Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
კასპის მერს კავთისხევში სარწყავი არხის ჩაბეტონებით დაემუქრნენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, სარწყავი არხი გასაწმენდია. ამის გამო, წვიმების დროს, წყალი სახლებში შედის.

ერთ-ერთმა მოქალაქემ ა. ქსოვრელმა მერიას წერილი გაუგზავნა, სადაც პრობლემის შესახებ დეტალურადაა საუბარი. მოქალაქე პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არხის გადაკეტვით იმუქრებიან. კერძოდ, არხს ჩააბეტონებენ:

,,მოსახლეობა არ უზრუნველყოფს არხის გაწმენდას, რაც იწვევს, წყლის შემოვარდნას და ეზოს და სახლის დატბორვას. ასევე, არ აქვს არხს კალაპოტი და ადიდების შემთხვევაში გადმოდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ პრობლემაასთან დაკავშირებით მოგმართეთ რამდენიმე წლის წინ, რაზეც პასუხად მერიიდან მივიღეთ, რომ არხი არ არის სახელმწიფოს და მელიორაციის ბალანსზე.''

,,ასევე, მოსახლეობა აღნიშნავს, რომ არ იყენებს არხს, ამიტომ არ აქცევს ყურადღებას არცერთი მაცხოვრებელი. ეს ფაქტი დიდ ზიანს გვაყენებს, კერძოდ, აზიანებს სახლს, მასში არსებულ ნივთებს, სახლის საძირკველს და ასევე ტბორავს ეზოს. გამომდინარე იქიდან, რომ არაერთხელ ვთხოვევთ დახმარება, როგორც მოსახლეობას, ასევე თქვენ და კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს და არავისგან მივიღეთ საპასუხოდ დახმარება, ინფორმაციის მიზნით გაცნობებთ, რომ ვაპირებთ ამოვკეტოთ არხი ჩვენი ძალებით. გაძლევთ 10 კალენდარული დღის ვადას უკუკავშირისთვის.'' - აღნიშნულია წერილში.

განცხადება მთავრდება შემდეგი მოთხოვნით:

,,მოვითხოვთ: მოექცეს არხი მილებში ისე, რომ არ გადმოვიდეს წყალი და არ მომადგეს ზიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში დავაბეტონებთ სარწყავ არხს და საკუთარები ძალებით აღმოვფხვრით პრობლემას. იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ძალებით პრობლემის მოგვარება დააყენებს რაიმე ზიანს, ვიხსნი ყველანაირ პასუხისმგებლობას ამ ზიანზე, გთხოვთ, პასუხი მაცნობეთ წერილობით, 10 დღის ვადაში'' - წერია კასპის მერის ვახტანგ მაისურაძის სახელზე გაგზავნილ წერილში.

წერილი კასპის მერიაში მყ.გოვ.გე-დან გაიგზავნა 12 მარტს. რეაგირებისთვის ორი კვირის შემდეგ გადაეგზავნა მერის წარმომადგენელს მიხეილ კელაპტრიშვილს, რომელიც აღნიშნავს, რომ სარწყავი არხი ემსახურება 30 ოჯახს. კელაპტრიშვილის აზრით საჭიროა 16 მ-იანი მილის დამონტაჟება იმ მონაკვეთში, სადაც ქსოვრელების სახლი დგას.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.