Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,ოცნების'' დელეგატები შიდა ქართლიდან, რომლებიც პროპორციულ სიაში გამსვლელ ადგილზე მოხვდებიან
დღეს, 15 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტიის, "ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა დელეგატების სია, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეგიონებში "ოცნების" დელეგატები იქნებიან.

კობახიძემ შიდა ქართლში ორი დელეგატი დაასახელა, ესენია - გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ხაშურის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე.

,,ყველა დელეგატი პროპორციულ სიაში წარმოდგენილი იქნება გამსვლელ ადგილზე, შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში, უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც არის დაკავშირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან", – განაცხადა კობახიძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის წევრ, ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ, სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ჯამში 8,562,573 ლარი მიიღო 2013-2022 წლებში. კომპანიებში ზაალ დუგლაძესთან ერთად საკუთარი ბიზნესინტერესები გააჩნია ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ბენეფიციარია დუგლაძეების ღვინის კომპანია, რომელმაც პროგრამით, ყველა სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე უფრო ხშირად, ჯამში 45-ჯერ ისარგებლა და იაფი ფინანსური რესურსის სახით 4,335,895 ლარი მიიღო.

დუგლაძეების ღვინის კომპანიას ეკუთვნის ასევე შპს ვარციხის კონიაკის ქარხანა, რომელმაც აგროკრედიტის პროგრამით ჯამში 83,086 ლარი მიიღო. დუგლაძეების კომპანიას რამდენიმე მეწილე ჰყავს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი.

ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულია ასევე სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა. კომპანიამ პროგრამით 29-ჯერ ისარგებლა და 3,899,176 ლარი მიიღო. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ზაალ დუგლაძის ძმა, დავით დუგლაძე, წევრები კი - ზაალ დუგლაძის მეუღლე - ეკატერინე დუგლაძე და ბიძინა ივანიშვილის ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი.

ზაალ დუგლაძე, ძმასთან და ალექსანდრე ივანიშვილთან ერთად ასევე ფლობს კომპანიას - აისი ინკ, რომელმაც 2019-2021 წლებში სახელმწიფოსგან 2-ჯერ მიიღო შეღავათიანი აგროკრედიტი, ჯამში 244,416 ლარი.

ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადრეც წერდა. დუგლაძის კომპანიებმა 2021 წელს რთველის სუბსიდირების პროგრამითაც ისარგებლეს და ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

ძმები დუგლაძეები და ალექსანდრე ივანიშვილი, პარტია ქართულ ოცნებასაც აქტიურად სწირავენ თანხას. ზაალ დუგლაძემ პარტიას ჯამში 115,000 ლარი შესწირა, დავით დუგლაძემ - 162,000 ლარი, ხოლო ალექსანდრე ივანიშვილმა - 260,768 ლარი.

ლადო ხინჩეგაშვილი 1991 წელს გორში დაიბადა. ის ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონია. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოგებული აქვს ვერცხლის მედალი, ხოლო 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ოქრო აიღო. 2016 წელს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლადო ხინჩეგაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

2019 წელს ლადო ხინჩეგაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებდა. გეგეშიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ის მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ძალადობაში დაადანაშაულა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.