Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
საქართველოს უნივერსიტეტის ფინანსური შეთავაზებები აბიტურიენტებისათვის
რამოდენიმე თვეში, ასობით აბიტურიენტი ამა თუ იმ უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება, არჩევანის გაკეთების პროცესში თითოეული მათგანი ითვალისწინებს როგორც აკადემიურ ნაწილს, აგრეთვე ფინა-ნსურ შეთავაზებებს.

საინტერესოა, ფინანსური მიმართულებით რას სთავაზობს, რეიტინგით #1 უნივერსიტეტი რეგიონში, სტუდენტებს.

დეტალური ინფორმაცია საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელმა, ქეთევან ლომთაძემ გაგვიზიარა.


პირველ რიგში, რომ გვესაუბროთ საერთო შეთავაზებების შესახებ და თუ გაქვთ რაიმე ფორმულა, რის მიხედვითაც უნივერსიტეტი წინასწარ საზღვრავს საშეღავათო პირობებს?

- საქართველოს უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს მისცეს. სწორედ ამიტომ ითალისწინებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და სტუდენტებს მათზე მორგებულ ფინანსურ შეთავაზებებს სთავაზობს.

და კონკრეტულად რას სთავაზობს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს, რომლებიც 2024 წელს ჩაირიცხებიან?

- პირველ რიგში, საერთო საუნივერსიტეტო შეთავაზებები, როგორებიცაა, სახელწიფო საგრანტო სისტემის პირდაპირ ვალიდურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამის ღირებულების მიუხედავად, მაგალითად, თუკი სტუდენტი ჩაირიცხება 100% გრანტით - 4000 ლარიან პროგრამაზე, გადასახადი ავტომატურად 0 ტოლი გახდება. ( იგივე მეთოდით დაითვლება 70 და 50 % გრანტი)

უკვე რამდენიმე წელია გრანტით ჩარიცხულ პირველკურსელებს ვაჯილდოვებთ 100 000 ლარიანი საგრანტო ფონდიდან, ანუ ერთია რომ ისინი გრანტს მიიღებენ და ამას გარდა უნივერსიტეტი დააჯილდოებს მაღალი ქულებით ჩარიცხვის საფუძველზე- შესაბამისი თანხით.

ხოლო ისეთი აბიტურიენტების შემთხვევაში, რომლებიც ვერ ჩაირიცხებიან სახელმწიფო გრანტით, საქართველოს უნივერსიტეტი წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული გრაფიკით გადახდის შესაძლებლობას სთავაზობს აბიტურიენტებს.

აქვე აღვნიშნავ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი კერძო უნივერსიტეტია, ის არ არის გათავისუფლებული სოციალური საშეღავათო პირობებისგან, რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე თავისუფლდება გადასახადისაგან.

თქვენ აღნიშნეთ, რომ გარდა საერთო შეთავაზებებისა, უნივერსიტეტში კერძო პროგრამებებზეც არსებობს საჟეღავათო შეთავაზებები, ამის შესახებ რომ გვესაუბროთ.

- დიახ, კერძოდ პროგრამების ნაწილში წლევანდელი გამორჩეული შეთავაზება ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლას აქვს, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ ყველა ოქროსმედალოსანი, მიიღებს თუ არა სახელმწიფო გრანტს, ისწავლის 50% ფასდაკლებით. რა თქმა უნდა, გრანტის მიღების პირობებში თანხას კვლავ დააკლდება დამატებითი შეღავათის პირობით გათვალისწინებული თანხა.

აღსანიშნავია, რომ ეს შეთავაზება შარშანაც იყო ჩაშვებული, რამაც ცალსახად დაგვანახა, რომ ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა, შესაბამისად თქვენს კითხვაზე, თუ რა ფორმულით საზღვრავს უნივერსიტეტი ფინანსურ შეთავაზებებს - სწორედ ეს არის მიდგომა, ყოველწლი-ურად ვითვალისწინებთ ერთის მხრივ საჭირობებს და მეორეს მხრივ ამის გათვალისწინებით ვცდილობთ გავზარდოთ მოტივაცია, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობიდან იცოდნენ, პოტენციურმა სტუდენტებმა, თუ რა წახალისება ელით ჩვენგან, როგორც ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტისგან, საქართველოში, რომელიც უკვე 20 წლის გახდა.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.