Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
აძვის ეკლესია, სადაც რუსმა სამხედროებმა 3 მოქალაქე ,,გიორგობის'' დღესასწაულზე დააკავეს
აძვის წმინდა გიორგის ეკლესიიდან 3 მოქალაქე რუსმა სამხედროებმა,,გიორგობის'' დღეს დააკავეს. დაკავებულები არიან ხვიჩა და დიმიტრი კორინთელები, ასევე გიორგი მელაძე.

დაკავების შემდეგ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის შემდეგ, 25 ნოემბერს გაავრცელა.

კორინთელების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბიჭები ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე სანთლების ასანთებად წავიდნენ, ასევე ეკლესიისთვის შეწირული მამალი წაიყვანეს.

,,მამალი ჰქონდა შეთქმული და იქ უნდა გაეშვა. მითხრა, ავალთ და მალე ჩამოვალთო. რომ აღარ გამოჩნდნენ, მოვიკითხეთ და შემდეგ გავიგეთ, რომ დაკავებულები არიან,'' - ამბობს დაკავებულის ბებია.

ოჯახის წევრების თქმით, ცხინვალის რაიონში მცხოვრებმა ნათესავებმა დაკავებულები მოინახულეს, რომლებმაც აცნობეს, რომ დაკავების დროს, რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ხოლო დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკაკმაყოფილებელია.

აძვის წმინდა გიორგის ეკლესიასთან რუსეთის სამხედროებმა ბანერი 2014 წელს აღმართეს, სამლოცველო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. მერვე-მეცხრე საუკუნეებით დათარიღებული ეკლესია წმინდა მუხის ტყეში დგას.

2015 და 2017 წლებში, გორის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, მრევლთან ერთად, სამლოცველოში წირვის ჩატარების უფლება მიიღო. წირვა ჩაატარეს 2015 და 2017 წლებში, 6 მაისს.

მომდევნო წელს, 2018 წელს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა ორი დღით ადრე, 4 მაისს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით, აძვის ეკლესიაში იგეგმებოდა მლოცველების ასვლა, რაც პროვოკაციად ჩაითვლებოდა.

მლოცველების თხოვნის შესახებ, 2018 წლის 4 მაისს თბილისმა ცხინვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით აცნობა.

"იმავე დღეს სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ თბილისს და ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობა, რომ საქართველოს მოსახლეობისა და მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების მიერ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა და არასანქცირებული აქციების ჩატარება მიუღებელია", – ნათქვამია ცხინვალის უშიშროების სამსახურის პრესრელიზში.

საბოლოოდ, 2018 წელს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ, მართლმადიდებლურ სამლოცველოში მისვლისა და წირვის ჩატარების შესახებ თხოვნა არ დააკმაყოფილა.

ფოტოები: 2017 წლის 6 მაისი, გორის ეპარქიის მლოცველები აძვის სალოცავში

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.