Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ზღუდერში 28 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ძმებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
ზღუდერში 28 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ძმებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

ერთ-ერთი ბრალდებულმა ძმამ, ემზარ მედოშვილმა პროცესზე თქვა: "განზრახ მკვლელობა არ იყო - აბუჩად ამგდები ქირქილით გამომიყვანა წყობიდან, ალბათ სტრესმა განაპირობა ეს ყველაფერი, არ მქონდა განზრახული მკვლელობის ჩადენა".

როგორც მანამდე ვწერდით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ძმები მედოშვილები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

ამის შესახებ სახაზინო ადვოკატმა მაია გრიგოლოშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა და ნაცვლად 108-ე მუხლისა, გამოძიება ამჯერად 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

სახაზინო ადვოკატი დაესწრო ბრალის წარდგენას. აღნიშნა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებულებს სამედიცინო შემოწმებაც ჩაუტარდათ, რადგან აღენიშნებათ დაზიანებები.

,,წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ, რა მოხდა, როგორ მიიღო დაზიანებები და სხვა დეტალების შესახებ ამ ეტაპზე ვერ ვისაურებ''- განაცხადა სახაზინო ადვოკატმა.

მკვლელობა გუშინ მოხდა. დაკავებულები არიან 1968 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული ე.მ. ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზღუდერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ მამაკაცს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.

,,სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.'' - აღნიშნავენ შსს-ში.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.