Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
მუქარა ლიფტის გამო - ხაშურში სასულიერო პირი და სამოქალაქო აქტივისტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ხაშურში, სამოქალაქო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა განაცხადა, რომ მას სასულიერო პირი დაემუქრა. კერძოდ, სამოქალაქო აქტივისტს კონკრეტული პირები, ინფორმაციის გავრცელების გამო, ფიზიკურად გაუსწორდებიან.

ზაზა მეხრიშვილმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში გუშინ 27 ივლისს გამოაქვეყნა.

დღეს კი აღნიშნა, რომ გაუგებრობა აღმოხვრილია, თუმცა მოქალაქეების უფლებების დაცვას განაგრძობს. 27 ივლისის პოსტი კი წაშალა.

სასულიერო პირმა, მღდელმა პიმენმა (ჯეგაძემ) გვითხრა, რომ მუქარა პირიქით სამოქალაქო აქტივისტის მხრიდან მოდიოდა, თუმცა როგორც მან აღნიშნა, სასულიერო ცხოვრებიდან გამომდინარე, ამის შესახებ არ ისაუბრებს, ხოლო მუქარის მიუხედავად, აპატიებს.

რა მოხდა?

27 ივლისს, ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსში ლიფტი გაიჭედა. ორი ადამიანი ლიფტიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

ზაზა მეხრიშვილმა ფეისბუქის გვერდზე ,,ხაშური ჩემი ქალაქია'' აღნიშნა, რომ არ შეიძლება ასეთ კრიტიკულ მომენტში კორპუსის მცხოვრებლები გასაღების გარეშე იყვნენ დარჩენილები.

იმისათვის, რომ ლიფტის კარი გაღებულიყო, საჭირო იყო გასაღები, რომელიც მღვდელ პიმენს ჰქონდა. თუმცა გუშინ იგი სახლში არ იმყოფებოდა. სასულიერო პირი აღნიშნულ კორპუსში ცხოვრობს და ამხანაგობის თავმჯდომარეა.

სასულიერო პირმა განმარტა, რომ გასაღები დატოვებული ჰქონდა მეზობელთან, რომელიც ასევე არ იმყოფებოდა სახლში:

,,მე ამხანაგობის თავმჯდომარედ ამირჩიეს კორპუსის მცხოვრებლებმა. შესაბამისად, გასაღები მე მქონდა ჩაბარებული. არ ვიყავი იმ მომენტში ხაშურში, გასაღები დატოვებული მქონდა მეზობელთან. იმას დაურეკეს და უთხრეს, რომ გასაღები გვინდაო. ამანაც უპასუხა, რომ არ იყო სახლში. თუმცა, არ იცოდა, რა ხდებოდა კორპუსში. თუკი ეტყოდნენ, რომ ლიფტი იყო გაჭედილი, მისი შვილი მოვიდოდა კორპუსში და გამოიტანდა გასაღებს. მე არავის დავმუქრებივარ. თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, შეუძლია მიმართოს სამართალდამცველებს. მუქარა ჩემი მისამართით უფრო იყო, თუმცა არ ვისაუბრებ ამაზე. მე ვპატიობ მას'' - ამბობს სასულიერო პირი.

სამოქალაქო აქტივისტი აღნიშნავდა, რომ ორი ახალგაზრდა ლიფტში ერთი საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. მისი, როგორც სამოქალაქო აქტივისტის სურვილი იყო, რომ რაც შეიძლება მალე დახმარებოდნენ ადამიანებს. გამოიძახეს სამაშველო სამსახური და კარი მექანიკური ზეწოლით გააღეს. ლიფტი ამჟამად დაზიანებულია.

,,აქამდე ლიფტი არასდროს ასე არ დაზიანებულა. ეს უბრალო ლიფტი კი არ არის, არამედ თანამედროვე სტანდარტებითაა გაკეთებული. დენი რომ გაითიშოს და იქ ხალხი იყოს, ლიფტი ადგილამდე მივა და კარს გააღებს. ახლა რა მოხდა, რატომ მოხდა ესე, ვერ გეტყვით. ჩამოვა სპეციალისტი, ვინც ეს ლიფტი გააკეთა, იტყვის ზუსტად, რატომ ჩაიკეტა კარი. მე როგორც ვიცი, ერთი საათი არ ჩარჩენილან ადამიანები დახურულ სივრცეში. როგორც კი დაურეკეს სამაშველოს, მაშინვე მივიდნენ და დაეხმარნენ.'' - გვითხრა სასულიერო პირმა.

იგი თვლის, რომ სამოქალაქო აქტივისტს არ ჰქონდა ასეთი აჟიოტაჟის ატეხვის უფლება. ,,ის არც მეზობელია ჩვენი; არც ჩვენს კორპუსში ცხოვრობს; არც ჩემთვის ჩაუბარებია გასაღები, რომ ასეთი ტონით მოითხოვოს, თუ სად არის გასაღები'' - აღნიშნავს მღვდელი პიმენი.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.