Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ხაშურის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ლატვიაში იმყოფებიან
ხაშურის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ლატვიაში
იმყოფებიან.
ზვიად გოგუაძე და ნოდარ ლომიძე მონაწილეობას იღებენ ქალაქ ბაუსკას ყოველწლიურ ფესტივალზე ,,ოქროს მუხის ტოტების ქვეშ''. წელს ქალაქი ბაუსკა დაარსებიდან 415 წელს აღნიშნავს.
ბაუსკა და ხაშური დამეგობრებული ქალაქებია. წელს ლატვიელებმა ხაშურიდან ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფრესკა'' მიიწვიეს. მგზავრობის ხარჯები ხაშურის მერიამ გაიღო.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ცნობის მიხედვით, საქართველოს გარდა, ბაუსკაში იმყოფებიან იტალიის, პოლონეთის, ჩეხეთის, უკრაინისა და ლიტვის იმ ქალაქების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე დამეგობრებულია ბაუსკასთან.
,,ამ კვირაში ჩვენ ვზეიმობთ ბაუსკას ყოველწლიურ ფესტივალს "ოქროს მუხის ტოტების ქვეშ". მათში ტრადიციულად, მუნიციპალიტეტის პარტნიორებიც მონაწილეობენ უცხოეთიდან. ფესტივალზე შეხვედრა არა მხოლოდ არსებული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობაა ახალი კონტაქტებითა და ერთობლივი საპროექტო წინადადებებით. ასევე არის შესაძლებლობა, შეიძინო ღირებული გამოცდილება, წარმოაჩინო ეროვნული ფერები და უფრო საფუძვლიანად გაიცნო სხვადასხვა ხალხის ცხოვრების ისტორია.'' - აღნიშნულია ბაუსკას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მათი ცნობით, დღესასწაულზე, მუნიციპალიტეტის ოფიციალურ პირებთან ერთად, ხელოვნების რამდენიმე ჯგუფი იღებს მონაწილეობას.
კერძოდ, ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ერის კულტურული მემკვიდრეობის გამოფენაში. წარმოდგენილი იქნება ლიტვური, ესტონური, იტალიური, ქართული და უკრაინული ხალხური კოსტიუმების ნაკრები.
,,ფესტივალის პროგრამას საქართველოდან ჩამოსული მოცეკვავეები და მომღერლები გაამდიდრებენ.'' - წერს გამოცემა და ამის აღსანიშნავად, ვიდეორგოლის მოამზადეს.
ბასუკის მხარე
ბაუსკა მდებარეობს რიგიდან სამხრეთით 66 კმ-ში, მდინარეების მუსასა და მემელეს შეერთების ადგილას. მოსახლეობა 9972 ადამიანი (2011). ქალაქმა თავისი კვალი დატოვა ისტორიაში ლივონიის ომის (1558—1583), ოცდაათწლიანი ომის (1618—1648), ჩრდილოეთის ომისა (1700—1721) და ნაპოლეონის ლაშქრობის (1812) დროს.
ვიკიპედიის ცნობით, ბაუსკა დააარსეს ტევტონმა რაინდებმა 1443 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო 1511 წელს, ხოლო 1609 წლიდან სრულუფლებიანი ქალაქია. ბაუსკის ციხესიმაგრე დაარსდა 1456 წელს ლივონიაში გერმანული ორდენის ლანდმაისტერმა იოან ფონ მენგედეს მიერ. 1625 წელს ციხესიმაგრე აიღეს შვედებმა, ხოლო 1705 წელს ჩრდილოეთის ომის დროს - რუსებმა. 1705 წელს ციხესიმაგრე დაანგრიეს და იმ დროიდან მოყოლებული უკაცრიელია. შემონახულია ციხის ნანგრევები, რომელსაც ბოლო წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |