Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის სასამართლომ გამოძალვის ფაქტზე დაკავებული ვანო ღვინიაშვილი გაამართლა - მკვლელობის საქმე
ვანო ღვინიაშვილი, რომელიც ავტომანქანაში ჩაცხრილეს, შემდეგ დაჭრილი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ, ფულის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს, სასამართლომ გაამართლა.

ადვოკატ ნინო შავშიშვილის ცნობით, ბრალდებული ვანო ღვნიაშვილი სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს.

2023 წლის 28 თებერვალს ავტომანქანაში ვანო ღვინიაშვილი კიდევ ერთ პიროვნებასთან, ირაკლი კობერიძესთან ერთად, იმყოფებოდა. კობერიძე ადგილზე დაიღუპა.

ვანო ღვინიაშვილისა და ირაკლი კობერიძეს ცეცხსასროლი იარაღიდან ცეცხლი ავტოსახელოსნოს მფლობელმა, სადგურის დასახლებაში მცხოვრებმა ნიკა საბაშვილმა გაუხსნა.

ნიკა საბაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატები ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მოტივად ასახელებდნენ, სწორედ, გამოძალვის შემთხვევას.

,,დასრულდა სასამართლო სხდომა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, ვანო ღვინიაშვილის სასარგებლოდ. წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. საქმის განხილვის დროს. გამოიკვეთა, რომ მას არანაირი გამოძალვა არ ჩაუდენია, არც მას და არც იმ გარდაცვლილ ბიჭს, ბუნებრივია'' - გვითხრა ნინო შავშვილმა, ადვოკატმა.

გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა გამოაცხადა. პროკურატურა, სავარაუდოდ, განაჩენს გაასაჩივრებს.

შეგახსნებთ, შსს-ს ცნობით, 2023 წლის 28 თებერვალს, გორში, ურთიერთდაპირისპირებისას, ნიკა საბაშვილმა 1990 წელს დაბადებულ ირაკლი კობერიძე და 1996 წელს დაბადებული ვანო ღვინიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული ჭრილობების შედეგად, კობერიძე დაიღუპა, ხოლო ღვინიაშვილი დაიჭრა.

იხ. ამავე თემაზე:

სასამართლოში ხელოსნები დაკითხეს / მკვლელობის საქმეზე

გორში სადგურის დასახლებაში მომხდარ მკვლელობის საქმეზე პოლიციელები დაკითხეს

ვერსიები სადგურის დასახლებაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე


 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.