Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის ორ სკოლაში სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატები დირექტორად არ აირჩიეს
გორის მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატები დირექტორად არ აირჩიეს.

ამის შესახებ გორის რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.

მისი ცნობით, ზემო ნიქოზისა და ბეთლემის საჯარო სკოლებში, დირექტორის პოზიციაზე ასარჩევად, წარდგენილი იყო თითო კანდიდატი: ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში - მარიამ ლაზარაშვილი, ხოლო ბეთლემის საჯარო სკოლაში - კარინა ტოგონიძე.

მარიამ ლაზარაშვილი პედაგოგია და ის ზემო ხვითის სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის, ხოლო კარინა ტოგონიძე სპეციალობით ქიმია-ბიოლოგია და სოფელ სკრიდანაა.

ზემო ნიქოზსა და ბეთლემში დირექტორის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ ლია შატაკიშვილი და ლომარი წიწილაშვილი.

როგორც ნანა ტერმაკოზაშვილმა გვითხრა, ლია შატაკიშვილს სურდა დირექტორობა და ჩაბარებული ჰქონდა გამოცდები, თუმცა რატომ არ წარადგინა სამინისტრომ დირექტორის პოზიციაზე ასარჩევად, მისთვის უცნობია. ლია შატაკიშვილმა ჩვენთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

რაც შეეხება ბეთლემის სკოლას, აქ მოვალეობას კვლავ ლომარ წიწილაშვილი შეასრულებს, რომელსაც 40 წლის გამოცდილება აქვს, თუმცა, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, ლომარ წიწილაშვილს გამოცდები არ ჰქონდა ჩაბარებული და ამიტომ არ წარადგინეს კანდიდატად.

რაც შეეხება სხვა სკოლებს: გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე 67 საჯარო სკოლიდან არჩეული დირექტორი არ ჰყავდა 14 სკოლას. 19 ივნისს დასრულდა მეორე ეტაპი.

14 სკოლიდან სამი სკოლის - ერგნეთის, ქვემო ნიქოზის და კირბლის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს სამინისტროს საკონკურსო კომისიამ ასარჩევად კანდიდატი არ წარუდგინა.

ორი სკოლის - ბეთლემის და ზემო ნიქოზის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებმა სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატები არ აირჩია.

- გორის მეორე საჯარო სკოლა- წარდგენილი ორი კანდიდატიდან სამეურვეო საბჭომ აირჩია თამარ სამსონაშვილი.

- ტყვიავის საჯარო სკოლა - წარდგენილი ორი კანდიდატიდან სამეურვეო საბჭომ აირჩია თეა გიგუაშვილი.

- არბოს საჯარო სკოლა - მარიამ ოქროპირიძე

- ქიწნისის საჯარო სკოლა - დავით ინაური.

- ტირძნისის საჯარო სკოლა - დარეჯან ნასყიდაშვილი

- ბერშუეთის საჯარო სკოლა - ქეთევან ცერცვაძე

- პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლა - შორენა მუზაშვილი

- ხურვალეთის საჯარო სკოლა - ლელა კუდუხაშვილი

- ახრისის საჯარო სკოლა - თამთა გოგიაშვილი

,,ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ჩემს ერთ-ერთ დამსახურებად მიმაჩნია, ბევრი ახალგაზრდა რომ გამოჩნდა საჯარო სკოლებში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის - მმართველ პოზიციაზე. ამპოსტში უნდა ყოფილიყო კიდევ რამდენიმე გვარ-სახელი, რომლითაც იამაყებდა სასკოლო საზოგადოება, მაგრამ არაუშავს. თავს ვიმშვიდებ, ახალარჩეულებშიც მეგულებიან ასეთები, ვისმა არწარდგენამაც იმედი გამიცრუა, მათი დროც აუცილებლად მოვა ამ ქვეყანაში.'' - განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.