Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორში ბრალდებულმა უარყო მამაკაცის დაჭრის ფაქტი - მძღოლს 14 ჭრილობა ჰქონდა
გორში 8 წელი მიუსაჯეს მამაკაცს, რომელსაც ავტომანქანის მძღოლის დაჭრის ფაქტზე ბრალი წაუყენეს. ექპსერტიზის მიხედვით, დაზარალებულს 14 ჭრილობა აღენიშნებოდა.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. იგი აცხადებს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. სასამართლომ კი სრულად დააკმაყოფილა პროკურორ ნინო ზურაბიშვილის შუამდგომლობა.

2022 წლის 21 თებერვალს, გორში, წმინდაწყლის უბანში, გაჩერებულ ავტომანაში დაჭრილი მამაკაცი ნახეს. როგორც შემდგომ გაირკვა, სხეულზე 14 ჭრილობა აღენიშნებოდა.

ჭრილობები ფრჩხილის საკვნეტელის ქლიბით იყო მიყენებული. პროკურორის ცნობით, ბრალდებულს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

2022 წლის 24 თებერვალს, პოლიციის განყოფილებაში, ადვოკატთან ერთად გამოცხადდა მამაკაცი, რომელიც აცხადებდა, რომ მანქანის მძღოლი მან დაჭრა. ის დააკავეს.

სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ბრალდებული თავს უდანაშაულოდ სცნობს. უფრო მეტიც, ის კატეგორიულად უარყოფს მის მონაწილეობას. ადვოკატი აცხადებდა, რომ არ ჩატარებულა ფონოსკოპიური, ბიოლოგიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები.

პროკურორის თქმით, ბრალდებული თავად, ადვოკატის თანდასწრებით, გამოცხადდა პოლიციაში და აღნიშნა, რომ დაზარალებულს მან მიაყენა ჭრილობები.

გამოცხადდა პოლიციის დეპარტამენტში და განაცხადა, რომ 2021 წლის 21 თებერვალს თანნაქონი ფრჩხილების საკვნეტელზე დამაგრებული წვეტიანი ქლიბით ზ. კ–ს მიაყენა სხეულის დაზიანება.

ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. გ–ში, ცხინვალის გზატკეცილზე, ავტომანქანაში, მ. ქ–მა ურთიერთშელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ზ. კ–ს, თუმცა მ. ქ–მა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და ზ. კ–ი დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად გადარჩა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.