Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ტარიელ მიდელაშვილი – ჭიდაობის ნაკრებიდან ფუტკრების გუნდში


26 წლის ტარიელ მიდელაშვილი, კასპში, ფუტკრის რძისგან სამკურნალო პროდუქტებს ამზადებს. იგი ყოფილი მოჭიდავეა, იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. ამჟამად კი, დროს ფუტკრების გუნდში ატარებს.

ფიჭისთვის და თაფლისთვის სკები სოფელ ჩობალაურში აქვს. სოფელ მრგვალიჭალაში კი ცალკე სკები ფუტკრის რძისთვის გააკეთა.

როგორც გვითხრა, ჩობალაურში ძირითადად თაფლს იღებს, ხოლო ფუტკრის რძეს – მრგვალიჭალაში.

,,მთელი წლის განმავლობაში ხან ყაზბეგში, ხან ქვემო ქართლში ალგეთის ნაკრძალში მიგვაქვს სკები, ხან თრიალეთის ქედზე. მუდმივად ვუცვლით ისეთ ადგილს, სადაც ფუტკარს საშუალება აქვს, რომ კარგი და ხარისხიანი თაფლი და რძე მოგვცეს,“ - გვეუბნება ტარიელი.



სოფელი ჩობალაური მისი მამა-პაპის სოფელია. აქ დაიბადა, თუმცა იცხოვრა 10 წლის ასაკამდე. შემდეგ მისი ოჯახი კასპში გადავიდა საცხოვრებლად.

ტარიელის მამაც, ნუკრი მიდელაშვილი ყოფილი სპორტსმენია. ახალგაზრდობაში თამაშობდა გორის საფეხბურთო კლუბ ,,დილაში“. დაოჯახების შემდეგ, 1990-იან წლებში მან და მისმა მეუღლემ მეფუტკრეობას მიყვეს ხელი:

,,6 წლიდან ვეხმარებოდი მშობლებს“ - იხსენებს ტარიელი - ,,თუმცა, მაშინ მხოლოდ თაფლს იღებდნენ ჩემი მშობლები. ახლა უკვე სხვა მიმართულებითაც ვმუშაობთ, ვცდილობთ, უფრო მეტი სარგებელი მივიღოთ ფუტკრისაგან.“



ფუტკრისგან მეტი სარგებლის მიღება გადაწყვიტა მაშინ, როდესაც ტარიელმა სწავლა დაიწყო სამედიცინო უნივერსიტეტში.

,,მე მოჭიდავე ვიყავი, საქართველოს ნაკრებში ვიყავი. იქ ერთი ექიმი მუშაობდა, მუდმივად, კარგ ადგილებში დადიოდა. ვკითხე, როგორ მოხვდა ნაკრებში, მითხრა, რომ სამედიცინო აქვს დამთავრებული. მეც გადავწყვიტე სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება. ვფიქრობდი, თუ ჭიდაობაში წარმატებას ვერ მივაღწევ, ამ სპეციალობით მაინც დავბრუნდებოდი ჭიდაობის ნაკრებში,“ - იხსენებს ჩვენი მასპინძელი.



სამედიცინო უნივერსიტეტში მესამე სპეციალობას ეუფლება – ფარმაციის მიმართულებით:

,,სწავლის პერიოდში მივხვდი, თუ რას ნიშნავს ადამიანისთვის ჯანმრთელობას, მკურნალობას. ამჟამად, მაგისტრის ხარისხი მაქვს. რადგან ჩვენი ოჯახი დიდი ხანია მეფუტკრეობას მისდევს, გადავწყვიტე ამ მიმართულებით გამომეყენებინა ჩემი განათლება“ - გვეუბნება ტარიელი.

მან ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელშეწყობით, დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა სამკურნალო პროდუქტები მიეღო ფუტკრისგან, როგორც თაფლისგან, ასევე ცვილისგან, რძისგან თუ მტვერისგან.

დაიწყო ფუტკრის რძით. შეიმუშავა შესაბამისი ფორმულა, შეიძინა დანადგარები და დაიწყო დამზადება. ფუტკრის რძეს უკვე კაპსულებში ამზადებს.

უფრო ვრცლად ვიდეო


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.