Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორში სტუდენტს 5000 ლარი მოსთხოვეს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადასაყვანად - როგორ მოატყუეს აზერბაიჯანულენოვანი ახალგაზრდები
7 წელი და 6 თვე მიუსაჯეს ბრალდებულს, რომელმაც, პროკურატურის ცნობით, 2019-2022 წლებში, გორში, მარნეულში, ბოლნისსა და რუსთავში მცხოვრები აბიტურიენტები და მათი მშობლები მოატყუა.

დაზარალებულები არიან აზერბაიჯანულენოვანი სექტორის აბიტურიენტები. პროკურატურის ცნობით, ყალბი ,,პროფესორი'' ორი წლის განმავლობაში ონლაინ ლექციებს უტარებდა ახალგაზრდებს, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. ბრალდებული მშობლებს, შვილების სტუდენტობის სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას ართმევდა.

პროკურორის ცნობითვე, ბრალდებული ახალგაზრდებს განათლების სამინისტროს ყალბი ბეჭდით და ლოგითი, მადლობის სერთიფიკატებს გადასცემდა, მათთვის გამოსაშვებ საღამოებს აწყობდა; შავი ზღვისპირეთში ერთობლივ დასასვენებელ ტურებს აწყობდა.

,,პროფესორი" აზერბაიჯანულენოვან საზოგადოებაში თავს ასაღებდა ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანად, ასევე, რამდენიმე ეპიზოდში თავი გაასაღა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორად. ასევე, ცდილობდა დაერწმუნებინა მოქალაქეები, რომ ის გავლენიანი ადამიანი იყო განათლების სამინისტროში. მოტყუებულთა რიცხვში აღმოჩნდა პედაგოგიც, რომელსაც კვალიფიკაციის ამაღლება სურდა; აზერბაიჯანულენოვან თემში ქართული ენის პედაგოგად მუშაობის დასაწყებად თანხაც გადაიხადა.

სიტუაცია იმდენად დრამატული იყო, რომ პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა ერთ-ერთი მაღაზიიდან დაახლოებით 190 000 ლარის ღირებულის ძვირფასი სამკაულები წაიღო. იგი საიუველირო მაღაზიის მეპატრონეს შეპირდა, რომ ძვირფასეულობას კარგ ფასად გაყიდიდა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, სადაც მისი ,,სტუდენტების" მშობლები ცხოვრობენ.

ასევე, პროკურატურის ცნობით, ბრალდებული აბიტურიენტის მშობლებს არწმუნებდა, რომ თბილისში აზერბაიჯანულენოვანი სექტორის სტუდენტებისთვის ბინები შენდებოდა, სიაში ჩასასმელად თანხას იღებდა. ასევე, ,,სტუდენტებს"" ეუბნებოდა, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მათთვის იაფად იყიდებოდა ლეპტოპი და აიფონები. ამაშიც ფულს იღედა.

ფულის შოვნის კიდევ ერთი წყარო, პროკურატურის ცნობით, პოლიციის მიერ ჩამოწერილი მანქანების აუქციონი იყო. ბრალდებული მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ ხელი მიუწვდებოდა პოლიციის მანქანებზე. ჯამში დაახლოებით 347 000 ლარი გამოართვა ორ პიროვნებას, რომელთაც ,,კადილაკი" ჯიპისა და 4 შკოდის შეძენა სურდათ.

პროკურატურამ დაითვალა აღებული თანხის ოდენობა. თაღლითურად დაუფლებული თანხა აღწევს 1,02 მლნ ლარს.

2024 წლის 23 თებერვლის განაჩენით, ბრალდებულს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

როგორ გახმაურდა ფაქტი?

პანდემიის პერიოდში, გორის უნივერსიტეტში, ეროვნული გამოცდების წყალობით, ჩაირიცხა ახალგაზრდა, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლიდანაა. სტუდენტის ოჯახის წევრებს სოფელში უთხრეს, რომ უმჯობესია შვილი გორიდან თბილისში გადაიყვანონ.

თანასოფლელებმა მშობლები დააკავშირეს ,,პროფესორთან'', რომელიც ირწმუნებოდა, რომ ყველაფერს ფულის სანაცვლოდ მოაგვარებდა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა 2022 წლის სექტემბერში გორის უნივერსიტეტის სტუდენტის მშობლებს ჯერ 5000 ლარი გამოართვა. შემდეგ აიფონის შესაძენად 1000 ლარი, ხოლო სტუდბილეთის დასამზადებლად 85 ლარი. ბრალდებული თავს ასაღებდა ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორად, პროფესორად, ხან დეკანად და ა.შ.

ეს არის ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2019 წლიდან 2022 წლამდე. გორის ეპიზოდის შემდეგ, ,,პროფესორი" დააკავეს.

,,ბრალდებული ლ. ვ-ძე-ა-ი რეალურად ატყუებდა მათ, რომ იყვნენ სტუდენტები, ჰქონდათ სხვადასხვა პროგრამებით სარგებლობის უფლება, რომლის მეშვეობითაც პირდებოდა ბინებს, რიგ შემთხვევაში - მანქანებს, ლეპტოპებსა და მობილურ ტელეფონებს, ეს ტყუილი წარმოადგენდა თანხის დაუფლების ხერხს, ხოლო თავისი ტყუილის გასამყარებლად, იმ მიზნით, რომ დაზარალებულებს ეჭვი არ გასჩენოდათ, გადასცემდა სხვადასხვა ყალბ ცნობებს/დოკუმენტებს, რომელიც გაცემული არ იყო შესაბამისი ორგანოს მიერ" - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებული ანალოგიურ საქმეზე იყო დაკავებული 2015 წელს. მას შეფარდებული ჰქონდა პირობით მსაჯვრი, თუმცა 2018 წლის 5 დეკემბერს პირობითი მსჯავრი გაუქმდა და ნასამართლობა მოუხსნეს.

,,ამის მიუხედავად, მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური ხასიათის დანაშაულები და მითუმეტეს, განსახილველ შემთხვევაში ორი ეპიზოდი ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის მოქმედების პირობებში, რაც ერთი მხრივ აშკარად მიუთითებს, რომ მსჯავრდებული მიდრეკილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისაკენ და მეორე, მის მიმართ გამოყენებულმა შეღავათებმა ვერ იქონია შემაკავებელი ხასიათი." - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც 2019 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მოტყუებულები დატოვეს, მათ სასარგებლოდ არაფერი დააკისრეს.

გადაგდებული სასტუმრო

2022 წლის აგვისტოში, ბრალდებულმა ქალა ბათუმში მოატყუა სასტუმრო შპს "ს-ის" წარმომადგენლები, კერძოდ უთხრა, რომ იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და უნივერსიტეტი საკუთარი ხარჯით, სასტუმროში დაასვენებდა აზერბაიჯანელ სტუდენტებს. მომსახურების გაწევის შემდგომ, მათ შესაბამისი ინვოისები უნდა გაეგზავნათ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რის შემდგომაც უნივერსიტეტის წარმომადგენლობა დაფარავდა ხარჯებს. რეალურად არ არსებობდა არანაირი სტუდენტური პროგრამა აზერბაიჯანელი სტუდენტების სასტუმროში უფასოდ დასვენების თაობაზე.

ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით, 2022 წლის 8 აგვისტოდან 15 აგვისტომდე პერიოდში, ბრალდებულმა დაასვენა სხვადასხვა აზერბაიჯანელი "სტუდენტები" და მათი მშობლები. მომსახურების საფასურმა ჯამში შეადგინა 19480 ლარი, რაც არ გადახდილა.

პოლიციაში მოწყობა

2021 წლის ზაფხულში, ბრალდებულმა მოატყუა ,,სტუდენტი'', რომ როგორც წარჩინებულ სტუდენტებს, თბილისის სხვადასხვა ტერიტორიებზე იაფად გადაეცემოდათ ბინები.

ის ენდო ბრალდებულს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც 2021 წლის ზაფხულში, ბრალდებულს ხელზე გადასცა თითქოსდა ბინის საფასური 5000 ლარი.

2022 წლის ზაფხულში, ბრალდებულმა მოატყუა ,,სტუდენტი'', რომ თითქოს შეეძლო 10 000 ლარის გადახის სანაცვლოდ მისი მოწყობა პოლიციაში სამუშაოდ. დაზარალებული ენდო ლმას და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც იმავე პერიოდში, რუსთავში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ხელზე გადასცა 10 000 ლარი. მიღებულ ფულად თანხას ეს უკანასკნელი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.

ყალბი ონლაინ ლექციები

2019 წლის დეკემბრიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის სხვადასხვა აუდიტორიაში, ე.წ. კურსელებს, "ლექციებს" უტარებდა სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში.

მოგვიანებით, 2020 წლის აპრილში, ბრალდებულმა სტუდენტი დაარწმუნა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ "ზუმის" პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაამატა სპეციალურ ჯგუფში, სადაც მის გარდა გაწევრიანებულნი იყვნენ ასევე მოტყუებული სხვა "სტუდენტებიც", "ლექციებს" კი ატარებდა ბრალდებულის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. ახალგაზრდას  "ლექციები" უტარდებოდა 2019 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში.

2021 წლის სექტემბერში, ლ. ვ-მა მოატყუა მ. ა-ა, კერძოდ, უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ "ზუმის" პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაამატა ჯგუფში სახელწოდებით "სამედიცინოს გოგოები", სადაც მ. ა-ს გარდა გაწევრიანებული იყო, ასევე ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მოტყუებული ორი პირი - ა. ხ-ვა და ფ. ა-ა.

"ლექციები" ტარდებოდა 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტამდე. თვალის ასახვევად და მისი ტყუილების ბოლომდე დასაჯერებლად, ბრალდებულმა  "ფეისბუქის" საერთო ჯგუფში გამოაგზავნა სურათი, თითქოს "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" მიერ გაცემული სერთიფიკატი, რეალურად ყალბი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც სტუდენტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უღიარა კრედიტები და ჩაუთვალა მიმდინარე სემესტრი ჩაბარებულად. მთელი ამ დროის განმავლობაში, მ. ა-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.