Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
რატომ ჩამოიშალა ვაყაში გზა, რომლის გამაგრებაზე 411 000 ლარი დაიხარჯა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში მიწის მასა ჩამოიშალა.
მეწყერმა გზა მდინარე ჭერათხევში ჩაიტანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ეს ზუსტად ის მონაკვეთი აღმოჩნდა, რომლის რეაბილიტაცია 2023 წელს დაიწყო. გასულ წელსაც მეწყერმა გზა მდინარეში ჩაიტანა.
ხაშურის მერიამ 2023 წლის 15 სექტემბერს გააფორმა ხელშეკრულება ,,საქართველოს სამშენებლო კომპანიასთან''. ხელშეკრულების ღირებულებამ თავდაპირველად, 411 ათასი ლარი შეადგინა. 2024 წლის იანვრიდან გაიზარდა 450 000 ლარამდე.
ფოტოზე: ვაყის გზა 2023 წლის აგვისტო
2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე ვაყაში, მდინარის სანაპიროზე, მოეწყო გაბიონი.
2024 წლის 2 თებერვალს კომპანიამ მოითხოვა დამატებითი თანხა იმისათვის, რომ ჩამოშლილი გზის შესავსებად, ქვიშა-ხრეში მიეტანა. მისი მოთხოვნა დააკმაყოფილეს.
2024 წლის 20 თებერვალს კომპანიის წარმომადგენელმა ხაშურის მერიას აცნობა:
,,მოგახსენებთ რომ, დიდი წვიმების შედეგად ჩვენს მიერ მოწყობილმა გაბიონმა შეარულა თავისი დანიშნულება, მაგრამ მიწისქვეშა წყლებმა და მოვარდნილმა ნიაღვარმა ჩამოშალა მოწყობილი ფერდი, ასევე საფრთხე ექმნება მოსახლეობას, რაც საჭიროებს დამატებით საპროექტო ღონისიებების ჩატარებას და ახალი პროექტის მომზადებას, რომელსაც სჭირდება გარკვეული ვადები. აქედან გამომდინარე სამშენებლო ორგანიზაციამ სამშენებლო სამუშაოები გააჩერა უსაფრხოებიდან გამომდინარე, გთხოვთ ხელშეკრულების მიწოდების ვადა გაგვიგრძელოთ 28 კალენდარული დღე საპროექტო ორგანიზაციასთან შეთანხმებამდე.'' - აღნიშნულია წერილში.
28 დღის გასვლის შემდეგ, სამუშაოები აღარ გაგრძელებულა. ხაშურის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება საბოლოოდ შეწყვიტა 2024 წლის მარტში.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას 411`626 ლარი ჩაურიცხეს.
მარტიდან აგვისტომდე რა ღონისძიებები გაატარა მერიამ, დოკუმენტაციით აღარ ჩანს. მერიაში აცხადებენ, რომ განცხადებას თავად გაავრცელებენ. დახარჯული 411 626 ლარი კი, ფაქტია, მეწყერმა ,,წაიღო".
ფოტოზე: გაბიონის მშენებლობა

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |