Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
სასამართლომ გორში 30 წლის წინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი განიხილა
უზენაესი სასამართლოს ცნობით, ბრალდებული, რომელიც 30 წლის მანძილზე
იძებნებოდა, გამართლდა. შიდა ქართლის პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა
პროცესი წააგო.
გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოქვეყნდა, რითაც საბოლოოდ ცნობილი ხდება 1994 წელს გორის ცენტრში მომხდარი დაპირისპირების გარკვეული დეტალები.
პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა გვითხრა, რომ ბრალდებულმა, 30 წლის შემდეგ, ადვოკატის მეშვეობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გამართლება. სასამართლომ ბრალდებულის დასწრების გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე.
საქმე 1994 წელს მომხდარ დაპირისპირებას ეხება, რა დროსაც გორის ცენტრში ერთმანეთს ნაცნობები – სპორტსმენები (მოჭიდავეები) დაუპირისპირდნენ.
თავდასხმაში, პროკურატურის მონაცემებით, 5 პირი მონაწილეობდა. ამჯერად, მხოლოდ ერთი ბრალდებულის საქმე განიხილეს. დანარჩენებს რა ბედი ეწიათ, ეს პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა არ იცის.
,,შეიძლება სხვა პროკურორებმა განიხილეს, არ ვიცი მათ მიმართ რა მოხდა, გაასამართლეს, მოიხადეს სასჯელი თუ რა, ეს არ ვიცი" - გვითხრა მან.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ერთ-ერთი ბრალდებული ზ.რ-ე, სხვა პირებთან ერთად, თეატრის ეზოში თავს დაესხა რამდენიმე ადამიანს. თავდასხმის დროს გამოყენებული იყო როგორც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე ხელყუმბარები. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.
შემთხვევა 1994 წლის 8 მაისს გორში მოხდა. დაპირისპირება ჯერ თეატრის ეზოში დაიწყო, შემდეგ 100 მეტრის მოშორებით, ბარათაშვილის ძეგლის მიმართულებით გაგრძელდა. როგორც პროკურორი აღნიშნავს, სიკვდილს გადაურჩნენ გამვლელები. ხოლო ის ადამიანები, ვის მიმართაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ, ხეებს ამოეფარნენ.
პროკურორის განცხადებით, 1994 წლის წლის 8 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ზ. რ–ე სათანადო ნებართვის გარეშე უკანონოდ შეძენილი ,,კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატური ცეცხლასასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით იყო შეიარაღებული. მასთან ერთად იმყოფებოდნენ: კ.ი; ა.ა; ლ.ა და მ.ხ.
,,ისინი შეიარაღებულნი იყვნენ ავტომატური და ,,მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებითა და საბრძოლო ვაზნებით, ასევე ,,ფ-1" ტიპის ერთი და ,,რგდ-2" ტიპის ორი საბრძოლო ხელყუმბარით, რაც უკანონოდ და სათანადო ნებართვის გარეშე ჰქონდათ შეძენილი, შენახული და ასევე - უკანონოდ და სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდნენ."" - აღნიშნა პროკურორმა.
აღნიშნული შეიარაღებული პირები – პროკურორს ცნობით, - ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ლ.ა-ს კუთვნილი ,,ვაზ-2107" მარკის ავტომანქანით მივიდნენ ქალაქ გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე:
,,სადაც იყვნენ მათი ნაცნობები: მ. ჯ–ე, გ. ჯ–ე, ა. მ–ე და ჯ. ქ–ი, რომლებთანაც გააჩერეს ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოვიდნენ კ. ი–ე და მ. ხ–ი და რამდენიმე წუთით გაესაუბრნენ ადგილზე მყოფებს, რის შემდეგაც ისევ ჩასხდნენ ავტომანქანაში და სხვებთან ერთად ჭავჭავაძის ქუჩით წავიდნენ გორის აგრარული ბაზრის მიმართულებით."" - აღნიშნულია პროკურორის სიტყვაში.
ამის შემდეგ, პროკურორის განცხადებით, ისინი მობრუნდნენ, ზ. რ–მ და კ. ი–მ,,კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან დაუწყეს სროლა მ. ჯ–ს, გ. ჯ–ს, ა. მ–სა და ჯ. ქ–ს, დანარჩენებმა კი ხელყუმბარები ისროლეს, რითაც ასევე -საფრთხე შეუქმნეს მრავალი პირის სიცოცხლეს.
,,ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთს, რის შედეგადაც ქუჩაში შეწყდა მოძრაობა, შეშინებული მოქალაქეები გაიქცნენ და მიიმალნენ."" - უხსნიდა პროკურორი მოსამართლეს.
გორის სასამართლომ ბრალდებული ზ.რ. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა, რადგან პროკურორის მიერ წარდგენილი მოწმეთა ჩვენებები არაფრისმთქმელი იყო:
,,ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან: მოწმეების ჩვენებები, რომლებიც არ შესწრებიან იმ ქმედებებს, რომელთა ჩადენასაც ბრალდების მხარე ედავებოდა ზ. რ–სეს, მისი ბრალეულობის საკითხის გამოსარკვევად ვერ გამოდგება, ხოლო ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც შეესწრო შემთხვევას, - არაფრისმთქმელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ იგი შეესწრო შეიარაღებულ თავდასხმას და დაინახა, როგორ დაიჭრა ერთ-ერთი პირი, ინციდენტის მონაწილეთაგან მას არავინ ამოუცნია"" - წერია სასამართლო გადაწყვეტილებაში.
უზენაესი სასამართლოს გამამართლებელ გადაწყვეტილებაში ასევე მოყვანილია ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენება. ჩვენების მიხედვით, მანქანიდან ცეცხლი გახსნეს მ. ხ–მა და კ. ი–მ, თუმცა იჯდა თუ არა მანქანაში კიდევ ვინმე, არ დაუნახავს, რადგან უკანა მინები იყო დაბურული.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |