Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
სოფელ ბეკამის მეტსახელები – სტუდენტის კვლევა ხაშურში
გორის უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტმა სოფელ ბეკამში საკმაოდ ვრცელი და საინტერესო მასალა მოიძია. იგი კვლევაში აღნიშნავს, რომ სოფელ ბეკამში გავრცელებული შერქმეული სახელები სხვადასხვა შინაარსისაა;

კერძოდ, გამოხატავენ ადამიანის თვისებებს, წარმომავლობას, ქცევა-მანერებს, გარეგნობას, ალერსს, მოფერებას, სოფელში კვლევის დროს შეხვდა კნინობით-ალერსობით სახელებსაც.

სტუდენტ ნ. მარნაძის ცნობით, რომლის ხელმძღვანელი იყო პროფესორი ვიანორ ახალაია, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამში ძირითდად გამოიყო მეტსახელთა 13 სემანტიკური ჯგუფი.

1. გარეგნობის გამომხატველი მეტსახელები:

დომფალო – დიდი ტანის მქონე კაცს შეარქვეს თანასოფლელებმა და დღესაც ამ მეტსახელითიცნობენ სოფელში.

კაკლიხალა – კაკლის დასაბერტყი ჯოხივით გრძელი და წვრილია, ამიტომაც დააქვეს ეს სახელი.

მოკლე – ასე ეძახიან ბიჭს, რომელიც დაბალია და ფეხებიც მოკლე აქვს.

ბოჭკა – სიმსუქნის გამო შეარქვეს ეს მეტსახელი.

რუჯა – გარეგნულად შავი ფერის გამო შეერქვა კაცს.

მწვანე – დაარქვეს კაცს, რომელსაც კანის ფერი მომწვანო აქვს.

ფერადო – ჰქვია ბიჭს, რომელიც გარეგნულად ქერა და წითურია.

ობამა – შეარქვეს ბიჭს, რომელიც შავი ფერის და სიმაღლის გამო ჰგავს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას.

ჩინურა – გარეგნულად ჩინელს ჰგავს და ამიტომ დაარქვეს თანასოფლელებმა ეს მეტსახელი.

სკილეტა – სუსუტი აღნაგობის გამო დაარქვეს თანასოფლელებმა, თავის ნამდვილ სახელს იშვიათად ეძახიან, ყველა ამ მეტსახელით მოიხსენიებს.

ბაკა – ახალგაზრდობაში დიდი ბაკები ქონია, ამიტომაც შეურქმეევიათ ეს სახელი თანასოფლელებს.

კოჭლი კახა – კოჭლია და ამის გამო ეძახიან ამ მეტსახელს თანასოფლელები.

ჭიტა – დაარქვეს კაცს თვალების გამომეტყველების გამო.

ჩაქუჩა – შეარქვეს კლასელებმა ჩაქუჩის მსგავსი თავის გამო.

პაწო - ბავშვობაში ეძახდნენ მოფერებით, მაგრამ დღეს უკვე ყველა ამ მეტსახელით მოიხსენიებს და ნამდვილ სახელს აღარავინ ეძახის.

2. ქცევისა და მოქმედების აღმნიშვნელი მეტსახელები:

მარიფათა – მარჯვე ქცევისა და მოხერხებულობის გამო შეარქვეს.

ფანტომასი – დაარქვეს კაცს, რომელიც ძალიან მოხერხებულია.

კიკინა – ქვია ქალს, რომელიც სიცილის დროს თხასავით კიკინებს.

ჩიკორა – ეს მეტსახელი დაარქვეს ბავშვობაში იმის გამო, რომ ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა, სულსაქმეს აკეთებდა და ჩიკორივით ტრიალებდა, დღესაც ამ მეტსახელით მიმართავენ სოფელში.

პაკო – ბავშვობაში პაკუნით დადიოდა და მეგობრებმა პაკო შეარქვეს.

ფანდალა – ჰქვია კაცს, რომელსაც სიარულის დროს ფანდალი გაუდის.

ხიფათა - ბავშვობაში შეურქმევიათ, რადგან ხან რას იტკენდა, ხან რას.

რეზინა – ჩხუბის დროს რეზინივით იწელებოდა, ამიტომაც შეარქვეს თანასოფლელებმა ეს მეტსახელი და დღესაც ამ სახელით იცნობენ სოფელში.

ლაფეტა – ლაფეტით სიარულის გამო დაარქვეს ეს მეტსახელი თანასოფლელებმა.

დაროგა – ბაზარში მუშაობდა ტვირთის გადამტანად, ხალხს რომ გზა დაეთმო იძახდა დაროგას, ამის გამო თანასოფლელებმა დაროგა შეარქვეს, ამ მეტსახელით არის ცნობილი დღეს სოფელში, თავის ნამდვილ სახელს კი აღარავინ ეძახის ოჯახის წევრების გარდა.

ბახაბახა – ბავშვობაში ძალიან უყვარდა სათამაშო თოფით სროლა, თამაშის დროს იძახდა ბაბაბახას, ამის გამო დაარქვეს ეს მეტსახელი თანასოფლელებმა.

წიწა – თვალებს ჭუტავდა და ამის გამო შეარქვეს ეს მეტსახელი თანასოფლელებმა.

3. შინაგანი ბუნების, თვისების, ხასიათის, გამომხატველი მეტსახელები:

ჭყიპინა – დაარქვეს კაცს, რომელიც ბავშვობაში ჭყიპინით ლაპარაკობდა, ამ სახელს დღესაც ეძახიან.

ბუღლურა – ბიჭის მეტსახელია, რომელიც გამუდმებით უკმაყოფილოა და ბუღლურებს.

ბაქია – ტრაბახა და ბაქია ლაპარაკის გამო დაარქვეს ეს მეტსახელი თანასოფლელებმა.

მუდო – ხასიათის გამო შეარქვეს ეს მეტსახელი თანასოფლელებმა და დღესაც ამ სახელითიცნობენ სოფელში.

ლავაშა – ეს მეტსახელი თანასოფლელებმა შეარქვეს კაცს, რომელიც მძღოლია და შესვენების დროს ყოველთვის ლავაშს ჭამს.

ხარჩო – კაცის მეტსახელია, რომელსაც საჭმელებიდან ყველაზე მეტად ხარჩოს ჭამა უყვარს.

ბურიჭამა – მეგობრებთან ხშირი ქეიფის გამო დაარქვეს ეს მეტსახელი.

4. ამოჩემებული სიტყვის, ბგერისა თუ საგნის მიხედვით შერქმეული მეტსახელები:

ბულკა – ქვია ბიჭს, რომელიც ბავშვობაში ბულკის მაგივრად იძახდა ბულკას. ამ მეტსახელითიცნობენ სოფელში, თავისი ნამდვილი სახელს იშვიათად ეძახიან.

ბიდო – ბავშვობაში შეარქვეს, ბიჯოს მაგივრად იძახდა ბიდოს.

გენაცვალე – დაარქვეს თანასოფლელებმა კაცს, რომელიც საუბრისას ხშირად ამბობს სიტყვას გენაცვალე.

ქაჯანა – ქვია კაცს, ამ სიტყვის ხშირად ხმარების გამო.

დედა – ქალი, რომელიც ხშირად ამბობს სიყვას ,,დედა"".

ჯუჯულა – ბავშვობაში ქათამს ეძახდა ჯუჯულას.

ისი ბიჯო – საუბრის დროს ხშირად ამბობს სიტყვას ისი ბიჯო, ამის გამო დაარქვეს ეს მეტსახელი.

მაგი ოთარა – კაცის მეტსახელია, რომელიც საუბრისას ხშირად ამბობს ,,მაგი"".

კოკო – გოგოს მაგივრად იძახდა კოკოს.

ნებალა – კაკლის ლებანის ნაცვლად იძახდა ნებალს, დღესაც ამ მეტსახელით მოიხსენიებენ.

ბათურა – ბავშვობაში ბაბუას მაგივრად იძახდა ბათურას და ოჯახის წევრებმა მეტსახელად ბათურა შეარქვეს, ამ სახელით იცნობენ დღეს სოფელში.

5. ერთხელ (ერთჯერადად) ნათქვამი ან განსხვავებულად, დამახინჯებულად წარმოთქმული სიტყვა მეტსახელად:

ძიო – შეარქვეს ბიჭს, იმის გამო, რომ ბავშვობაში ბიძამის გიოს მაგივრად დაუძახა ძიო, ამ მეტსახელით იცნობენ დღეს სოფელში, თავის ნამდვილ სახელს კი იშვიათად ეძახიან.

კვერთხო – ბავშვობაში კვერცხის მაგივრად თქვა კვერთხი, ამის შემდეგ თანასოფლელებმა მეტსახელად კვერთხო დაარქვეს.

თახრე – სახრეს მაგივრად თქვა თახრე, ამის შემდეგ დაარქვეს ეს მეტსახელი თანასოფლელებმა.

6. გონიერება–უგუნურობის, განათლება–გაუნათლებლობის მაჩვენებელი მეტსახელები:

ჭუკია – ნაკლები განათლების გამო დაარქვეს თანასოფლელებმა.

ლენჩერა – სკოლაში ვერ სწავლობდა და ამის გამო შეარქვეს თანაკლასელებმა.

ჰაკერა – დაარქვეს ბიჭს მეგობრებმა, კომპიუტერის კარგად ცოდნის გამო.

დიპლომატა – ასეთი მეტსახელით მოიხსენიებენ ბიჭს, რომელიც ყველანაირ სადავო საკითხებს ჩხუბის გარეშე აგვარებს.

7. წარმომავლობის მიხედვით შერქმეული მეტსახელები:

სომხურა ელენე – სომეხია და ამის გამო დაარქვეს ეს მეტსახელი.

ოსი მზია – ოსია და ამიტომ შეარქვეს.

რუსი გალია – რუსია და ამის გამო დაარქვეს.

8. ცხოველების მსგავსებით შერქმეული მეტსახელები:

ტურა – დაარქვეს ქალს, რომელიც გარეგნულად გავს ტურას.

მელა – ჰქვია კაცს, რომელიც მელას გავს.

ვირთხა – შეარქვეს კაცს, რომელსაც ცუდი შეხედულება აქვს.

ბაჭია – პატარა ცხვირის გამო დაარქვეს თანასოფლელებმა ეს მეტსახელი და დღეს ყველა ამ მეტსახელით იცნობს სოფელში.

ღლავი – ეს მეტსახელი მეგობრებმა შეარქვეს იმის გამო, რომ ჰგავს თევზის ერთ–ერთ ჯიშს ღლავს.

ფისო – კატის სახის მსგავსი მოყვანილობის გამო დაარქვეს თანაკლასელებმა და დღესაც ამ მეტსახელით მიმართავენ.

9. მამის სახელები მეტსახელთა სტატუსით;

ამ ტიპის ფორმები თითქმის წესად იყო ქცეული საბჭოთა პერიოდში და ეს იქცა დენოტატის პატივისცემისა და დაფასების გამომხატველ ფორმად, რაც პარალელურად, მეტსახელის თვისებასაც იძენდა.

ამის გადმონაშთი სოფელ ბეკამშიც საკმაოდ შეინიშნება. მაგალითად, ამ ტიპისაა:

ჩიბოვიჩი – ჩიბას ეძახდნენ თანასოფლელები კაცს, რომელიც ტანადად პატარა იყო, ახლა კი მის შვილს ეძახიან ჩიბოვიჩის.

ჩაშკინიჩი – მეტსახელად ჩაშკინა ერქვა კაცს, ახლა კი მის შვილს მიმართავენ ჩაშკინიჩით.

კუზმოვიჩი – მამას ეძახდნენ კუზმას ახლა კი ბიჭს ეძახიან კუზმოვიჩს.

კუკურიჩი – თანასოფლელებმა კუკურა შეარქვეს კაცს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი შვილს ეძახიან კუკურიჩს.

ბელეზნიჩი – მეტსახელად ბელეზნა ერქვა კაცს, დღეს კი მის შვილს ეძახიან ბელეზნიჩს თანასოფლელები.

ბაკოვიჩი – ბაკა ქვია მამას, მის შვილს კი ბაკოვიჩს ეძახიან.

დაროგიჩი – მეტსახელად დაროგა შეარქვეს კაცს, მის შვილებს კი დაროგიჩებს ეძახიან თანასოფლელებ და ა.შ.


10. სხვისი (მამის, დედის, ნათესავის, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი პირის ან პერსონაჟის) სახელები მეტსახელებად;

ჯაყო – გარეგნულად ამსგავსებენ მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნების"" ერთ–ერთ პერსონაჟს ჯაყოს და ამის გამო შეარქვეს ეს მეტსახელი თანასოფლელებმა.

პელე – ბავშვობაში ფეხბურთის სიყვარულის გამო შეარქვეს მეზობლებმა ეს მეტსახელი და დღესაც ამ მეტსახელით იცნობენ თანასოფლელები.

ბაწრო – შეარქვეს ბიჭს, ქართული ფილმის ,,სიყვარული ყველას უნდა"" ერთ–ერთი პერსონაჟის ბაწროსთან გარეგნული მსგავსების გამო. თავის ნამდვილ სახელს დღეს აღარავინ ეძახის სოფელში, ოჯახის წევრების გარდა.

ბაუტისტა – სერიალის ერთ–ერთ გმირთან გარეგნული მსგავსების გამო დაარქვეს ეს მეტსახელი თანასოფლელებმა.

ფიორელა – სერიალის ერთ–ერთი მთავარ გმირთან გარეგნული მსგავსების გამო შეარქვეს ეს მეტსახელი

11. სხვა სემანტიკადაბინდული მეტსახელები:

ეს ჯგუფი უპირისპირდება მეტსახელთა წინა ჯგუფებს იმით, რომ მათში არ ჩანს სიტყვის სემანტიკა. არავინ იცის, რატომ დაერქვა დენოტატს ეს სახელი. ამ ტიპის სახელები სოფელ ბეკამშიც საკმოდ ბევრია, ასეთებია:

ყიყვა, პიკია, ბოკონა, კოტრა, ცუყო, ბათათო, შაშკა, კვიტო, წბიულა, კარჩხალა, ტრიკინა, ძაღლიძვალა, უჩუჩუნე, იკარუსა, ჭიჭიკია, სიტო, კურიელა, პენზულა, დოღლაურა, კიტრა, ათალა, პუტა, კიკილო, ბუთო, კვირწლა, ბუგუზანა, სიმხა, ბაყაჭა, ფეზია.

,,მეტსახელთა დიდი უმრავლესობა სემანტიზებულია. მათი ძირითადი თვისება ლექსიკურ- სემანტიკური გამჭვირვალობაა. ამიტომ მეტსახელთა ძირითადი ნაწილი მოლაპარაკე სიტყვაა, თვითონვე მიგვითითებს დენოტატის იმ კონკრეტულ ნიშან-თვისებაზე, რამაც გამოიწვია გარკვეული შინაარსის აპელტივისა თუ მეტყველების სხვა ლექსიკური ნაწილის გასაკუთარსახელება. მეტსახელთა ამ თვისებამ თავად შექმნა ზემოთ წარმოდგენილი სემანტიკური ჯგუფები. ამრიგად, მეტსახელების მოძიება საინტერესო სურათს ქმნის ქართულ ონომასტიკაში. თითოეული ახალი მეტსახელი ახალი ლექსიკური ერთეულია. ხალხის ფანტაზიის დაუშრეტელობა განაპირობებს იმას, რომ აუცილებლად გამოიკვეთება შინაარსობრივად ახალი ჯგუფები მომავალში'' - წერია სტუდენტის ნაშრომში.

წყარო: ნ. მარნაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სწავლების პირველი წლის სტუდენტი; ხელმძღვანელი: ვიანორ ახალაია, პროფესორი
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.