Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
სამოქალაქო აქტივისტის იოსებ ბაბაევის საქმეზე მოსამართლე ლევან დარბაიძემ საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ ცნო
გორელი ბიზნესმენის, სამოქალაქო აქტივისტის, რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციების აქტიური მონაწილის, იოსებ ბაბაევის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ იქნა ცნობილი.

ამის შესახებ მოსამართლე ლევან დარბაიძემ, დღეს, 6 ივნისს, ზეპირი მოსმენის შემდეგ განაცხადა.  ბაბაევი 5 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა, ბრალის წარდგენამდე, მოსამართლეს ოთხი შუამდგომლობით მიმართა. პროკურორი ითხოვდა, რომ მოსამართლეს დასაშვებად ეცნო ჩხრეკის ოქმები, მანქანისა და პირადი ნივთების ამოღების კანონიერება.

მოსამართლის თქმით, 4-5 ივნისს მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, იოსებ ბაბაევის პირადი ჩხრეკა, ავტომობილის ჩხრეკა, კუთვნილი ავტომობილის ამოღება და კუთვნილი ტანსაცმლის ამოღება უკანონოა, ხოლო ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ინფორმაცია, ნივთები და საგნები დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნა ცნობილი.

გარდა ამისა, ბაბაევს აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ასევე, როგორც მან პროცესზე განაცხადა, უკვე მიმართული აქვს შესაბამის ორგანოებისთვის, რათა პოლიციელების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი გამოიძიონ.

ბაბაევმა პროცესზე განაცხადა, რომ პოლიციელები თავდაპირველად ამტვრევდნენ მანქანის მინებს. მანქანიდან გადმოსვლისთანავე დაადეს ხელბორკილები და პისტოლეტი ჩაუდეს. ამავე დროს სცემეს.



მოსამართლის განცხადებით - „პროკურატურის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს, უკანონოდ იქნეს ცნობილი 4-5 ივნისს მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, იოსებ ბაბაევის პირადი ჩხრეკა, ავტომობილის ჩხრეკა, კუთვნილი ავტომობილის ამოღება და კუთვნილი ტანსაცმლის ამოღება და ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ინფორმაცია, ნივთები და საგნები დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნას ცნობილი.

იოსებ ბაბაევს განემარტოს, რომ მას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, უფლება აქვს, სამოქალაქო ადმინისტრაციული წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

წარმოდგენილი მასალებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. იმ პირობებში, როცა არსებობდა აუცილებლობა, რომ ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებულიყო საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება, ასახულიყო თითოეული მოქმედება ვიდეო ჩანაწერით ან გარეშე პირის დასწრებით – ამის ობიექტური შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა – ეს მოთხოვნა დარღვეულია.

ასევე, საეჭვოა პირადი ჩხრეკის ოქმში სასამართლო პროცესზე გამოვლენილი გარემოება, რომ აშკარად ოქმში ჩამატებულია კონკრეტული ფრაზა, რაც სასამართლოში მანამდე წარმოდგენილ დოკუმენტში არ იყო და თეორიულად შეუძლებელია, რომ ქსეროქსის აპარატით მოხდეს ისე გადაღება, რომ რაღაც კონკრეტული ფრაზა იქ არ მოხვდეს, ეს უბრალოდ არის თეორიულად გამორიცხული.

გარდა ამისა, ტანსაცმლის ამოღების დროს, ვლინდება, რომ ამ დროს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რაც ვერ გაქარწყლდა როგორც წარმოდგენილი მასალებით, ასევე, საგამოძიებო ოქმში ასახული გარემოებებით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მოგახსენეთ”.

ვინ არის მოსამართლე ლევან დარბაიძე

ლევან დარბაიძე იმ მოსამართლეთა შორისაა, რომელიც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა. მან ასევე გამოხატა თავისი პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე და თქვა: „რა თქმა უნდა, წინ, ევროპისკენ”.

 



4 ივნისს საღამოს, გორში, დააკავეს ,,რესტო ბარის’’ მფლობელი იოსებ ბაბაევი.

თბილისიდან დაბრუნების დროს, ქალაქის შემოსასვლელში მას ჯერ უცხო მანქანა აედევნა, არ აძლევდა საშუალებას, რომ მოძრაობა გაეგრძელებინა. შემდეგ კი გზა პოლიციის მანქანებმა გადაუკეტა.

როგორც ადვოკატთან საუბარში სოსო ბაბაევმა განაცხადა, მანქანიდან გადმოსვლისთანავე პისტოლეტი ჩაუდეს, ხოლო ავტომატი საბარგულში მოათავსეს.

,,კარგი ხნის შემდეგ, დაიწყეს ტელეფონით გადაღება, ალბათ, კანონიერი სახის მიცემის მიზნით. ვიდეოს იღებდნენ ტელეფონით და ჩხრეკდნენ.’’ - აღნიშნავს ადვოკატი კახა კალმახელიძე.



მისი ინფორმაციით, იოსებ ბაბაევს ფიზიკური ზემოქმედების კვალი აღენიშნება სახეზე, ხელებზე და ფეხებზე, ტანსაცმელი შემოახიეს და სცემეს.

,,სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარვადგენთ სამედიცინო დასკვნას. რაც მთავარია უკავშირებს პოლიტიკურ აქტიიურობას. დაკავებისას პოლიციელები, სწორედ, ამ აქტიურობას ასახელებდნენ. პოლიციელები ეუბნებოდნენ, ვის მხარეზე დგახარო?’’ - თქვა ადვოკატმა.



დაკავებულმა ადვოკატის მეშვეობით ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ პოლიციელებს წინააღმდეგობას არ უწევდა, ხოლო ეჭვი აქვს, რომ დნმ-ის ნიმუში პოლიციელებმა მისი სახიდან აიღეს.

იოსებ ბაბაევი გორში ცხოვრობს, მან 10 წლის წინ რესტო ბარი, გორის ციხესთან ახლოს გახსნა. მფლობელის წინააღმდეგ მერიამ არაერთი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარა.

მას დაულუქეს ერთი მანქანა, სანომრე ნიშნების გამო. სანომრე ნიშანზე დროშა იყო დაზიანებული. რესტორნის გვერდით უარი უთხრეს მისი ფართობის შეძენაზე. გაუფრთხილებლად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით, აღარ აწვდიდნენ ელექტროენერგიას და სასმელ წყალს. მუნიციპალური ინსპექციამ დააჯარიმა ხუთი ათასი ლარით, ნარჩენების გამო. ნარჩენები პოლიეთილენის პარკში იყო განთავსებული და გასატანად გამზადებული. სასამართლო პროცესები მოიგო.



2023 წლის გაზაფხულზე განაცხადა, რომ რესტორანში არ შეუშვებდა იმ მოსამართლეებს, რომელიც აშშ-ს მთავრობამ დაასანქცირა. ამის საპასუხოდ, სანქცირებულმა მოსამართლეებმა სპეციალური საღამო სწორედ გორში, ოღონდ სხვა რესტორანში გამართეს.

იოსებ ბაბაევმა რესტორნის გარშემო გამოფინა როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის, ნატოსა და უკრაინის დროშები. ეს იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობამ პარლამენტში რუსული კანონი დააინიცირა.

მას შემდეგ იოსებ ბაბაევი მონაწილეობას იღებს საპროტესტო აქციებში, როგორც თბილისში, ასევე გორში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მხარდაჭერას უცხადებდა უკრაინაში მებრძოლებს, სოციალურ ქსელში აქტიურად ოპონირებს ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ.




ბოლოს, 31 მაისს ტურისტული სეზონის გახსნის დროს, სააჯაროდ გამოაქვეყნა პოსტი, თუ როგორ არაეფექტურად მუშაობს კეთილმოწყობის სააგენტო. იმ დროს, როდესაც ქალაქში ტურისტული სეზონი გაიხსნა, ნაგვის ურნები გადავსებული იყო, ხოლო ქალაქის დიდ ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა.

რესტო ბარი 2017 წელს გახსნა. ციხისუბანში, მიწვეულ სტუმრებისთვის ანსამბლ ,,მეტეხის" წევრებმა იმღერეს და მფლობელს წარმატება უსურვეს.

რესტო-ბარი “Black Stars”, თავისი დანიშნულებით, მხოლოდ, კომერციულ ხასიათს არ ატარებს. მენეჯერის თქმით, აქ იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც ქალაქის ცხოვრებას აღვიძებს. რესტორანი “Black Stars” , 2018 წლის მაისიდან, USAID Zrda-ს ციფრული მარკეტინგის ტრენინგების დახმარებით TripAdvisor-ზე დარეგისტრირდა. ობიექტის მფლობელის განცხადებით, TripAdvisor-ის მართვის პანელის სრულყოფილად შესწავლამ ხელი შეუწყო მას დამატებით მოეზიდა, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ტურისტები.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.