Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორის სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე კი "ნეტგაზეთს" სწერს, რომ
საქართველოს ევროპული პერსპექტივა შეუძლებელია განხორციელდეს
დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის გარეშე, ასეთ
სისტემებს კი კეთილსინდისიერი მოსამართლეები ქმნიან, რომლებსაც
საზოგადოების მაღალი ნდობა აქვთ.
მოსამართლე ლევან დარბაიძე აცხადებს, რომ როდესაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმება საქართველოს ევროპულ მომავალთან პირდაპირაა დაკავშირებული, პირადად მას ამის საწინააღმდეგო ვერაფერი ექნება და მზადაა თავადაც გაიაროს ამგვარი შემოწმება, თუ საჭიროება დადგება:
"ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ჩვენი ევროპული პერსპექტივა შეუძლებელია განხორციელდეს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის გარეშე. ასეთი სისტემას კი ქმნიან პროფესიონალი და კეთელსინდისიერი მოსამართლეები, რომლებიც საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობენ.
კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი ის კრიტერიუმებია, რომლებსაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო თანამდებობაზე განწესებისას, არამედ მთელი სამოსამართლო საქმიანობის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული კრიტერიუმების გადამოწმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს მოხდეს. საზოგადოებრივი ნდობა, ეს არის დემოკრატიული საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს.
ამიტომ, მით უმეტეს, დღეს, როდესაც მოსამართლეთა კეთილსინისიერების გადამოწმება პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან, რა თქმა უნდა, პირადად მე არ შეიძლება, რაიმე საწინააღმდეგო მქონდეს. მე მზად ვარ გავიარო აღნიშნული შემოწმება, თუ ამის საჭიროება იქნება" ,— მისწერა ლევან დარბაიძემ "ნეტგაზეთს".
ვრცლად: ათამდე მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |