Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
კასპში ქალის ადევნების ბრალდებით 55 წლის მამაკაცი დააკავეს - ბრალდებული ფაქტს უარყოფს
შიდა ქართლის პოლიციამ 55 წლის მამაკაცი, ქალის ადევნების ბრალდებით, დააკავა. იგი პოლიციელებმა იზოლატორში იმ დროს წამოიყვანეს, როდესაც ჯერ კიდევ სამსახურში, საწამოო ფორმით იმყოფებოდა.

პროკურორ ოთარ დოხნაძის განცხადებით, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე მამაკაცი სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების დახმარებით, ცდილობდა ქალთან დაახლოებას, ზოგჯერ სატელეფონო ზარების საშუალებით, ზოგჯერ კი გზაში დახვედრით, აწუხებდა მას.

პროკურორის თქმით, ქალმა შეიცვალა ცხოვრების რეჟიმი, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, იძულებული იყო ჩანთით ჩაქუჩი და დანა ეტარებინა. მისი ინფორმაციით, სექტემბრიდან თებერვლამდე განხორციელებულია 30-მდე ზარი, რომლითაც მას თანაცხოვრებას სთავაზობდნენ.

აბსოლუტურად, განსხვავებული ინფორმაცია გააჟღერა ადვოკატმა გოჩა გოჩიტაშვილმა. მისი თქმით, ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთის მეზობლები არიან, მათ ხშირი კონტაქტი დიდი ხანია აქვთ და ეს, როგორც პროკურორი ამბობს, 2023 წლის სექტემბრიდან ცამოწმენდილზე არ გაჩენილა.

1969 წელს დაბადებული მამაკაცი ამბობს, რომ მეზობელს ხშირად ეხმარებოდა ფინანსურად. მისი თქმით, დაახლოებით 3 ათასი ლარის ვალის გამო მოიშორეს თავიდან.

,,მოდიოდა ქმრისა და დედამთილის სახელით; რომ ფული სჭირდებოდათ. ერთხელ მითხრა კიდეც, რომ ქმარი დააჯარიმეს და ამიტომ სჭირდებოდა თანხა. ასევე, თანხა სჭირდებოდა ბავშვისთვის, რომელსაც მკურნალობა სჭირდებოდა'' - განაცხადა ბრალდებულმა.

როგორც მან განმარტა, მეზობელს თანხა ზაფხულში ასესხა, შემდეგ კი თვეების შემდეგ თანხის მოთხოვნა დაიწყო:

,,ერთხელ გზაზე მივდივარ და კასპელმა პოლიციელმა გამაჩერა, გიორგი ჰქვია იმ პოლიციელს, გვარი აღარ მახსოვს. მითხრა, თავი დაანებე იმ ქალს, რას სთხოვო. მე ვუთხარი, რომ თანხა ჰქონდა მოსაცემი და ეს იყო მხოლოდ. როგორც მერე გავიგე, თურმე დაუწყიათ ვიდეოს გადაღება, როგორ მივდივარ სახლისკენ, სამსახურისკენ, თითქოს მას მივდევ. რა ვქნა მეზობლები ვართ, მაშ სად უნდა მევლო? ჩემი სახლის გზა ეგაა'' - განაცხადა ბრალდებულმა.

რა მტკიცებულებები გაქვთ, რომ ფული ასესხეთ? - ჰკითხა მოსამართლემ ადვოკატს. ადვოკატი გოჩა გოჩიტაშვილმა განაცხადა, რომ მტკიცებულებებს, თანხების გადარიცხვების ქვითრებს, გამოძიების პროცესში მოიპოვებენ და დაამტკიცებენ.

პროკურორმა ოთარ დოხნაძემ ბრალდებულს ჰკითხა, თუ არსებობდნენ ისეთი ადამიანები, ვინც იცოდნენ ვალის შესახებ. კერძოდ, იცოდა თუ არა დაზარალებულის მეუღლემ? დედამთილმა ან სხვამ. ბრალდებულმა უპასუხა, რომ ვალის შესახებ არავინ იცოდა.

მოსამართლემ დაკავებულის მონათხრობი არ დაიჯერა: ,,მე არ მჯერა, რასაც ამბობთ. როგორ შეიძლება არ იცოდეს მეუღლემ, რომ მის ცოლს ვალი აქვს?'' - განაცხადა მოსამართლე ლევან დარბაიძემ. მოსამართლემ ბრალდებულს 23 თებერვალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ფოტოზე: ადვოკატი გოჩა გოჩიტაშვილი და პროკურორი ოთარ დოხნაძე
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.