Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
Მარიამ მარიამიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში ცხოვრობს. Პირველად მას გორში, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის შესახებ გამართულ ფორუმზე შევხვდით - 2024 წლის აპრილში.
Მის შესახებ და, ეკა მარიამიძე გვესაუბრა. Გვითხრა, რომ მარიამი ილიაუნში სწავლობს. Დედაქალაქში ოჯახის მანქანით, კვირაში ოთხჯერ ხან მამას, ხან კი დას მიყავს.
Გადავწყვიტეთ, რომ მარიამი უფრო ახლოს გაგვეცნო. მასთან ერთად გაგვევლო გზა სოფლიდან უნივერსიტეტამდე.
Დიცში ერთი საათით ადრე მივედით. Მანამდე, საპოლიციო საგუშაგო გავიარეთ. Სახლიდან 13 საათზე უნდა გავსულიყავით. Ლექციები კი 15 საათზე იწყება და 21 საათზე მთავრდება.
Სად მიბრძანდებით? - გვკითხეს პოლიციელებმა.
Მარიამ მარიამიძის ოჯახში, შშმ პირია. Უნივერსიტეტში სწავლობს და მას უნდა გავყვეთ თბილისში.
Საგუშაგოს ყველა თანამშრომელი იცნობდა მარიამის ოჯახს. 40 წუთი დაგვჭირდა იმის ასახნელად, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ჩვენი ვიზიტი სოფელში.
Აა, ვიცით, ვიცნობთ მაგ ოჯახს. Მარიამსაც ვიცნობთ. Ხშირად დადიან ხოლმე.
ზემდგომებთან სატელეფონო საუბრის დროს, პოლიციელებმა შშმ პირთა დასახასიათებლად ისეთი ტერმინი გამოიყენეს, რომელიც შშმ პირთა მიმართ სტიგმას აძლიერებს.
Ანუ, ერთხელ კიდევ აგვიხსენით, რატომ მიდიხართ?
Მარიამი სწავლობს ილიაუნში. Უნდა გადავიღოთ როგორც სახლში, ასევე უნივერსიტეტში. Მათ გავყვებით თბილისში.’’ - ავუხსენით.
Ხელახლა დაურეკეს ზემდგომს (აქაც ძველი ტერმინოლოგია გამოიყენეს).
Ბატონო დავით /ზემდგომის სახელი პირობითია/. Ჟურნალისტმა თბილისში უნდა წაიყვანოს და მერე ისევ უკან უნდა წამოიყვანოს’’
Კვლავ მოგვიწია იმის ახსნა, რომ ჩვენ კი არ მიგვყავდა სტუდენტი უნივერსიტეტში, არამედ მას უნდა გავყოლოდით, ხოლო მისი ერთი დღე აგვესახა ფირზე.
Საბოლოოდ, 40 წუთიანი ლოდინის შემდეგ, ვიზიტის მიზანი გაარკვიეს, გააანალიზეს ყველაფერი და შეგვიშვეს სოფელში. Უკან Საგუშაგოზე გამოვლისას კი, გზაც დაგვილოცეს.
როდესაც მარიამმა გამოთქვა სურვილი, რომ ესწავლა ილიაუნიში, ოჯახმა მოიძია რესურსები განათლების სამინისტროში, შემდგომ მუნიციპალიტეტში, თუმცა ორივეგან უშედეგოდ. სახელმწიფოს არ გააჩნია ასისტენტის პროგრამა, ან რაიმე მსგავსი ანალოგიური პროგრამა, რომელიც განკუთვნილია შშმ პირების ხელშეწყობისთვის.
,,მსგავსი დახმარების მიღების, მხოლოდ ერთჯერადი ქეისები თუ შეგვხვდება. უარის მიღების შემდგომ, დავიწყეთ მსგავსი პროგრამების მოძიება სამთავრობო, თუ არასამთავრობო სექტორში და არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით მივიღეთ ერთჯერადი დახმარება.’’ - ამბობს ეკა მარიამიძე, მარიამის და.
Ეკა თბილისში მუშაობს. Მას დის ასისტენტობა მაშინ უწევს, როდესაც დასვენების დღეები აქვს.
,,ჩემს მანქანას უკვე იმდენი მანძილი აქვს გავლილი, რომ ალბათ მალე ვეღარ ივლის,’’ - გვეუბნება ეკა ხუმრობით. Იგი ჩამოთვლის იმ რესურსებს, რომელსაც ოჯახი მარიამის სწავლისთვის ხარჯავს. Ხარჯები საკმაოდ დიდია.
,,ადამიანთა უფლებების დამცველ, ერთ-ერთი მოწინავე ორგანიზაციის დახმარებით, მივმართეთ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, რის შედეგადაც ერთჯერადი ფინანსური დახმარებას ვიღებთ ტრანსპორტირების დასაფინანსებლად, თუმცა რა თქმა უნდა ერთჯერადი დახმარება საკმარისი არაა’’ - ამბობს ეკა და თბილისამდე მგზავრობის დროს ბევრ შემთხვევას იხსენებს, თუ როგორც შეუძლებელია დახმარების გარეშე შშმ პირის ხელშეწყობა ოჯახის მხრიდან.
Განსაკუთრებით, რაიონში მცხოვრები შშმ პირისთვის არ არის სათანადო ხელშეწყობა, მათ არ აქვთ ის შესაძლებლობები რაც საჭიროა რომ იცხოვრონ თავისუფლად და დამოუკიდებლად. უმეტესწილად მათ უწევთ ოჯახი რესურსებზე დაყრდნობა.
ამ ეტაპზე ოჯახს საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით უწევს მარიამის ხელშეწყობა, რომ მან შეუფერხებლად მიიღოს უმაღლესი განათლება და თავი დაიმკვიდროს საკუთარ სფეროში, უფლება, რომელიც მარიამს კონსტიტუციურად ეკუთვნის. ამ მდგომარეობას ერთვის კიდევ ის გამოწვევა, რომ მარიამი უნივერსიტეტიდან 100 კილომეტრის მოშორებით, სოფელ დიცში ცხოვრობს. როდესაც მის დას, ან მამას არ სცალიათ რომ ის უნივერსიტეტში ამ გზაზე წაიყვანონ, სამსახურის, თუ სხვა მიზეზების გამო, მარიამს ლექციების გაცდენა უწევს.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ასისტენტის ყოლა. Ხანდახან ხდება ხოლმე ისე, რომ ხან მე არ მცალია, ხან - მამას. Ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლოში მოუგო პროცესი სახელმწიფოს, რომ გამოეყოთ ასისტენტი შშმ პირისთვის. Სავარაუდოდ, ჩვენც ასე მოგვიწევს ბრძოლა. Იმის გამო, რომ სავალდებულო არაა შშმ პირისთვის ასისტენტის ყოლა, იძულებული ვიქნებით, ჩვენც ასე მოვიქცეთ,’’ - გვიხსნის ეკა.
Გორიდან თბილისამდე დაახლოებით 50 წუთი დაგვჭირდა. Დიდ დიღომში საცობები დაიწყო. Იმის გამო, რომ სოფლიდან გვიან გამოვედით, დიდი დიღმიდან ჭავჭავაძის გამზირამდე, ვაკემდე მისასვლელად 24 წუთი გვქონდა დარჩენილი.ამ დროს როგორ გამოვიყენებდით, ჯერ არ ვიცოდით. Თუმცა, გაგვიმართლა. Შაბათი დღე იყო და საცობები ბევრგან აღარ შეგვხვდა.
Მივუახლოვდით ილიაუნს და თვალში მოხვდა ფასადზე გამოფენილი დროშები - საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის. Ეს ის დრო იყო, როდესაც სტუდენტები და პროფესორთა დიდი ნაწილი გაფიცული იყო ე.წ. Აგენტების კანონის მიღების გამო.
,,სავარაუდოდ, მთელი ივნისი მოგვიწევს უნივერსიტეტში სიარული. Სტუდენტების ნაწილი გაფიცულია, ლექტორების ნაწილიც გაფიცულია. გვითხრეს, რომ აგინაზღაურდებათ ყველაფერიო’’, - გვითხრა მარიამმა.
Ილიაუნში შენობის უკანა მხრიდან შევედით. Ეკას მანქანა იქვე გავაჩერეთ, სადაც პანდუსი იყო. Მარიამს 3 საათიანი ლექცია ჰქონდა სისხლის სამართალში. Ლექტორი აღმოჩნდა პროკურორი, რომელიც ერთ დროს გორის პროკურატურაში მუშაობდა. Ე.წ. Აგენტების კანონის გამო, ის არ იყო გაფიცული და ატარებდა ლექციებს. Მის ლექციას რამდენიმე, ათამდე სტუდენტი ესწრებოდა.
Ერთ-ერთმა სტუდენტმა ლექტორს ჰკითხა, მოესწრებოდა თუ არა გამოცდები ივნისის შუა რიცხვებამდე, რადგან გერმანიაში, სტუდენტური დასაქმების პროგრამით, სამუშაოდ აპირებდა წასვლას.
Პროკურორმა ლექციის გადაღების უფლება არ მოგვცა, რადგან ეს შესათანხმებელი იყო ადმინისტრაციასთან, რაც გარკვეულ დროს მოითხოვა, თუმცა ლექციაზე დასწრების საშუალება მოგვცა. Იგი სტუდენტებთან სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულ დანაშაულის სახეებს იხილავდა. Მარიამი ერთ-ერთი გამორჩეული იყო ლექციაზე, აქტიურად იყო ჩართული მუხლების განხილვაში, სამწუხაროდ, ამ მომენტების დაფიქსირება ვერ შევძელით.
Ყველაზე შთამბეჭდავი ის იყო, რომ აუდიტორია შერჩეული იყო პირველ სართულზე სპეციალურად მარიამისთვის. Ლექციები დასრულდა 21 საათზე. Დავბრუნდით სოფელში.
მარიამი მონდომებული ახალგაზრდაა და ყველა იმ გამოწვევის მიუხედავად, რაც ქვეყანაში, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ შშმ პირთა მიმართ არსებული სიტუაციის ფონზე აწყდება, ის მაინც აქტიურად ცდილობს საკუთარი თავის განვითარებას. ხშირად იღებს მონაწილეობას უფლებათაცვითი თემის პროექტებში, ერთვება საუნივერსიტეტო ტრენინგებში და USAID-ისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის, ინკლუზიური ბანაკის მონაწილეც იყო.
Ეკა იხსენებს, რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციები, ის სერვისები, რომელსაც ამჟამად მარიამი ასე თუ ისე იღებს, ხელმიუწვდომელი იქნებოდა.
საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონი ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობს შესახებ“, შეეხება სწორედ ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მმართველი გუნდის მტკიცებით, კანონი საქართველოში შემოსული უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება.
საპარლამენტო უმრავლესობამ 2024 წლის აპრილსა და მაისში, ხალხმხრავალი პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად, მიიღო კანონი, რომელიც მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის ძალად, თუკი მათი შემოსავლის 20 პროცენტი უცხოური ფონდებიდანაა.
კანონს სამოქალაქო საზოგადოებამ "რუსული კანონი" უწოდა, რადგან მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში უკვე გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, მედია და სამოქალაქო სექტორი.
დიციდან ილიაუნიმდე - მარიამ მარიამიძე

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |