Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,ჩემი შვილი რომ იტალიაში სწავლობს, მერე რა?'' - გიორგი სოსიაშვილი შესაძლო სანქციებზე
,,ჩემი შვილი რომ იტალიაში სწავლობს, მერე რა? შვილი რა შუაშია'' - აცხადებს გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი.

იგი იმ 84 დეპუტატს შორისაა, რომელმაც  ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ'' კანონს - იგივე რუსულ კანონს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ იქნება სანქციები, როგორც აშში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში, საკუთარ მოსაზრებას ამის შემდეგ გააკეთებს.

იგი თვლის, რომ ევროკავშირის რომელიმე ერთი ქვეყნის წარმომადგენლის მოთხოვნის გამო, სანქციები არ იქნება, ხოლო შესაძლო სანქციების შემთხვევაში, მისი შვილი არ უნდა ისჯებოდეს.

,,მე რასაც დავუჭირე მხარი, ძალიან კარგად ვიცი. ეს არის გამჭვირვალობის კანონი. ჯერ არანაირი სანქციები არ არსებობს; თუ ასე იქნება? თუ ხვალ წვიმიანი ამინდი იქნება, თუ.. თუ.. ან იქნება ასე, ან არ იქნება. მე დავუჭირე მხარი კანონს და როგორ შეიძლება ამის გამო დამასანქცირონ'' - აცხადებს სოსიაშვილი.

რაც შეეხება მის შვილს, ის სწავლობს იტალიაში - ტუშის უნივერსიტეტში უსფრთხოებისა და ადამიანის უფლებების სამაგისტრო, 2-წლიან პროგრამაზე.

,,თქვენ რა გგონიათ? არაევროპულ რამეს ვუჭერ მხარს? ან დავუჭირე? ასეთი კანონი აქვს მიღებული საფრანგეთს, აშშ-ს, თურქეთიც მიიღებს'' - ამტკიცებს სოსიაშვილი.

გორში ყოფნისას საფრანგეთის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონი არაა ფრანგული.
ცნობისათვის, აშშ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზე სანქციებს აწესებს.

ამის შესახებ აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი განმარტებით, სანქციები დაუწესდება ყველას, ვინც პასუხისმგებელია „რუსული კანონის“ მიღებით, საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე.

სავიზო შეზღუდვები დაუწესდება ფიზიკურ პირებს, ასევე, მათი ოჯახის უშუალო წევრებს, იქნებიან ისინი ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელების დასაბრკოლებლად, პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის, ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით.

გიორგი სოსიაშვილი მაჟორიტარ დეპუტატად 2023 წლის შემოდგომიდანაა, მას შემდეგ, რაც პარლაენტი დატოვა გიორგი ხოჯევანიშვილმა. 2023 წლის შემოდგომით ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები.

97-ივე უბნის მონაცემების მიხედვით, გიორგი სოსიაშვილს ხმა მისცა 23 523 ამომრჩეველმა. ოლქში, სადაც 134 066 ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 25 627-მა მოქალაქემ, რაც რაც საერთო ამომრჩევლის 19%-ია.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.