Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორისა და ხაშურის სასამართლოების თავმჯდომარეებს შეეხებათ კეთილსინდისიერების შემოწმება
გორისა და ხაშურის სასამართლოების თავმჯდომარეებს - კობა გოცირიძესა
და მერაბ ხათაშვილს "ვეტინგი", ანუ კეთილსინდისიერების შემოწმება
შეეხებათ.
ამის შესახებ ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგმა" მოსამართლეთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ რამდენიმე ათეული მოსამართლე და არა ყველა მათგანი.
ევროკავშირის მე-6 პირობიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას ექვემდებარებიან: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები; სასამართლოების თავმჯდომარეები.
ევროკავშირის პირობების თანახმად, აღნიშნული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, რომელზეც ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის ოქტომბრის დასკვნაშიც იყო საუბარი, საჭიროა კეთილსინდისიერების შემოწმება უფრო საფუძვლიანად და სისტემატურად, რეგიონში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ევროკომისიასა და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე.
კერძოდ, შეიქმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც ამ პროცესში ექნებათ გადამწყვეტი როლი, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ლიდერულ თანამდებობებზე უკვე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება.
იგულისხმება ყველა წამყვან პოზიციაზე მყოფი პირის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმება.
გარდა ამისა, შეიქმნას სისტემა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული და პერიოდული შემოწმების მიზნით, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები საზედამხედველო და საკონსულტაციო მანდატით.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ რამდენიმე ათეული მოსამართლე და არა ყველა მათგანი.
კობა გოცირიძე დაიბადა 1966 წლის 10 აგვისტოს ქ. ხაშურში.
1983 წელს დაამთავრა ხაშურის რკინიგზის N 3 საშუალო სკოლა.
1992 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1993-1994 წლებში იყო ქარელის რაიონის პროკურატურაში სტაჟიორი უფროსი გამომძიებელი, ხოლო შემდეგ ხაშურის სარაიონთაშორისო პროკურატურაში სტაჟიორი უფროსი გამომძიებელი.
1994-1995 წლებში მუშაობდა იმავე პროკურატურაში უფროს გამომძიებლად.
1995-1998 წლებში მუშაობდა ხაშურის ტრანსპორტის პროკურორის თანაშემწედ.
1998-2002 წლებში მუშაობდა ხაშურის რეგიონალური ტრანსპორტის პროკურორის უფროს თანაშემწედ.
2002-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005-2010 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2010-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016-2019 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2019-2022 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
2022 წლის ოქტომბრიდან არის გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
მევლუდ ხათაშვილი დაიბადა 1977 წლის 13 აგვისტოს ქარელში.
1994 წელს დაამთავრა ქარელის N 2 საშუალო სკოლა.
1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2001 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
სამუშაო გამოცდილება
1999-2004 წლებში იყო ქარელის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე.
2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის, სამოქალაქო საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსად.
2007-2017 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2017 წლის მაისიდან არის ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

რას გულისხმობს კეთილსინდისიერების
შემოწმება.

ვინ არიან გორისა და ხაშურის
სასამართლოების მოსამართლეები?

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |