Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ნიკოლოზ კატაპარიაშვილი - ახალგაზრდა მედიკოსი გორიდან დაშავებული აქტივისტებისთვის
თბილისში მიმდინარე აქციაზე იმყოფებიან გორელი ახალგაზრდებიც, რომელთა ფოტოებმაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი სხვა მედიკოსებთან ერთად, დაშავებულ მოქალაქეებს ეხმარება.

ნიკოლოზი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავიდანაა. როგორც მან გვითხრა, სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა მოძრაობა "აქტივისტი მედიკოსები დაშავებული აქტივისტებისთვის", სადაც მედიცინის სტუდენტები არიან გაწევრიანებულნი.



,,ყველასათვის კარგად ნაცნობი ფაქტია, რომ მედიცინის სტუდენტები, ხალხის მხარდაჭერითა და საკუთარი რესურსებით, აქამდეც უანგაროდ ვეხმარებოდით დაშავებულ აქტივისტებს. მაგრამ ვიაზრებთ რა სიტუაციის სიმწვავესა და აქციაზე დგომის მნიშვნელობას, გადავწყვიტეთ ოფიციალური სახე მივცეთ ჩვენს აქტივობას. მოძრაობის შექმნის მიზანი არა მხოლოდ რუსული კანონის აქციების პერიოდში არსებობაა, არამედ იგი განაგრძობს აქტივისტთა დახმარებას ნებისმიერი შესაძლო მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი დარბევის შემთხვევაშიც.'' - აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში.



აქციების პერიოდში ნიკოლოზმა სამადლობელო წერილი გამოაქვეყნა ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგის, მერი კაკაშვილის საპატივსაცემოდ:

,,ᲑᲔᲕᲠᲯᲔᲠ ᲛᲘᲤᲘᲥᲠᲘᲐ, ᲗᲣ ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲐᲡᲔᲗᲘ ᲓᲐᲣᲪᲮᲠᲝᲛᲔᲚᲘ, ᲨᲔᲣᲞᲝᲕᲐᲠᲘ, ᲒᲣᲚᲐᲜᲗᲔᲑᲣᲚᲘ, ᲓᲐᲣᲛᲐᲠᲪᲮᲔᲑᲔᲚᲘ, ᲞᲐᲢᲠᲘᲝᲢᲘ ᲓᲐ Ა.Შ. ᲐᲚᲑᲐᲗ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚ ᲓᲔᲓᲐᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲘᲕᲐᲬᲔᲠᲝᲗ ᲔᲡ ᲧᲝᲕᲔᲚᲘᲕᲔ, ᲘᲒᲘ ᲮᲝᲛ ᲨᲕᲘᲚᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲮᲐᲚᲮᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲖᲠᲓᲘᲡ. ᲒᲐᲕᲘᲮᲡᲔᲜᲝᲗ ᲮᲔᲠᲮᲔᲣᲚᲘᲫᲔᲔᲑᲘᲡ ᲓᲔᲓᲐ, ᲐᲜ ᲗᲣᲜᲓᲐᲪ ᲓᲔᲓᲐᲩᲔᲛᲘ ᲐᲜ ᲓᲔᲓᲐᲗᲥᲕᲔᲜᲘ. ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲓᲐᲕᲫᲔᲜᲓᲘ, ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘᲐ ᲐᲠ ᲒᲐᲛᲝᲒᲕᲠᲩᲔᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲔᲜᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲚᲘᲢᲔᲠᲐᲢᲣᲠᲘᲡ ᲞᲔᲓᲐᲒᲝᲒᲔᲑᲘ. ᲛᲐᲗ ᲮᲝᲛ ᲐᲠᲐᲜᲐᲙᲚᲔᲑᲘ ᲓᲔᲓᲝᲑᲐ ᲒᲐᲒᲕᲘᲬᲘᲔᲡ ᲩᲕᲔᲜ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲨᲕᲘᲚᲔᲑᲡ. ᲘᲡᲘᲜᲘ ᲚᲘᲢᲔᲠᲐᲢᲣᲠᲘᲡ ᲒᲐᲠᲓᲐ ᲮᲝᲛ ᲡᲐᲛᲨᲝᲑᲚᲝᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲡ, ᲔᲠᲗᲒᲣᲚᲔᲑᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲗᲐᲕᲓᲐᲓᲔᲑᲐᲡᲐᲪ ᲒᲕᲐᲡᲬᲐᲕᲚᲘᲐᲜ. ᲐᲠ ᲕᲘᲪᲘ ᲝᲓᲔᲡᲦᲐᲪ ᲛᲔᲥᲜᲔᲑᲐ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲦᲘᲠᲡᲔᲣᲚᲘ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲛᲐᲓᲚᲝᲑᲐ ᲒᲐᲓᲐᲕᲣᲮᲐᲓᲝ ᲩᲔᲛᲡ ᲞᲔᲓᲐᲒᲝᲒᲡ ᲓᲐ ᲕᲣᲗᲮᲠᲐ ᲠᲝᲛ ᲒᲛᲘᲠᲘᲐ. ᲒᲛᲘᲠᲘᲐ ᲘᲛᲘᲢᲝᲛ ᲠᲝᲛ ᲐᲦᲖᲐᲠᲓᲐ ᲐᲠᲐᲔᲠᲗᲘ ᲞᲐᲢᲠᲘᲝᲢᲘ, ᲒᲛᲘᲠᲘᲐ ᲘᲛᲘᲢᲝᲛ ᲠᲝᲛ ᲛᲘᲡᲘ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲔᲑᲘ ᲓᲦᲔᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲦᲘᲠᲡᲔᲑᲐᲡ ᲕᲘᲪᲐᲕᲗ. ᲛᲔᲠᲘ ᲛᲐᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲔᲚᲝ, ᲛᲐᲓᲚᲝᲑᲐ'' - წერს ნიკოლოზი.



მოსწავლის მადლიერ წერილს ხიდისთავის სკოლის პედაგოგი, მერი კაკაშვილის შვილი თეა ნონიკაშვილი გამოეხმაურა. თეა ნონიკაშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტია და ერთ-ერთი იმ პედაგოგთაგანია, რომელმაც ახალგაზრდებს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა.

,,უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ დააფასე მერი მასწავლებლის ამაგი, მისმა დაუღალავმა შრომამ, სულისკვეთებამ, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული გაკვეთილების ჩატარებამ, პატრიოტიზმის გრძნობის ჩანერგვამ მოსწავლეებში, რასაც ყველანაირად ცდილობს დედა ბევრი წელია თავისი გაკვეთილებით, ნამდვილად უკვალოდ არ ჩაუვლია. დღეს მასწავლებლის ხმა თქვენ ხართ, ახალგაზრდები, მასწავლებლების აღზრდილი შვილები. მადლობა შენ, უღრმესი მადლობა რომ დააფასე მასწავლებლის ამაგი, სამშობლოს მოყვარულო ბიჭო.'' - უპასუხა ყოფილ მოსწავლეს თეა ნონიკაშვილმა.

ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის", - ფორმალურად "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" - წინააღმდეგ.

"აგენტების კანონი" საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით. მეორე მოსმენით კი 1 მაისს.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო. ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას.





Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.