Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
როგორ გადარჩა დასავლეთის დახმარებით ატენის სიონი
„ატენის სიონში დასავლური დახმარება იყო ძალიან ტევადი,
მნიშვნელოვანი, მრავალმხრივი. ფაქტობრივად, ეს იყო ის პირველი
დახმარება და აუცილებელი დახმარება, რომელმაც ქართულ სარესტავრაციო
სკოლას დაუმკვიდრა თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობა",
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მდებარე ისტორიული ძეგლის
შესახებ ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი გვიყვება.
აღმოჩნდა, რომ VII საუკუნით დათარიღებული ძეგლის გადარჩენა სწორედ დასავლური დახმარების საშუალებით მოხერხდა. ეს ყველაფერი დაიწყო 2003 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით.
„ეს დაიწყო 2003 წელს, როდესაც პირველი კატასტროფა მოხდა ატენში და მისი უძველესი - მეხუთე საუკუნის სუბსტრუქცია დაინგრა. მაშინ მახსოვს, როგორ მომენტალურად დადგა ამერიკის საელჩოს ბიუჯეტი და ამერიკის საელჩო ქართველი კოლეგების გვერდით იმიტომ, რომ მაშინ ჯერ კიდევ 1990-იანი წლების კრიზისი იყო და ფაქტობრივად, ძეგლთა დაცვის ორგანიზაციას საერთოდ არ გააჩნდა ბიუჯეტი და ამერიკული დახმარება რომ არა, ასე უცებ ვერ მოშუშდებოდა ატენის სიონის სუბსტრუქციის ყველაზე ძველი ნაწილის პრობლემატიკა", - ამბობს ვაჩეიშვილი.
მისივე თქმით, დასავლური დახმარება ამით არ დასრულებულა - უკვე 2005 წლიდან ევროკავშირის ქვეყნების ჩართულობით და დახმარებით მოხერხდა ის, რომ ატენის სიონში მიმდინარე რღვევის ინტენსიური ეროზიის პროცესი შეჩერდა.
„ატენში ჩართული იყვნენ გერმანელი სუბსტრუქციის სპეციალისტები, ასევე ქვის და ფრესკების კონსერვაციის სპეციალისტები. ეს იყო შემთხვევა, როდესაც გარეგნულად პროცესი არ ჩანდა კატასტროფის, მაგრამ ყველა ნიშანი იყო იმისა, რომ შიგნით მიმდინარეობს რღვევის ინტენსიური ეროზიის პროცესი და სწორედ ამ დასავლურმა გამოცდილებამ, ამ ექსპერტების ჩამოსვლამ, ინტენსიურმა მუშაობამ ქართველ სპეციალისტებთან ერთად გამოკვეთა, რომ ატენის სიონი იყო მაგალითად, სულ მთლიანად ცარიელი გულით - რომ დაიწყო მისი ხელმეორედ შევსება აღმოჩნდა, რომ 22 ტონა კირი დაუბუნდა სიონს სწორედ იტალიური მეთოდით. როდესაც აღმოჩნდა, რომ ატენის სიონის ყველაზე დიდი ბზარი, რომელიც იყო ყველაზე დიდი რისკი მისი გადახლეჩვის - სწორედ გერმანელი სეციალიტების რეკომენდაციით მიიღო მან მთლიანი კონსტუქციული სისავსე, რომელიც დღეს აქვს", - აცხადებს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
ატენის სიონის გადარჩენის საქმეში დასავლური წვლილი ამით არ დასრულებულა. ვაჩეიშვილი იხსენებს, რომ სწორედ გერმანელი და იტალიელი სპეციალისტების ჩართულობით, მოხდა ის, რომ ისტორიულ ძეგლს მეოცე საუკუნის ქიმიური წვიმების მიუხედავად, მინიმუმ 50-60 წლის მდგრადობის გარანტია მიეცა.
„სწორედ ამ სპეციალისტების მეშვეობით იყო, როდესაც მეოცე საუკუნის ქიმიური წვიმების შემდეგ ვხედავდით, რომ ატენის სიონის უნიკალური ფასადები და რელიეფები გამოქარულია, მინერალებისგან დაცლილია, იფშხვნება და ქარს მიაქვს. სწორედ ამ ნატურალური შემავსებლებით, რომლითაც დამუშავდა ატენის სიონის ფასადები და რელიეფები - გადაარჩინა ისინი დაღუპვას და მინიმუმ 50-60 წლის მდგრადობის გარანტია მისცა. ანუ ის ცოდნა, რომელიც ატენის სიონში დაილექა, სწორედ არის საწინდარი იმისა, რომ ქართველმა სპეციალისტებმა უკვე იციან ეს მოწინავე ტექნოლოგიები, ძალიან ტრადიციული, მაგრამ ამავე დროს - თანამედროვე" - ამბობს ვაჩეიშვილი.
ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილისთვის, ეს ამბავი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კი არ დავრჩით რუსეთის რომელიღაცა გუბერნიის ძალიან დაბალი სტანდარტის ამარა, არამედ, წავედით წინ.
„დასავლურმა დახმარებამ ძალიან რთული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობა მოგვცა და რაც მთავარია, გადავარჩინეთ ატენის სიონი"

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |