Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,დამიჯერე, აქ წესიერ პასუხს ვერ გაიგებ’’ - რა ხდებოდა ოცნების კონტრაქციის შეკრების დროს გორში


,,ზეღდულეთში მივდივარ, არ გჯერა?’’ - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ, ხანდაზმულმა კაცმა, რომელიც ჩრდილში იდგა და ელოდებოდა ავტობუსს თბილისში წასასვლელად.

,,არ გჯერა ხომ?’’ - თვითონვე გაგვცა პასუხი და იქვე დასძინა - ,,დამიჯერე, აქ წესიერ პასუხს ვერ მოისმენ’’

29 აპრილს, გორში, მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნების’’ ორგანიზებით, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, გორის მერიის აიპებში მომუშავე პირები, ასევე, მუზეუმების წარმომადგენლები შეკრიბეს იმ მიზნით, რომ თბილისში დაგეგმილ აქციაზე ავტობუსებით და მიკროავტობუსებით წაეყვანათ.



შეკრება გორის სპორტის სასახლის წინ მოაწყეს. თავდაპირველად, ხალხი კალათბურთის დარბაზში შეიყვანეს, რაოდენობა აღწერეს, შემდეგ კი იმ ტრანსპორტის მონაცემები გადასცეს, რომლითაც შეეძლოთ თბილისში გამგზავრება.

მიკროავტობუსების მძღოლებმა მობილიზება 13 საათზე დაიწყეს. პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა გიგა გელაშვილმა მიკროავტობუსებში ჯერ იმ ადამიანების განთავსება დაიწყო, რომლებიც ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდნენ.

აქვე იმყოფებოდა გორის უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელი ლიზა ბალახაშვილი. ლიზა ბალახაშვილმა გვითხრა, რომ აქციაზე გორის უნივერსიტეტის სტუდენტები არ იქნებოდნენ.

მართლაც, ,,ახალგაზრდული ფრთისთვის’’ განკუთვნილმა მიკროავტობუსებმა ტერიტორია მალე დატოვეს. დიდი ნაწილი არ შეივსო. ერთი საათის შემდეგ გორის სპორტის სასახლესთან სხვა მიკროავტობუსები და ავტობუსები ჩამოდგა, ამჯერად, საჯარო მოხელეებისთვის.

კალათბურთის დარბაზი შეკრებილმა ადამიანებმა შენობიდან გასვლა მაშინ დაიწყეს, როცა შეიტყვეს, თუ რომელ ავტობუსში განთავსებოდნენ. მედიის წარმომადგენლები დარბაზში არ შეუშვეს, რადგან შეხვედრის გამჭვირვალობა არ ისურვეს. თუმცა, ,,გამჭვირვალობის კანონის’’ დასაცავად მიდიოდნენ.

ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომლები უნდა ასულიყვნენ, სხვა სამსახურის თანამშრომლები ავიდნენ. მე-9 საბავშვო ბაღის დირექტორმა ლია ჭონიშვილმა განაცხადა, რომ მისი ბაღიდან 9 თანამშრომელი მიდიოდა და ერთად სურდათ ყოფნა.- ,,როგორც ჩანს ზედმეტები ვართო’’.



ბაღების გაერთიანების დირექტორმა დაიწყო ძებნა ისეთი ტრანსპორტის, სადაც ბაღების ყველა თანამშრომელი ერთად მოთავსებოდა.

,,თქვენზე გაბრაზებული ვარ,’’ - გვითხრა ბაღის ხელმძღვანელმა ლია ჭონიშვილმა, როდესაც ვკითხეთ, თუ სად მიდიოდნენ და რა განწყობით. გაბრაზებულები იყვნენ მისი თანამშრომლებიც, რადგან დიდი ხნის განმავლობაში, იცდიდნენ სასურველი ტრანსპორტის გამოჩენამდე. სიბრაზე კი მედიის წარმომადგენლებთან გამოხატეს:

,,მე მივდივარ ჩემ გზაზე, ადრესატამდე. ძალიან კარგ განწყობაზე ვარ, თუმცა, არ მიყვარს ინტერვიუები’’ - გვითხრა საბავშვო ბაღის თანამშრომელმა, რომელიც წესით საბავშვო ბაღში უნდა ყოფილიყო და ემუშავა.

,,ესენი არიან პირველი ცვლის აღმზრდელები. მეორე ცვლის თანამშრომლები ადგილზე დარჩნენ, არ შეფერხებულა მუშაობა,’’ - გვითხრა ბაღების გაერთიანების დირექტორმა, თუმცა ამის გადამოწმება იმ დროს შეუძლებელი იყო.

,,რას დაეთრევიან ეს ჟურნალისტები’’ - გაბრაზებული იყო ვერხვების უბნის სპეციალისტი დარეჯან შატბერაშვილიც, რომელსაც ორგანიზებული საკითხები ებარა. ის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ყველაზე იცნობდა, იცოდნენ სადაც მუშაობდა. ამიტომ, რუსული კანონის დაცვისთვის გამოჩენილი აქტივობისთვის კითხვები დააყარეს:



,,კარგად იცით, სადაც ვმუშაობ. ეს კანონი არ არის რუსული კანონი. რუსული კანონის მომხრე არც მე ვარ.’’ - გვითხრა მერის წარმომადგენელმა, რომელიც სასაუბროდ არ გაჩერდა. დიალოგის გასაგრძელებლად კი საუბრის საშუალება არ მოგვცა.

თვალი აგვარიდა ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ, რომელიც კულტურის სფეროში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მუშაობს. მასთან ერთად მოდიოდნენ მისი თანამშრომლებიც: ,,გაწი კამერა!’’ - მოგვმართეს ამ ფრაზით. ასე იქცეოდნენ 12 წლის წინ, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მმართველობის დროს პარტიულ შეკრებაზეც.

კალათბურთის შენობისკენ მიიჩქაროდნენ მერიის თანამშრომლები, კულტურის ცენტრის წარმომადგენლები და აიპებში დასაქმებული პირები.

ორგანიზებას სიახლე აკლდა. ყველაფერი ისე კეთდებოდა, როგორც ეს სხვა მმართველობის დროს იყო მიღებული. ერთადერთი რაც აკლდა 2024 წლის 29 აპრილის შეკრებას გორში, იყო ახალგაზრდობა და მასწავლებელთა არმია. 2012 წლის შეკრების დროს უფრო მეტი ახალგაზრდა მოჰყავდათ, უფრო მეტი მასწავლებლის მობილიზება ხდებოდა, ვიდრე ახლა.

არც ის იყო სიახლე, რომ აქციაზე ,,ასფალტის ქარხნის’’ მუშები მოვიდნენ. მათ მობილიზებას კომპანია ,,არქმშენსტუდია 2002’’-ს დირექტორი ალიკა მაკრახიძე ახდენდა. ის ასევე მისი ძმის იოსებ მაკრახიძის კომპანიასაც წარმოადგენდა. შესაბამისად, ყოფილი პარლამენტარის იოსებ მაკრახიძის კომპანიაში დასაქმებული ადამიანებიც მოვიდნენ. თუმცა, ის ავტობუსი, სადაც ალიკა მახრახიძე აგროვებდა ხალხს, არ შეივსო.

დაახლოებით 15 საათისთვის გორში მობილიზებულმა პარტაქტივმა დატოვეს ქალაქი. გაემგზავრნენ პარლამენტის წინ, სადაც ,,ქართული ოცნება’’ რუსული კანონის მიღებას ზეიმობდა. პარლამენტი ამ პერიოდისთვის კანონს მეორე მოსმენით იღებდა. ამ კანონით, ქვეყანაში მომუშავე მედიის წარმომადგენლები, უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უცხოური გავლენის გამტარებად ცხადდებიან. მოხდება მათი კონტროლი, ხელისუფლების სასურველ დროს კი, მათი საქმიანობის შეჩერება.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.