Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
მასწავლებელთა კონკურსში "ფინანსური განათლება სკოლაში" ფინალისტები გამოავლინეს
მასწავლებელთა კონკურსის - "ფინანსური განათლება სკოლაში" ფარგლებში მიღებული ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა და კონკურსის პირობების თანახმად, 20 ფინალისტი გამოავლინა. ფინალისტებს შორის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგი მიმოზა ღოლიჯაშვილი მოხვდა.

ფინალისტების სია:

- ბაია მაჩიტიძე - სსიპ ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლა
- დავით ჯანდიერი - სსიპ ქალაქ თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა / სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა
- თამარ ჩაგელიშვილი - სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლა
- თამუნა მაჭარაშვილი - სსიპ გრიგოლ კობახიძის სახელობის ქ. თბილისის N77 საჯარო სკოლა
- თეა მაღალდაძე - სსიპ ქ. რუსთავის N28 საჯარო სკოლა
- იზოლდა ტატურაშვილი - სსიპ ქ. საგარეჯოს ნუგზარ ჭანტურიას სახელობის N2 საჯარო სკოლა
- ინგა გოგალაძე - სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლა
- ირმა ლურსმანაშვილი-ბაკურაძე - სკოლა "პრომეთე"
- მაია კაკაურიძე - სსიპ ქ. თბილისის №166 საჯარო სკოლა
- მანანა მჭედლიშვილი - სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლა
- მარიამ ბოლქვაძე - შპს ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა "პროგრესი"
- მზია შევარდნაძე - სსიპ ქ. ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა
- მიმოზა ღოლიჯაშვილი - სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა
- ნანა კუპრეიშვილი - ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი"
- ნანული შეყლაშვილი - სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლა
- ნესტან კუბლაშვილი - სსიპ ქ. თბილისის N172 საჯარო სკოლა
- ნინო კახნიაშვილი - სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლა
- ნინო მაჩხანელი - სსიპ ქ. მცხეთის N1 საჯარო სკოლა
- ფიქრია ხაჭაპურიძე - სსიპ ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლა
- ქეთევან ქიტესაშვილი - სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა / სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N1 საჯარო სკოლა

ფინალისტები საკუთარ ნამუშევრებს ფინალურ ღონისძიებაზე, 24 იანვარს წარუდგენენ ჟიურის, სადაც გამარჯვებულები და ასევე, სპეციალური პრიზის მფლობელებიც გამოვლინდებიან. კონკურსანტებს ფინალური ღონისძიების შესახებ დამატებითი დეტალები, ელექტრონულ ფოსტაზე მიეწოდებათ.

კონკურსის ფარგლებში ნამუშევრების მიღება 2023 წლის 12 ივნისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეეძლო.

კონკურსის მიზანი მასწავლებელთა ფინანსური განათლების საკითხებით უფრო მეტად დაინტერესება და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნაა, რაც მოსწავლეებში ამ საკითხების სწავლების პროცესის ეფექტურობას შეუწყობს ხელს.

კონკურსი ტარდება საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ (www.finedu.gov.ge), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, ასევე, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, სს "საქართველოს ბანკის", სს "თიბისი ბანკის", სს "ბაზისბანკის", სს "ლიბერთი ბანკის", სს "კრედო ბანკის", სს "პსპ დაზღვევის" და სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის" ჩართულობითა და მხარდაჭერით.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.