Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ბავშვი, რომელიც გორის კერძო სკოლის მზაობის ჯგუფიდან ბაღში დააბრუნეს, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა
2023 წლის შემოდგომით, 5 წლამდე ასაკის ბავშვი კერძო სკოლის მზაობის
ჯგუფიდან გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დააბრუნეს. მას შემდეგ,
სკოლასთან მიახლოებისას ბავშვი სკოლის ეზოში ფოტოს გადაღებას, ხოლო იმ
გარემოში დიდხანს ყოფნას ითხოვდა. საბავშვო ბაღში კი მოწყენილი
იყო.
როგორც დედა ამბობს, ბავშვმა სკოლაში სულ რაღაც თვენახევარი იარა. ეს პერიოდი კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სკოლა მისთვის სასურველი და საყვარელი ადგილი გამხდარიყო. ადამიანებს უკვე ,,მასწით"" მიმართავდა. მზაობის ჯგუფი კი, რომელიც ბავშვს ენატრებოდა, მეცნიერებათა სკოლაშია გახსნილი.
რა მოხდა?
,,ჩემი შვილი გამოუშვეს გორის მეცნიერებათა სკოლიდან. ბავშვი, რომელიც გარემოებების ცვლილებას რთულად იტანს და გამოხატვის პროტესტი თავისებური აქვს. გამოყვანისას, ქალბატონმა ეკატერინე სუხიშვილმა გამოსავალი მხოლოდ იმაში დაინახა, რომ ჯობდა ბაღში დაბრუნებულიყო ისევ ბავშვი და დედას მიეხედა მისთვის სათანადოდ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კულტურულად ახსნ) და არც შეეცადა იმას, რომ პედაგოგთან ერთად ეძებნა ისეთი გამოსავალი, რაც ბავშვის ფსიქიკის და განვითარებისთვის საუკეთესო იქნებოდა. თუნდაც სპეც მასწავლებლოს შეთავაზება, ან უბრალოდ გარკვეული პერიოდით მოცდა. ამ ყველაფრის შემდეგ ბავშვი უარესად დაისტრესა, როცა უკან, საჯარო ბაღში დაბრუნება მოხდა. ადამიანებს მიმართავდა სიტყვა ,,მასწით", ეს იქ ისწავლა და მოსწონდა ეს გამოთქმა, ასევე მოსწონდა სკოლის ეზო და გარემო და ყოველდღე სკოლას რომ უახლოვდებოდა, ითხოვდა იმ გარემოში სურათის გადაღებას და კიდევ ბევრი სხვ რამ, რაც ბავშვისთვის დადებით ემოციას ემსახურებოდა თვე და ერთი კვირის განმავლობაში სიარულის პერიოდში გამოწვეულს. დავისტრესეთ მეც და ბავშვიც" - გვითხრა დედამ.
ბავშვის მშობელი აცხადებს, რომ მისი შვილი სკოლის დირექტორმა სიტყვიერად გამოუშვა სასკოლო მზაობის ჯგუფიდანნ:
,,შემდეგ მივიღე შეტყობინება, რომ სკოლაში მივსულიყავი და თავად დამეწერა განცხადება ბავშვის სასკოლო მზაობიდან გამოყვანის თაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავით მეც და ჩემი შვილიც, იქ არანაირი განცხადების დასაწერად არ მივბრუნდებოდი. ასე დამცირებულად თავი არასდროს მიგვრძნია, საშემოდგომო ღონისძიების დღეს რომ დაგიბარებს სკოლოს დირექტორი, ბავშვს გამოგატანს და გეტყვის იმას, რომ თუ გინდათ ამ თვის ბოლომდე იაროს თქვენმა შვილმა, რადგან იმ თვის თანხა გადახდილი გვქონდა.ბავშვი შუა სასწავლო წელს გარეთ დამიტოვა.''
გორის მეცნიერებათა სკოლის ხელმძღვანელის, ეკატერინე სუხიშვილის განცხადებით, ბავშვი ამ დრომდე ირიცხება სკოლის მზაობის ჯგუფში.
,,ბავშვი სკოლაში ჩარიცხულია მზაობის ჯგუფში.იმის გათვალისწინებით, რომ სკოლაში მზაობის ჯგუფში სწავლა ფასიანია და წერილში დასახელებულ ბავშვთან ურთიერთობა, მზაობის ჯგუფის მასწავლებლების დაკვირვებით, მოითხოვდა დამატებით ინდივიდუალურ მუშაობას, სკოლის ადმინისტრაციის და ჯგუფის მასწავლებლების მიერ მშობელს ეცნობა აღნიშნულის თაობაზე. ბავშვი დღემდე ირიცხება სკოლის მზაობის ჯგუფში და ის არ ამორიცხულა ჯგუფიდან. ამორიცხვა შესაძლებელია მხოლოდ მშობლის პირადი განცხადების საფუძველზე. მშობელს დღემდე განცხადებით არ მოუმართავს."" - აღნიშნავს ეკატერინე სუხიშვილი.
სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მზაობის ჯგუფიდან ბავშვი არ გაუშვიათ:
,,ვფიქრობთ, მშობლის განცხადება იმის თაობაზე, რომ ვითომ მისი შვილი მზაობის ჯგუფიდან გაუშვეს და ამის გამო აღმოჩნდა საჯარო საბავშვო ბაღში, არის სრული დეზინფორმცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს სკოლის იმიჯის შელახვას." - აცხადებს სკოლის დირექტორი.
ფეისბუქპოსტი
იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი მზაობის ჯგუფიდან საბავშვო ბაღში დააბრუნეს, მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა გამოაქვეყნა პოსტი ასეთი შინაარსით: ,,ბავშვის გონებრივი მდგომარეობა, ხშირ შემთხვევაში გენეტიკურია, ამიტომ როცა პრეტენზიები გაქვთ თქვენს შვილებთან და ითხოვთ მისგან სასწაულებს, გაიხსენეთ, როგორი ბავშვები იყავით თქვენ.''
ბავშვის მშობლისთვის ეს განცხადება ცნობილი გახდა. ამიტომ, დედა ფიქრობს, რომ პოსტი იმ ინციდენტის გამოძახილი იყო, რომელიც საბოლოოდ სკოლის მზაობის ჯგუფიდან მისი შვილის გადაყვანით დამთავრდა.
სკოლის დირექტორმა გვითხრა, რომ: ,,ჩემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი აზრი, ნებისმიერ საკითხზე. ეს კონკრეტული პოსტიც დაწერილია ზოგად კონტექსტში და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის მიმართ.'' - აცხადებს სკოლის დირექტორი ეკატერინე სუხიშვილი.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |