Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - უსაფრთხოების გარანტია მოსახლეობისთვის
ჟურნალისტები ტრადიციულად, 10:30 სთ-დან ვიკრიბებით სოფელ ერგნეთის ბოლოში, პოლიციის საგუშაგოსთან, რომლის მიღმაც, ე.წ ნეიტრალური ტერიტორიაა და კიდევ უფრო იქით, ოკუპირებული ცხინვალი. იმდენად ახლოს არის ყველაფერი, ისეთი განცდა გრჩება, რომ კიდევ ერთ ნაბიჯს თუ გადადგამ, ცხინვალში აღმოჩნდები.

ყოველი შეხვედრის წინ, ზუსტად 11 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ანთაძე კომენტარს აკეთებს მედიისთვის. ამჯერადაც ასე მოხდა. ანთაძე გვაცნობს იმ თემებს, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან უნდა განიხილონ. ვიგებთ, რომ უკანონო პატიმრობაში, კვლავ რჩება საქართველოს 8 მოქალაქე და ბოლო ორ თვეში უკანონო ე.წ ბორდერიზაციის შემთხვევებიც ყოფილა.

ანთაძეს ვეკითხებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზე მოლაპარაკებების კონტექსტში, პასუხის გაცემის დროს ანთაძე 3-ჯერ იმეორებს სიტყვებს "კრიტიკულად მნიშვნელოვანი", სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირის გარეშე მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანას ძალიან გაუჭირდებოდა.

ამის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ე.წ ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადადიან, სადაც მოწყობილია სპეციალური კარავი შეხვედრებისთვის. საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიას და ამ კარავს ლენტი ჰყოფს, რომლის მიღმა გადასვლაც, ჟურნალისტებს გვეკრძალება. სულ რამდენიმე მეტრში ვხედავთ ცხინვალის ე.წ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც შეხვედრისთვის ემზადებიან.

ერგნეთის შეხვედრის, როგორც ხშირად მოვიხსენიებთ ხოლმე, სრული სახელწოდება არის - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული, უკვე ასმეოცედ ტარდება. შეხვედრა საშუალოდ 5 საათს გრძელდება. ჟურნალისტებს კი, ამ დროს ფაქტობრივად, მთელი დღე გვაქვს გასაყვანი.

საგუშაგოსთან ძალიან ახლოს ცხოვრობს ლია ჩლაჩიძე, რომელსაც საკუთარ სახლში აგვისტოს ომის მუზეუმი აქვს მოწყობილი. ერგნეთის ყოველი შეხვედრის დროს, ჟურნალისტები რამდენიმე საათით მისი სტუმრები ვხდებით და შეხვედრის დასრულებამდე მასთან ვრჩებით. ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, იმ ტკივილზე, რომელიც ომმა მოიტანა და იმაზეც, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები დაცლის პირასაა - მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო. თუმცა აქ შემორჩნენ გუშაგები, მცველები, რომლებიც ამაგრებენ სოფელს. ლია ჩლაჩიძეც ერთ-ერთი მათგანია.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის 1-ელი ოქტომბრიდან არის განთავსებული, მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს ომი მოხდა. კლაას მაესი, მისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსია. ის ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაა, რისთვისაც სადამკვირვებლო მისია სამი მიმართულებოთ მუშაობს.



„ვპატრულირებთ 24/7-ზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ.ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს პატრულირებას იქ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების განცდა მოაქვს. ჩვენ ასევე ინფორმაციას ვაწვდით აქ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რაც ევროკავშირს ეხმარება იმაში, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უკეთესი პოლიტიკა შეიმუშაოს", - ამბობს კლაასი.

მისივე თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენას უწყობს ხელს. კაასი ამის ერთ-ერთ საშუალებად, სწორედ ერგნეთის, იგივე IPRM-ის ფორმატის შეხვედრას ასახელებს.

„ამ ფორმატით ჩვენ სწორედ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ვუწყობთ ხელს. თითქმის ორ თვეში ერთხელ ვიკრიბებით ერგნეთში, რომ თანათავმჯდომარეობა გავუწიოთ ამ შეხვედრას ეუთოსთან ერთად, სადაც მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის დ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს ფორმატი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. მაგალითისთვის, ჩვენ განვიხილავთ გადაადგილების თავისუფლებას, ირიგაციას, დაკავების შემთხვევებს. IPRM-ის პირველი შეხვედრა 2009 წლის აპრილში ჩატარდა და წელს ჩვენ ახლახანს ამ ფორმატის 15 წელი აღვნიშნეთ. დღეს 120-ე შეხვედრა ტარდება", - აცხადებს ის.

აღნიშნული შეხვედრების შედეგებზე საუბრისას კლაას მაესი ყურადღებას ამახვილებს სააღდგომოდ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ე.წ სასაზღვრო ხაზზე გადამსვლელი პუნქტების გახსნაზე, რამაც მისი თქმით, თავისუფლად მიმოსვლის საშუალება მისცა აქ მცხოვრებ მოსახლეობას.

„ასევე, ამ ფორმატის შედეგად მოხდა დაკავებულების გათავისუფლება. ასევე ამ ფორმატმა საშუალება მისცა ირიგაციასთან დაკავშირებით მხარეებს შორის თანამშრომლობას. დღეს აქ ვართ 120-ე შეხვედრაზე და ეუთოსთან ერთად ჩვენ მზად ვართ ამ ფორმატის შესანარჩუნებლად, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ფორმატის მუშაობა მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის, რომ მათი თავი უსაფრთხოდ იგრძნონ"

მრავალსაათიანი შეხვედრა სრულდება კიდევ ერთი კომენტარით, რომელსაც ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, ირაკლი ანთიძე აძლევს. ეს ინტერვიუ დილანდელი კომენტარის გამოძახილია – გატაცებულების უპირობი გათავისუფლება და უკანონო ბორდერიზაცია.

სხვა დეტალების გარკვევა შესაძლებელია ოსურ საინფორმაციო გამოშვებებში, სადაც ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლის ინტერვიუ ქვეყნდება. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებს წნელისის საგუშაგოზე და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მის გაუქმებას.

მოგვიანებით, ჩნდება ნიუსები სარწყავი სისტემების აღდგენის შესახებ. სააგენტო ,,რესი’’ წერს, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება ტირიფონის არხის აღდგენას იწყებს და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მშვიდობის შენარჩუნებაში ეხმარება, ჩართულია ნდობის აღდგენის პროცესში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებთან პატრულირებს 24-საათიან რეჟიმში და ა.შ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის ანტიდასავლური რიტორიკა. მაგალითისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი როდესაც ხდება, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.