Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
აშშ ინდივიდუალურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს უწესებს “ქართული ოცნების” წევრებსა და დეპუტატებს
რადიო თავისუფლების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინდივიდუალურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს უწესებს ქართული ოცნებისა და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცავებს და სხვა კერძო პირებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 6 ივნისის ბრიფინგი საქართველოს საკითხზე განცხადებით გახსნა.

"აშშ ისევ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებების, ბოლოდროინდელი განცხადებებისა და რიტორიკის გამო. ეს ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალსა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ისევე, როგორც ქართველი ხალხი სურვილს.

სახელმწიფო მდივანმა [ენტონი ბლინკენმა] გამოაცხადა უკვე ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა. ამის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა ახალი სავიზო აკრძალვის პოლიტიკა...

დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვაწესებთ სავიზო აკრძალვებს ათეულობით პირზე და მათ შორის, ოჯახის წევრებზე, მათზე ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, თავისუფალი შეკრების უფლებაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე...

სანქციების ამ პირველ ნაკადში, მოიაზრებიან "ქართული ოცნების" წევრები, პარლამენტის წევრები, პოლიცია და კერძო პირები", - განაცხადა მეთიუ მილერმა. კითხვაზე, რამდენი ათეული ადამიანი მოიაზრება სანქცირებულთა შორის, მილერი ზუსტ რიცხვს არ ასახელებს და ამბობს: "ეს არის, დაახლოებით, 20-დან 30-მდე პირი და მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს პირველი ნაკადია".

მილერმა, ასევე განაცხადა, რომ სანქცირებული ადამიანებისთვის შეტყობინება არ გაუგზავნიათ: "ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვგზავნით შეტყობინებას, მაგრამ ისინი ამის შესახებ გაიგებენ, თუკი ეცდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას".
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.