Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
„ეს პროგრამები დამეხმარა ჩემს პიროვნულ განვითარებაში, ძალიან ბევრი შესაძლებლობა მომცა, ასევე დასაქმების მხრივაც", - გორელმა ახალგაზრდებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში მიიღეს მონაწილეობა. „ერასმუს +"-ს პროგრამის ფარგლებში ისინი გერმანიის ქალაქ დრეზდენში იმყოფებოდნენ.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ ამ პროგრამის საშუალებით ევროკავშირი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ეწვიონ ევროპის ქვეყნებს, გაეცნონ იქაურ კულტურას, ისტორიას, ცხოვრების წესს.
ქეთი ლომაძე ამბობს, რომ პირველად „ერასმუს+"-ს პროგრამაში მონაწილეობა 14 წლის ასაკში მიიღო, მას შემდეგ ქეთიმ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 10-ზე მეტ პროექტში მიიღო მონაწილეობა
.
„დრეზდენის უნივერსიტეტში ვართ გერმანელების და ქართველების ჯგუფი. აღნიშნული პროგრამ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაატარონ დრო, გაეცნონ იქაურ კულტურას, ისტორიას, ისწავლონ. მე პირადად ერასმუსის პროგრამებში მონაწილეობა დავიწყე 14 წლის ასაკიდან. ჩემი პირველი გაცლითი პროგრამა იყო გერმანიაში, ეს იყო უბრალოდ თვალის ახელა - საბოლოო ჯამში, ერასმუსის 10-ზე მეტ პროგრამაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ეს ყველაფერი დამეხმარა ჩემს პიროვნულ განვითარებაში, ძალიან ბევრი შესაძლებლობა მომცა, ასევე დასაქმების მხრივაც", - ამბობს ის.
ზურა მაჭარაშვილი ამბობს, რომ ევროპის ქვეყნები ბევრი მიმართულებით არის საუკეთესო მაგალითი. ის ყურადღებას ამახვილებს ქალაქის არქიტექტურაზე - თუ როგორ შემოინახა გერმანიამ ისტორია და ამის პარალელურად, თანამედროვე არქიტექტურა როგორ ადაპტირდა ძველთან.
„არქიტექტურა, რომელიც წარსულიდან მოჰყვებათ ძალიან კარგად შეძლეს რომ გაეერთიანებინათ ახალ, თანამედროვე არქიტექტურასთან, რომელმაც ერთად ჩამოაყალიბა დრეზდენის ეს ლამაზი ატმოსფერო. არ არის ამოვარდნილი ახალი ნაგებობები ძველი სტრუქტურისგან, არ ვხედავთ შუშის შენობებს ძველ და ისტორიულ ადგილებზე", - ამბობს ზურა.
გერმანიაში მიღებული გამოცდილებებიდან, ჯემიკო მაზმიშვილი ყურადღებას ამახვილებს ნარჩენების მართვის პოლიტიკაზე. ამის მაგალითად კი, მოჰყავს გერმანიის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში არსებულ სპეციალურ აპარატებზე, რომელიც პლასტმასის და თუნუქის ქილების ჩაბარების სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას აძლევს მომხმარებლებს.
„გვაქვს დაგროვილი თუნუქის ქილის და პლასტმასის ბოთლები, რომელიც შეგიძლია ჩააგდო აპარატში - 3 ჩაგდებულ ბოთლზე აპარატი გაძლევს 22 ცენტს, შესაძლებელია ამ დაგროვილი ცენტებით შეაგროვოთ ევრო, რომლითაც ახალ ქილას იყიდით. ავიღეთ 5 ევრო, რომელსაც გავანაღდებთ სალაროში", - ამბობს ის.
ურბანული განვითარების მხრივ, ახალგაზრდები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ არის მოწესრიგებული ტრანსპორტის თემა. მათი თქმით, გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გერმანიაში მოხდა ველოსიპედის, როგორც გადაადგილების ერთ-ერთი საშუალების პოპულარიზაცია.
„აქ ხშირად ვერ შეხვდები ძალიან ძვირადღირებულ მანქანებს. ადამიანების უმეტესობა მაინც გადაადგილდება ძალიან ჩვეულებრივი, არცთუ ისე ძვირიანი მარკის მანქანებით და ასევე ძალიან ბევრს ადამიანს შეხვდებით, მათ შორის ხანშიშესულ ადამიანებსაც, ვისაც უყვარს ველოსიპედით გადაადგილება. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ადაპტირებულია ქალაქი ველოსიპედის მოყვარულებისთვის", - ამბობს ზურა მაჭარაშვილი.
მისივე თქმით, გულსატკენია ის ფაქტი, რომ განსხვავება ძალიან მკაფიოა გერმანიასა და საქართველოს შორის საპენსიო ასაკის მოსახლეობის ცხოვრების დონის მიხედით.
„მაშინ, როდესაც საქართველოში უმეტესობა გადარჩენისთვის იბრძვის, აქ ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება იწვალეს და რაღაცა ქონება დააგროვეს, ახლა ძალიან ბედნიერად და თავისუფლად ცხოვრობენ. იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც მოვა დრო, როცა საქართველოშიც ვნახავთ ისეთ ხანშიშესულ ადამიანებს, რომლებსაც სადარდებელი არა იმაზე ექნებათ როგორ იყიდონ დავუშვათ საკვები, წამლები და ა.შ არამედ ამ ფულით იმოგზაურებენ და იმ ოცნებებს აიხდენენ, რაც რეალურად ჰქონდათ ახალგაზრდობის პერიოდში. უკეთესი იქნება თუ გადავასწრებთ და ახალგაზრდობის პერიოდშივე გვექნება საშუალება, რომ ის ვიყიდოთ და შევიძინოთ, რისი სურვილიც სულ გვქონდა", - აცხადებს ზურა.
როგორც „ერასმუს +",-ს ოფიცილურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, პროგრამა 2021-2027 წლების ფარგლებში არაასოცირებული -პარტნიორი - ქვეყნების ორგანიზაციებს სთავაზობს უამრავ ახალ შესაძლებლობას. პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში 2021-2027 წლებისათვის არის: ხარისხიანი განათლება, ინკლუზია და გენდერული თანასწორობა, მწვანე და ციფრული განვითარების მხარდაჭერა, მასწავლებლები და ტრენერები, უმაღლესი განათლება, გეოპოლიტიკური განზომილება.
გორიდან დრეზდენში - ზურა და ჯემიკო გაცვლითი პროგრამით გერმანიაში

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |