Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
როგორ დახვრიტეს მიხეილ მურვანიშვილის შვილი 1924 წელს
ფოტოზე: მიხეილ მურვანიშვილი და ბარბალე გულისაშვილი შვილებთან. მარცხნიდან: ირაკლი, ქაიხოსრო, ქეთევანი. 1905(?) წ.


რეპრესიების მსხვერპლი შეიქმნა ირაკლი მურვანიშვილი, - ცნობილი ქართველი მეტყევისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ მურვანიშვილის შვილი.

ძველი სურამი გაშიშვლებულ მთებს შორის არის მოქცეული, დღევანდელი კი სიმწვანეშია ჩაფლული. ეს კი ბატონ მიხეილის უდიდესი დამსახურებაა. მას მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა, ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი. მიხეილის ერთ-ერთი ვაჟი ქაიხოსრო 1918 წელს შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ოჯახის იმედად ირაკლი რჩებოდა, მაგრამ აქაც უტყუნა ბედმა მიხეილ მურვანიშვილს.

21-წლის ირაკლი 1924 წლის სისხლიანმა აგვისტომ შეიწირა. თუმცა მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია აჯანყებაში.

,,მიხეილ მურვანიშვილი დედაჩემის ძმა იყო.'' - იხსენებს თინა ქებაძე-ინასარიძე, რომლის მოგონება ხაშურის მუზეუმში ინახება.

,,ჩემმა ბიძაშვილმა ირაკლიმ გადაწყვიტა იტალიაში წასვლა ხატვის შესასწავლად. მას საკმაოდ კარგად ეხერხებოდა ხატვა. მშობლებიც მოწადინებული იყვნენ. ამ დროს მიხეილი სურამში ცხოვრობდა. ირაკლი თბილისიდან სურამში ჩამოვიდა დედმამასთან. მოვიდა ჩვენთანაც გამოსამშვიდობებლად. ძალიან უყვარდა მამიდა.

დაბინდებისას წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ უკან მობრუნდა, რაღაც გული არ მიწევს, რომ წავიდეო. კიდევ დაგვემშვიდობა და სახლისკენ გაეშურა.

საბჭოს წინ რომ გაუვლია, მაშინ დაუჭერიათ. ჩვენ იმ დღესვე გავიგეთ ეს ამბავი. დედაჩემს დავუმალეთ, ძალუაჩემთან და ბიძაჩემთან წავედით, რომ გაგვეგებინებინა ირაკლის დაჭერის ამბავი. ბიძაჩემი - მიხეილი ამ დროს ბორჯომში მუშაობდა და იქ იმყოფებოდა.

იმ ღამეს საბჭოში ჰყოლიათ ირაკლი. მეორე დღეს მივედით და გვაჩვენეს. ძალუაჩემმა ბიძაჩემთან ნინო (მიხეილ მურვანიშვილის ქალიშვილი) გაგზავნა.

ბორჯომში ამ დროს კრავცოვი იყო, გავლენიანი პიროვნება და ბიძაჩემმა მას თხოვა დახმარება. მან წერილი გამოატანა ნინოს... დედაჩემი და ძალუაჩემი ხაშურში , სადგურზე დახვდნენ... მაგრამ ირაკლი თურმე უკვე დახვრეტილი იყო. ზემო სერზე დახვრიტეს...

ბორჯომში წავიდნენ და ბიძაჩემს გააგებინეს ეს ამბავი. მაშინ თურმე მიხეილს თავის მოკვლა გადაუწყვეტია...“

გაზეთი ,,მუშა“ ირაკლი მურვანიშვილს თავადობას აბრალებს და გამოუსწორებელ კონტრ-რევოლუციიონერად რაცხს. ასე ინათლებოდა ყველა უდანაშაულო ხელისუფლების მხრიდან, სისხლის ღვრას გამართლება ხომ სჭირდებოდა.

ავტორი: თამაზ ლაცაბიძე, ხაშურის მხარედმცოდენობის მუზეუმის ხელმძღვანელი
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.