Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
,,ჟოლი'' - აშშ-ს ბაზარზე
„მე გახლავართ გურამ სუხაშვილი, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჟოლის
საწარმოში, რომელიც წელს USAID-ს დახმარებით გაფართოვდა" , დასავლური
დაფინანსებით აშენებული საწარმო "ჟოლის" დამფუძნებელი საუბარს
იწყებს იმით, თუ რა წვლილი მიუძღვის საქართველოს ხელისუფლების მიერ
უცხოური გავლენის ორგანიზაციად გამოცხადებულ USAID-ს ჩვენს ქვეყანაში
ბიზნესის განვითარებაში.
გურამ სუხაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში ქართული ნატურალური პროდუქტების - მურაბების, კომპოტებისა და სხვა პროდუქტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო. დღეს კი, ამერიკის ფინანსური დახმარების წყალობით, აღნიშნული ქარხანა 9 სახეობის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც ექსპორტზე გადის აშშ-ში და როგორც სუხაშვილი ამბობს, შემოთავაზებები აქვს ევროპის ქვეყნებიდანაც.
"ჩვენ გვაქვს წითელი ტყემალი ორი სახეობის, გვაქვს ყვითელი ტყემალი, პომიდვრის საწებლები, აჯიკა, გვაქვს წიწაკის კონსერვი, ასევე ჟოლოს მურაბა და ჯემები. ჩვენი წარმოება დაიწყო ძალიან მინიმუმიდან - თავდაპირველად დავიწყეთ ჟოლოს ბაღების გაშენებით და ვაწარმოებდით ჟოლოს ჯემსა და მურაბას. შემდგომში ჩვენ გავიტანეთ FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია)დახმარებით გამოფენებზე, სადაც გაიზარდა მომხმარებლების მოთხოვნა. ასევე, ჩვენი პროდუქცია წავიღეთ აშშ-ში, სადაც დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება. ჩვენი პარტნიორების, ქეთევან წურწუმიას დახმარებით, განხორციელდა ამ პროდუქციის ექსპორტზე გატანა", - ამბობს გურამ სუხაშვილი.
საწარმო საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმაც დაათვალიერეს. მათ განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ზოგიერთი დახმარება, რომლითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობს, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების სრულ მხარდაჭერას.
გურამ სუხაშვილი საუბრობს იმაზე თუ რა მოთხოვნები აქვს აშშ-ს და ევროკავშირს პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ისიც, რომ საწარმო "ჟოლის" აშშ-ს სურსათისა და წამლის მარეგულირებელმა სააგენტოს (FDA) რეგისტრაციაც გაიარა.
„ჩვენ გვაქვს ასევე შემოთავაზება რომ ჩვენი პროდუქცია გავიდეს ევროპის ბაზარზე - ვიცით იქაც რა მოთხოვნებია და ჩვენ გვქონია შემოთავაზება რუსეთიდანაც, როცა მსგავსი მოთხოვნები ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით არ ყოფილა. თუ ჩვენ გვინდა რომ შევიტანოთ აშშ-სა და ევროპის ბაზარზე - ჩვენ უნდა ვაკმაყოფილებდეთ შესაბამის სტანდარტებს. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ჩვენი პროდუქციის მაღალ ხარისხს, არამედ, ეს გულისხმობს თანამშრომლების პროფესიულად გაზრდასაც, რადგან მათ უწევთ არაერთი ტრენინგის გავლა - მაგალითად, 9 სექტემბერს აშშ-დან ჩამოდიან შესაბამისი პროფესიის ადამიანები, რომლებმაც ჩვენი თანამშრომლები უნდა გადაამზადონ ევროპულ და ამერიკულ ტექნოლოგიებზე და დანერგონ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები. ეს ყველაფერი განაპირობებს პროდუქციის სიჯანსაღეს, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის", - ამბობს გურამ სუხაშვილი.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანიამ სააგენტოს "აწარმოე საქართველოსა" და USAID-ის გრანტები მოიპოვა, რისი საშუალებითაც სოფელ იგოეთში მდებარე საწარმოს შენობა-ნაგებობა გააფართოვეს, საწარმო გადაიარაღეს და სიმძლავრეები გაზარდეს. აღნიშნულ პროექტში, ჯამში 300 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |