Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,ხელფასი ხარჯებს ვერ ეწევა''- მარეხ ყამბეგაშვილი ემიგრაციაში წავიდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის ქვემო ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის სპეციალისტი მარეხ ყამბეგაშვილი ემიგრაციაში წავიდა.

ის რამდენიმე კვირაა იტალიაში იმყოფება და საქართველოში აგვისტოს ბოლოს დაბრუნდება. ეს თარიღი საემიგრაციო პერიოდის დასრულებას ემთხვევა.

მარეხ ყამბეგაშვილმა გვითხრა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს წავა თუ არა სამსახურიდან, რადგან ხელფასი ხარჯებს ვერ ეწევა.

ჩვენს კითხვაზე, აპირებს თუ არა დაბრუნებას სამსახურში, ,,არაფერია გამორიცხული. საყურადღებო არაფერი მომხდარა. უბრალოდ ჩემი ხელფასი ხარჯებს ვერ ეწევა.'' - გვითხრა მან.

კასპის მერის პრესსამსახურის ცნობით, მარეხ ყამბეგაშვილი ამჟამად ფასიანი შვებულებით სარგებლობს, რომლის მაქსიმალური ვადა 1 თვეა, მომდევნო ერთ თვეს კი აგვიტოს ბოლომდე უფასო შვებულებით შეუძლია სარგებლობა.

,,ამჟამად, ამ თემით არ ვარ დაინტერესებული. რატომ წავიდა და დაბრუნდება თუ არა სამსახურში, არ ვიცი. ქვემო ჭალაში მოვალეობას ასრულებს ახალი წარმომადგენელი კეკელაშვილი. სპეციალისტიც მოვალეობას ასრულებს'' - გვითხრა კასპის მერის პრესსამსახურმა დალი კორკომაშვილმა.

ცოტა ხნის წინ, ქვემო ჭალაში მერის წარმომადგენელი სტეფანე მესროფაშვილი გარდაიცვალა. მის ნაცვლად მოვალეობას მარეხ ყამბეგაშვილი ასრულებდა, რადგან წლებია სოფელში სპეციალისტად მუშაობდა. მოგვიანებით, მარეხ ყამბეგაშვილის ნაცვლად, წარმომადგენლად სხვა დაინიშნა.

როგორც არაოფიციალურად გვაცნობეს, ,,ქართული ოცნების'' ადგილობრივ ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა გამოთქვა პრეტენზია, რომ სოფელში წარმომადგენლად მამაკაცი უნდა დაინიშნოს:

,,კაცები გამოილია სოფელშიო? კაცი დავნიშნოთ მერის წარმომადგენლადო'' - გვეუბნება წყარო.

ქვემო ჭალაში, სოფლის ხელმძღვანელად ქალების დანიშვნას ჯერ კიდევ 2013 წელს აპროტესტებდნენ. ამის ამსახველი ვიდეო ,,ქართლის ამბების'' არქივში მოიძებნება.

მარეხ ყამბეგაშვილი ათ წელზე მეტია ერთგულად ემსახურება ,,ქართულ ოცნებას'' და მის გუნდს კასპში. ათი წლის წინ, იგი და მისი თანამოაზრეები დაუპირისპირდნენ გამგებელს ოლეგ იაძეს და განაცხადა, რომ კასპი იქცა ,,ტატამად'' რადგან სათავეში სულ მოჭიდავეები მოვიდნენ.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.