Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
პაციენტს, რომელმაც გორში რეანიმაციულ და თერაპიულ განყოფილებაში იმკურნალა, ბიუჯეტიდან თანხას სრულად არ უნაზღარებენ
შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ პაციენტს, რომელმაც რეანიმაციულ და თერაპიულ განყოფილებაში იმკურნალა, თანხა ბიუჯეტიდან სრულად არ აუნაზღაურდება.

ამის თაობაზე კლინიკამ პროტესტი გამოხატა და თანხის მისაღებად სასამართლოს მიმართა.

კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას სჭირდებოდა მკურნალობა სხვადასხვა მიმართულებით. როგორც გაირკვა, პაქციენტი 10-დღიან მონაკვეთში ქირურგიულ განყოფილებაშიც კი გადიოდა მკურნალობა.

ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სააგენტოს გაუჩნდა ეჭვი, რომ კლინიკამ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ხელოვნურად გაზარდა ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. კერძოდ, სააგეტოს მტკიცებით, პაციენტს ,,გაეწია'' ისეთი მომსახურებები, რომელიც სავარაუდოდ არ სჭირდებოდა.

გორის სასამართლომ დააკმაყოფილა კლინიკის სარჩელი და ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაავალა ახალი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში, რაც ვერ მოხერხდებოდა თერაპიულ განყოფილებაში. ამდენად, მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნდა ანაზღაურდეს როგორც რეანიმაციურ განყოფილებაში მკურნალობის ხარჯები, ასევე, თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობის ხარჯები.

ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო არ დაეთანხმა გორის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მისმა იურისტმა განმარტა:

,,სამედიცინო დაწესებულებებმა არ უნდა იმოქმედონ ბოროტად, სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხების ხელოვნურად გაზრდის გზით; აღნიშნულის თავიდან ასარიდებლად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ახდენს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის მონიტორინგს. ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეული იქნა, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება 1-ელი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. სახელმწიფო პროგრამის მიზანია ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის; სამედიცინო დაწესებულებებმა არ უნდა იმოქმედონ არაკეთილსინდისიერად სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხების ხელოვნურად გაზრდის გზით.''- აღნიშნავენ ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება. უზენაესმა სასამართლომ კი განუხილველად დატოვა ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩივარი.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.