გასიტაშვილმა წიგნად გამოსცა, წერია:

,,ყავარი არის ხისგან დამზადებული ("გამოხდილი") ფიცრები, სახლის ან რაიმე ნაგებობის დასახურავი. საყავრედ საუკეთესოა ნაძვი. მშრალ ხეს დამორავდნენ, გაჭრიდნენ ოთხად, ნაოთხალს კიდევ ოთხად გაჭრიდნენ და მიიღებდნენ "ბელეშს". ბელეშს ფეხზე დააყენებდნენ, ნაჯახით გაუკეთებდნენ პირს, სადაც ჩადებდნენ საყავრე დანას, დაარტყამდნენ ხვედას, თან დანას დააწვებიან, მიყოლებენ ხელს და აყრიან ფურცელს. ყავრის სიგრძე 1.5 არშინია, სიგანე ერთი ციდა, სისქე - ნეკა თითი. ერთი ყავარს "ფთა" ერქვა. ასი ფთა ყავარი ერთი კონაა.""

ხოვლე გავიარეთ. გზა ნელ-ნელა გაუვალი ხდება. აქ ჩვეულებრივი მანქანით ალბათ ვერასდროს შეძლებს ვინმე ამოსვლას. მძღოლმა მოულოდნელად გზას გადაუხვია:

,,არა, არა, იქ არ გაიაროთ, კლდიანია, საშიშია. ეგ ჩვენი სოფლის ძველი გზაა"" - მოულოდნელად შესძახა თამარმა მძღოლს. ,,კლდეკარში"" უფრო იოლად გავიარეთ, ვიდრე ტყის მანქანებით დახრამულ გზაზე. თამარმა გვაჩვენა ფოტო, თუ როგორ გამოიყურებოდა ,,კლდეკარი"", იმ დროს, როდესაც მამამისი სატვირთო მანქანაზე მუშაობდა.



რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ჩვენს თვალწინ გადაიშალა ათეულობით ჰექტარზე გაშენებული ფიჭვის ტყე:

,,ეს ტყე ხელოვნურად არის გაშენებული. ჩემს ბავშვობაში იყო სატყეო, რომელსაც გამოჰყავდა ნერგები. მაშინ გააშენეს ტყე. ჩვენც გვაქვს მონაწილეობა მიღებული ნერგების დარგვაში. აგერ, ის ახალგაზრდა ტყე რომ ჩანს, მანდ მე და ჩემმა ძმამ დავრგეთ.. მაგ ადგილს ახლაც სოსოს ტყეს ეძახიან"" - გვიყვება თამარი.



ტყე დამთავრდა და გამოჩნდა სოფელი, უფრო სწორად, სოფლის ნანგრევები. ძალიან დიდ სივრცეზე ჩანდა ნასახლარები. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენს წინ აღმოჩნდა ძალიან დიდი სოფლის ნანგრევები. ასეთი დიდი, ფართოდ გაშლილი სოფლის ნაკვალები არც ერთ ხეობაში არ გვინახავს.

,,ამ ადგილს ეძახდნენ პარიზს. აქ ყველანაირი პირობა იყო ადამიანისთვის. იყო სკოლა, ბიბლიოთეკა, კლუბი. იმდენად ძლიერი სოფელი იყო, რომ დასასვენებლადაც ამოდიოდნენ. კომუნისტების ბოლო პერიოდში, პიონერთა ბანაკიც უნდა აეშენებინათ. აქედან სოფელ დიდთავამდე საბაგიროც უნდა გაკეთებინათ, მაგრამ ხედავთ, რაც მოხდა."" - ამბობს თამარი.

1990-იანი წლების დასაწყისში ქართულ-ოსური კონფლიქტი დაიწყო. სოფელი ეთნიკურმა ოსებმა იძულებით დატოვეს და ვლადიკავკაზში წავიდნენ. თამარმა, პირველ რიგში, თავის ძველ სახლთან მიგვიყვანა. იქ დაგხვდნენ ფერმერები, ძირითადად, ქალები. ნელი და ფატიმა თითქმის 30 წელია აქ ცხოვრობენ და ფერმერულ მეურნეობას მისდევენ. სტუმრები და მასპინძლები ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ,,ამათ გადაარჩინეს ჩემი სახლი დანგრევას"" - გვითხრა თამარმა და ნელი გაგვაცნო.

ნელი ყურაშვილისოფელ ხოვლიდანაა. კომუნისტების დროს, კასპში, მეფუტკრეობის მეურნეობაში მუშაობდა. 1999 წელს გადაწყვიტა საყავრის ტერიტორიაზე ფუტკარი მოემრავლებინა. ხოვლიდან სკები საყავრეში ამოიტანა, შემდეგ მიტოვებულ ნასახლარების მიწებზე მოსავლის მოყვანა დაიწყო.

სოფელში დაგვხვდა ასევე ფატიმა ლელაშვილი. მისი მეორე გვარია – გურწიშვილი. ფატიმაც წარმოშობით საყავრიდანაა და ხოვლეში იყო გათხოვილი: ,,30 წლის წინ ქმარი გამიხდა ავად. ფილტვები აწუხებდა. ექიმებმა მითხრეს, რომ სუფთა ჰაერი სჭირდებაო, დიდხანს ვერ იცოცხლებსო. აქ ამოვიყვანე და აქ დავიწყე ცხოვრება. 11 წელი აქ ვაცხოვრე"" - გვითხრა ფატიმა ლელაშვილმა.

როგორც ფატიმა ამბობს, სოფელ საყავრეში ამჟამად 5 ქალი ფერმერი, თავიანთი ოჯახებით, ცხოვრობს. ნელიმ წინასწარ იცოდა ჩვენი სტუმრობის ამბავი. სუფრა ჰქონდა გაშლილი და გამასპინძლების გარეშე არ გამოგვიშვა.

შემდეგ ნასახლარები დავათვალიერეთ, ასევე, სასაფლაო, ის ადგილები, სადაც კალო იყო.

,,დიდი ქვებით არის აშენებული სახლები, თან სახლები ძალიან დიდები ჩანს. მართლა, ძლიერი სოფელი ყოფილა"" - გავუზიარეთ ჩვენი შთაბეჭდილებაც.

,,ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობდა. ჰყავდათ საქონელი, ცხვარი, მოჰყავდათ ყველაფერი. ერთ შაბათს რომ ჩავიდოდნენ გორში ბაზრობაზე, მიჰყავდათ გასაყიდად ყველაფერი. იყიდებოდა საყავრის საქონელი ძალიან კარგად. შემოსავალიც ჰქონდათ და იმის საშუალებაც, რომ კარგად ეცხოვრათ. ასე იყო დანარჩენი სოფლებიც გარშემო."" - გვიყვება თამარი.

წამოსვლისას თამარმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ნელის და მის მეუღლეს, რომ მისი სახლი დანგრევას და გაცამტვერებას გადაარჩინეს:

,,მე მადლიერი ვარ თქვენი. მე მინდა, რომ ხშირად ამოვიდე ხოლმე, შეიძლება პატარა კოტეჯიც ჩავდგა სადმე, რომ დასარჩენი მქონდეს. რაც უნდა მოხდეს, თქვენც მაინც იცხოვრებთ ამ სახლში. მე ასე მსურს და ასეა საჭირო""- უთხრა თამარმა ნელის. უკან დაბრუნებისას ისე ფიჭვნარი გამოვიარეთ, ახლა უფრო დაკვირვებით შევხედეთ ხელოვნურად გაშენებულ ტყეს, რომელიც 1990-იანი წლებს, გაჩეხისგან გადაურჩა. ამ გადარჩენის შემდეგ საყავრის ფიჭვნარს მომავალში განვითარება ეკუთვნის.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.