Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
სკვერი სოფელ აფნისში, სადაც ბავშვები არ ცხოვრობენ - ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნისში სკვერი გაკეთდა, სადაც ბავშვები არ ცხოვრობენ.

როგორც ადგილობრივი მცხოვრები თეა კაკიაშვილი ამბობს, სკვერზე მეტად, სოფელში დარჩენილ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს.

ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით, სოფელში 29 ამომრჩეველი ცხოვრობს. აქედან, ყველაზე უმცროსი 2001 წელს დაბადებული, 23 წლის ბიჭია.

ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ამომრჩეველთა სიაში გვხვდებიან ასევე 2000 და 1999 წლებში დაბადებული ბიჭი და გოგო. მათზე ახალგაზრდა არავინაა რეგისტრირებული.

რატომ გაკეთდა სკვერი სოფელში, სადაც ბავშვები არ არიან? ქარელის მერიიდან მიღებული სოფლის კრების მიხედვით, 2023 წლის თებერვალს ჩატარებულ კრებაზე სწორედ სკვერის მოწყობა გადაწყდა. თუმცა, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული არაა, რომ სკვერი საბავშვო ატრაქციონებით უნდა ყოფილიყო დატვირთული.

კრებას ესწრებოდა 9 ადამიანი, რომლებმაც სკვერის მოწყობას დაუჭირეს მხარი. კრების ოქმის მიხედვით, კრებაზე დამსწრე ადამიანებიდან 5 იყო 60 წელს გადაცილებული, დანარჩენი 60 წლამდე ასაკის.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა:

,,სოფელ აფნისში სკვერი და საბავშვო ატრაქციონები მოეწყო "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში,მოსახლეობასთან შეხვედრისა და მათი გადაწყვეტილების საფუძველზე,რაც დასტურდება სოფლის კრების ოქმით და ადგილობრივი მოსახლეობის ხელმოწერით. აღნიშნულ სოფელში მუდმივად ცხოვრობს 11 ოჯახი ,აქედან 4 ბავშვია,ხოლო ზაფხულის პერიოდში იმატებს სეზონური მაცხოვრებელი'.'

მერიის განცხადების პასუხად ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გააკეთა კომენტარი, რომ ბავშვები სოფელში ზაფხულობით არიან.



რაც შეეხება სასმე წყალს, იმ დროს, როდესაც სოფელში სკვერის შესახებ კრება ჩატარდა, სკვერის ადგილზე ჭაბურღილი იყო გათხრილი. 2023 წლის თებერვალში ერთ-ერთი ინდმეწარმე იმ სამუშაოების ანაზღაურებას ითხოვდა, რომელიც მან 2022 წლის შემოდგომით განახორციელა.

ინდმეწარმე ამტკიცებდა, რომ როტორული ბურღვით მიწა 72 მ-ზე გათხარა, თუმცა თუ წყალი არ აღმოჩნდა, როგორც იგი განმარტავს, ეს მისი ბრალი არ იყო. ინდმეწარმე მერიისგან 19200 ლარს ითხოვდა.

ქარელის მერიაში აღნიშნავდნენ, რომ თავდაპირველად გასარკვევი იყო, ნამდვილად 72 მ გაითხარა თუ არა. მერიის სპეციალისტებს ეჭვი ჰქონდათ, რომ სავარაუდოდ არც 72 მ-ის სიღრმეზე იყო ნამუშევარი.

ჭაბურღილის სიღრმის გასაზომად ინდმეწარმე მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დაიბარეს, თუმცა ინდმეწარმე აფნისში აღარ გამოცხადდა. სოფელი აფნისი მთიან ზონაში მდებარეობს.

ინდმეწარმე ამტკიცებდა, რომ მან ნამდვილად შეასრულა სამუშაოები, თუმცა თუ სიღრმე ნაკლები აღმოჩნდება, ალბათ მიწა ჩაიშლებოდაო.



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.