Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
საგანგაშო ვითარება აიპიებში - გორის მერმა შიდა აუდიტის დასკვნა საკრებულოს გაუგზავნა
გორის მერიის შიდა აუდიტმა შეამოწმა ორი - აიპი, 3 - სამსახური და ერთი - სოფლის წარმომადგენლობა. შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სიტუაცია სავალალოა.

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა მერაბ რაზმაძემ ანგარიში 2024 წლის 4 იანვარს წარუდგინა მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს. ერთთვიანი შიდა განხილვების შემდეგ, აღნიშნული ანგარიში საკრებულოს გადაუგზავნეს. ამჯერად, საკრებულოს წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, მისაღებია თუ არა გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიერ მოწონებული ანგარიში.

რომელი ორგანიზაციები შეამოწმეს?


შიდა აუდიტმა შეამოწმა კეთილმოწყობის სააგენტო, სასმელი წყლის სისტემების სამსახური, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახური, მეჯვრისხევის ადმინისტრაციული ერთეული და მერიაში დასაქმებულ თანამშრომელთა მონაცემები.

რა წერია ანგარიშში?

- აიპიებში კადრების დანიშვნა ხდება ძირითადად კონკურსის გარეშე, ნებისმიერ პოზიციაზე უკონკურსოდ, საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარეშე თანამშრომელთა დასაქმებამ, შეიძლება გამოიწვიოს არაკვალიფიციური კადრის მოზიდვა და ეჭვქვეშ დააყენოს მენეჯერის ობიექტურობა.

- ადამიანური რესურსის სათანადო მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია მენეჯმენტმა განსაზღვროს დაწესებულების საქმიანობისათვის საჭირო თანამშრომელთა ოპტიმალური რაოდენობა. დასაქმებულთა რაოდენობის არასწორი განსაზღვრა იწვევს თანხების არაეფექტიან და არაპროდუქტიულ ხარჯვას.

- არ არის შემუშავებული ობიექტებში საწვავის აღრიცხვა-ჩამოწერის წესი, რაც ზრდის საწვავის არამიზნობრივი და არაეფექტური ხარჯვის რისკს.

- ხშირ შემთხვევაში შემუშავებული არა აქვთ სტრატეგიული გეგმა, რომელშიც განსაზღვრული იქნება ორგანიზაციის მომავლის ხედვა, არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები და ამოცანები. დაგეგმვისა და პრიორიტეტული მიმართულებების გაანალიზების გარეშე, იზრდება განსაზღვრული მისიის სრულყოფილად შესრულების რისკი.

არ არის შემუშავებული დასაქმებულთათვის თითოეულ პოზიციაზე გაწერილი, ჩამოყალიბებული ფუნქცია-მოვალეობები, რაც ხელშ შეუშლის შესრულებული სამუშაოს სრულყოფილ და ობიექტურ შეფასებას.

- ობიექტების მხრიდან ხშირ შემთხვევაში არ არის სრულყოფილად დაგეგმილი საბიუჯეტო გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი, აღნიშნული იწვევს წლის დასაწყისში დამტკიცებული ასიგნების ხშირ ცვლილებას, რაც მიუთითებს ორგანიზაციის მხრიდან არაეფექტურ დაგეგმვაზე.

- არ წარმოებს საწყობის, მარაგების აღრიცხვის ჟურნალი, შედეგად არსებობს რისკი, რომ ობიექტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ანდა დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.

- არასრულყოფილადაა შესრულებული საქმისწარმოების ერთიანი წესებით დამტკიცებული მოთხოვნები, მაქსიმალურად და ოპერატიულად თუ არ მოხდა კორესპონდენციაზე რეაგირება - ინფორმაციის მოძიება, პასუხის გაცემა, სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა, საჯარო ინფორმაციის გაცემა და სხვა, ორგანიზაცია ვერ შეძლებს საქმიანობის სრულფასოვნად წარმათვას.

- არასწორადაა დაანგარიშებული მშენებლობის მოსაკრებლისთვის გადასახდელი თანხები, რაც მიუთითებს, რომ კონტროლის მექანიზები სუსტია და დასახვეწი, მენეჯერული, ფინანსური და სხვა სახის კონტროლის მექანიზმების შეფერხება ქმნის სამსახურის ფინანსურ და რეპუტაციულ რისკებს.

- არ არის შემუშავებული მონიტორნგზე გასვლის წლიური გეგმა-გრაფიკი, ისე, რომ ორგანიზაციაში უწვეტი მონიტორინგის სისტემა განხორციელდეს, რაც ხელს შეუწყობს სამსახურის გამართულ და ეფექტიან მუშაობას.

- არ არის ხელმძღვანელი პირის მიერ გადანაწილებული უფლება-მოვალეობები, თუ არ მოხდა გარკვეული უფლება-მოვალეობის გადანაწილება - დელეგირება მოადგილესა და სამსახურის ხელმძღვანელებზე, ორგანიზაციის საქმიანობა ვერ იქნება ეფექტიანი და ვერ მიაღწევს დასახულ მიზნს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.