Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორში „ქართული კლასიკური მუსიკის საღამო“ გაიმართება
გორში, 29 ივნისს, 15 საათზე, ქართული კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება. 19 საათზე კი, - ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში.

"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების " რიგით მესამე კონცერტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით, იმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თამარ ლიჩელი - ფორტეპიანო, "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების " ორგანიზატორი, ლიზი რამიშვილი - ჩელო , გიორგი შავერზაშვილი - კომპოზიტორი, ვალერიან შიუკაშვილი- ფორტეპიანო, ნინო უშიკიშვილი - ფორტეპიანო, დიმიტრი ბოქოლიშვილი - კლარნეტი, ნათია ბერაია- ფორტეპიანო, ნათია ქავთარაძ - ფორტეპიანო, ლანა გულდედავა - ფორტეპიანო.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართველ მუსიკოს-შემსრულებელთა პოპულარიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. წელს კონცერტები ჩატარდება თბილისსა და გორში.

კონცერტების სერია მოიცავს ქართულ კლასიკურ რეპერტუარს, რომელიც გააერთიანებს როგორც დიდი ქართველი კომპოზიტორების შედევრებს, ასევე ახალ ქართულ ნაწარმოებებს, ისეთი კომპოზიტორების ნაწარმოებებთან ერთად, როგორებიც არიან: ო.თაქთაქიშვილი, ბ.კვერნაძე, გ.ყანჩელი, ა.მაჭავარიანი, მ.დავითაშვილი, ა.შავერზაშვილი, ნ.გაბუნია, ვ. აზარაშვილი და სხვები. კონცერტებზე შედგება ახალი ქართული ნაწარმოებების პრემიერა.

,,გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები გამორჩეული ქართველი შემსრულებლები. ამ მხრივ, ეს პროექტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს და თავს მოუყრის ქართველი მსმენელის წინაშე საქართველოში მცხოვრებ იმ ქართველ მუსიკოსებს, რომელთა მაღალინსაშემსრულებლო დონე ყოველთვის ასახელებს ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ კულტურას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.'' - აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

თამარ ლიჩელს 28 ივნისს კომპოზიტორთა კავშირის საპატიო სიგელი გადაეცა ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.

პროექტი წელს მოიცავს სამ კონცერტს. 27 და 28 ივნისს გაიმართა თბილისში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ხოლო მესამე კონცერტი, 29 ივნისს გაიმართება გორის მუსიკალურ სასწავლებელში. მომავალში ღონისძიება გაფართოვდება და ჩატარდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.