Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ბრეთის მეურნეობაში სახურავების რეაბილიტაციის პროგრამა დროულად ვერ შესრულდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ,,ბრეთის მეურნეობაში'', სტიქიის შედეგად დაზარალებულს დახმარება დროულად ვერ გაუწიეს.

ამის მიზეზად სამშენებლო კომპანია უამინდობას ასახელებს. კომპანია ,,ბერმუხას'' 56 დღეში უნდა შეესრულებინა საერთო საცხოვრებლისთვის სახურავის შეცვლის სამუშაოები.

ქარელის მერიაში აღნიშნავენ, რომ სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2024 წლის მარტში, თუმცა, სამუშაოები საერთოდ არ დაწყებულა, ამიტომ, ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის გადაწყვეტილებით, კომპანიასთან ხელშეკრულება ვადაზე ადრე, ორ კვირაში შეწყდა.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ თანხა არაა გადახდილი, უფრო მეტიც, კომპანიას მოუწევს პირგასამტეხელოს გადახდა 2 ათასი ლარის ოდენობით.

კომპანია ,,ბერმუხაში'' აღნიშნავენ, რომ ქარელის მერიის გადაწყვეტილება უსამართლოა:

,,ვალდებული ვიყავით არამარტო დროულად შეგვესრულებინა სამუშაოები, არამედ ხარისხიანადაც, ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ მარტის თვის დასაწყისში არ იყო კარგი ამინდი, დროულად ვერ დაიწყო სამუშაოების წარმოება, რადგანაც წვიმიან ამინდში შეუძლებელი იყო გარე პერიმეტრზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარისხიანად წარმოება.'' - აღნიშნავენ კომპანიაში.

მიმწოდებლის მითითებით, იგი უახლოეს დღეებში წარმოადგენდა უამინდობის დამადასტურებელ ცნობას. ამასთან, გეგმა-გრაფიკის თანახმად, თავდაპირველად შესასრულებელი სამუშაოებისთვის (სადემონტაჟო სამუშაოები) განსაზღვრული იყო 14 კალენდარული დღე, რომელიც იწურებოდა 2024 წლის 23 მარტს, ხოლო ქარელის მერიამ 12 დღის ვადაგადაცილების გამო შეწყვიტა ხელშეკრულება, მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისთვის 56 დღე იყო განსაზღვრული.

მიმწოდებლის მითითებით, არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი და შემსყიდველმა ორგანიზაციამ თავად დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.