Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
იუნკერმა თავდაცვის აკადემია მიატოვა - გორის სასამართლოში ჯარიმის ოდენობაზე იმსჯელეს
მეორე კურსის იუნკერმა თავდაცვის აკადემია მიატოვა. მიზეზი უცნობია.

თავდაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, მას 2500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ყოფილმა იუნკერმა თანხა არ გადაიხადა. თანხის დაკისრების მოთხოვნით, თავდაცვის სამინისტრომ გორის სასამართლოს მიმართა.

ახალგაზრდა მამაკაცი გორის თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობდა. მან კონტრაქტი შეწყვიტა II კურსზე ყოფნის პერიოდში.

გორის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილა. მოქალაქე ო. ბ-ეს ჯარიმის სახით, ნაცვლად 2500 ლარისა, 1 000 ლარი დაეკისრა.

გორის სასამართლოს გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ზემდგომმა ინსტანციებმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს.

2024 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ:

,,სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერება. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო პირის ქონებრივი, არამედ ყველა სხვა პატივსადები ინტერესი, შეაფასოს, როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, შეემცირებინა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე.''- ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.