Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
დე-ფაქტო ხელისუფლება ერგნეთის სიახლოვეს ხილის გადამამუშავებელ ქარხანას აშენებს
ცხინვალის სიახლოვეს, ერგნეთის ყოფილი ბაზრის მიმდებარედ, ხილისა და
ბოსტნეულის გადამამუშავებელი საკონსერვო ქარხანა შენდება.
საინფორმაციო პორტალ ,,ნიხასის'' ცნობით, საწარმოს მშენებლობა,
კონკრეტულად, სოფელ ფრისის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ქარხანასთან ერთად იგეგმება ჩამბარებელი პუნქტების გახსნაც, სადაც მოსახლეობისგან ხილსა და ბოსტნეულს ჩაიბარებენ. საწარმოს დირექტორი, ურუზმაგ ფარასტაევი ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ვაშლი შემოტანილი იქნება ჩრდილოეთ ოსეთიდან და ყაბარდო-ბალყარეთიდან.
"საწყის ეტაპზე ვაშლის შემოტანას ჩრდილოეთ ოსეთიდან და ყაბარდო-ბალყარეთიდან ვგეგმავთ. ყაბაყს კი ჩვენ თვითონ დავთესავთ. უკვე გამოგვიყო ხელისუფლებამ 62 ჰა მიწა სოფელ ხეთაგუროვოში." — აცხადებს ურუზმაგ ფარასტაევი.
ფარასტაევის თქმით სამონტაჟო სამუშაოები 15 თებერვლისთვის დასრულდება. ქარხანას ასევე საკუთარი ბაღები და სათბურებიც ექნება.
როგორც საინფორმაციო პორტალ "ნიხასის" სტატიაში ვკითხულობთ — მომავალი ქარხნის მფლობელები მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ უმუშევრობის პრობლემა გამოსწორდება "რესპუბლიკაში" და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ფრისის ქარხანა დიდი ბიძგი იქნება.
ხარჯებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დირექტორმა ურუზმაგ ფარასტაევმა ნიხასთან ინტერვიუში აღნიშნა:
"სამხრეთ ოსეთის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ცხინვალის რაიონში დაიწყო ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საკონსერვო ქარხნის პროექტის რეალიზაცია. მთელი დაფინანსება შეადგენს 656 მილიონ რუბლს, აქედან კაპიტალური დანახარჯი მშენებლობაზე არის 532 მილიონი, ხოლო დანარჩენი ხარჯების დასაფარად გამოყოფილია 124 მილიონი რუბლი; ამ თანხიდან 508 მილიონი რუბლი საბანკო სესხია. 2023 წლის სექტემბერში ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას "ინვესტბანკთან", 22 სექტემბერს კი გამოგვიყვეს ფინანსები და სწორედ მაშინ დაიწყო მშენებლობა. რაც შეეხება აღჭურვილობას, ის დღევანდელი მონაცემებით 100% მზადაა ჩამოტვირთვისთვის. ამჟამად ჩვენ სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების დასრულებას ველოდებით და შემდეგ უკვე დავიწყებთ ინვენტარის განთავსებას."
გასული წლის ნოემბერში მშენებლობა დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმაც მოინახულა. ფარასტაევმა მასთან და რუს პოლიტიკოსებთან საუბრისას განაცხადა, რომ — ქარხანა მუშაობას მარტიდან შეუდგება; თუმცა რუსეთის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადით გამოწვეული კრიზისის გამო, აღჭურვილობის შემოტანა გაჭიანურდა. საბაჟო გადასახადი თებერვალში მოიხსნება. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე გაიმართა მოსკოვში. შესაბამისად მაქსიმუმ ერთი თვით გადაიწევს ქარხნის გახსნის თარიღი — აცხადებს ფარასტაევი.
მშენებლობას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მშენებლობის სამინისტრო უძღვება.
"ქარხანა ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს — იქვეა ტრასაც, ელექტროენერგიას "ირ-ბაზალტის" ქარხნიდან გამოვიყვანთ, წყალს კი ვანათის ხაზიდან." — აღნიშნავს ურუზმაგ ფარასტაევი.
პროექტის მიხედვით ქარხანაში იმუშავებს 4 განყოფილება: 1) ხილ-ბოსტნეულის პირველადი გადამუშავების საწარმო, რომელიც სამი ხაზისგან იქნება წარმოდგენილი: კურკიანების, ვაშლის და მესამე ხაზი — ყაბაყი, გოგრა, ჭარხალი და სტაფილო. ასევე ქარხანაში იქნება კონსერვაციის, პასტილისა და მზა პროდუქციის საწარმოები. ქარხანა მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს.
რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება?
ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში ვწერდით, რომ ერგნეთის ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლებასაც გარკვეული გეგმები აქვს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ამ გეგმების შესახებ.
ცნობილია ის, რომ ყოფილი ბაზრობის ტერიტორია, რომელიც სოფელ ფრისსა და ერგნეთს შორის მდებარეობს, საქართველოს ხელისუფლებამ კერძო კომპანიას მიყიდა.
ფართობის მყიდველი კომპანია ,,ყაზბეგი ჰილსია'', რომელიც რეგისტრირებულია გორში. შეძენილი ნაკვეთის საერთო ფართობია 168 736 კვ.მ
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ქონების მართვის სააგენტომ მიწის ფართობები გარკვეული პირობის შესრულების სანაცვლოდ გაყიდა, თუმცა რა პირობით გახდა მფლობელი ,,ყაზბეგი ჰილსი'', უცნობია. კომპანიის დამფუძნებელია გივი ჯალაბაძე.
ქონების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე, მიწის ნაკვეთების პრივატიზაციის პირობის და ზოგადად პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია არ დევს. მიწის პრივატიზაცია 2023 წლის ივლისში განხორციელდა.
023 წლის ზაფხულამდე გამყოფ ხაზთან ყველაზე ახლოს მიწის ფართობებს ფლობდა კომპანია ,,აგრო გორი'', რომლის მფლობელია ერგნეთის მკვიდრი დიმიტრი დოიჯაშვილი.
ამჯერად, გამყოფ ხაზთან ყველაზე ახლოს მდებარეობს კომპანია ,,ყაზბეგი ჰილსის'' ფართობი. შემდეგ მოდის კომპანიის ,,აგრო გორის'' მიწის ფართობები.
საგულისხმოა, რომ ვიდრე სახელმწიფო მიწის ფართობს ,,ყაზბეგი ჰილსს'' მიყიდიდა, მანამდე აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 2022 წლის ივნისში, ქონების მართვის სააგენტომ საპარტნიორო ფონდს გადასცა. რამდენიმე თვეში საპარტნიორო ფონდმა მიწის ნაკვეთი ,,მიატოვა'' და სახელმწიფოს დაუბრუნდა. 2023 წლის ივლისში კი სახელმწიფომ ,,ყაზბეგი ჰილსს'' მიყიდა.
ერგნეთის ბაზრობა 1993-2004 წლებში ფუნქციონირებდა.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |